https://sputnik-georgia.com/20230203/cinuri-aerostati-amerikis-tavze-274522080.html
პენტაგონი: აშშ-ის თავზე ჩინური მზვერავი აეროსტატი დაფრინავს
პენტაგონი: აშშ-ის თავზე ჩინური მზვერავი აეროსტატი დაფრინავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატების თავზე რამდენიმე დღეა, რაც საეჭვო ჩინური აეროსტატი დაფრინავს, თუმცა პენტაგონი მისი ჩამოგდებისგან თავს... 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T11:47+0400
2023-02-03T11:47+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ჩინეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23948/29/239482962_121:326:1319:1000_1920x0_80_0_0_2a98ad2a695cd1a543c71f36ee5d409a.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატების თავზე რამდენიმე დღეა, რაც საეჭვო ჩინური აეროსტატი დაფრინავს, თუმცა პენტაგონი მისი ჩამოგდებისგან თავს იკავებს, იუწყება ამერიკული მედია.მისი განმარტებით, ამ დროისათვის აეროსტატი იმაზე ბევრად მაღლა დაფრინავს, ვიდრე კომერციული რეისების ფრენების სიმაღლეა, და არ წარმოადგენს სამხედრო თუ ფიზიკურ საფრთხეს ადამიანებისთვის.როგორც პენტაგონის მაღალჩინოსანმა ანონიმმა წყარომ განუცხადა ჟურნალისტებს, შეერთებული შტატები აეროსტატს აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლის მომენტიდან აკონტროლებს სამხედრო ავიაციის დახმარებით.მისი თქმით, უმაღლესი სარდლობა ოთხშაბათს აეროსტატის ჩამოგდების ვერსიას განიხილავდა, როდესაც ის მონტანის თავზე იმყოფებოდა. თუმცა საბოლოოდ სარდლობამ პრეზიდენტს ურჩია, რომ მისი ჩამოგდება არ ღირს, ვინაიდან ნამსხვრევები შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს ადამიანებისა და ნაგებობებისთვის.როგორც ანონიმმა მაღალჩინოსანმა წყარომ აცნობა ჟურნალისტებს, აეროსტატის ამჟამინდელი ტრაექტორია საშუალებას აძლევს მას, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს გადაუფრინოს, თუმცა რომლებს, არ დააკონკრეტა.ამასთან ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ მონტანის სამხედრო ავიაბაზა მალმსტრემზე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების 150 შახტია განლაგებული.გავრცელებული ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა უკვე წამოჭრეს აღნიშნული საკითხი დიპლომატიური არხებით ჩინელ კოლეგებთან როგორც პეკინში, ისე ვაშინგტონში, და მზვერავი აეროსტატისადმი საკუთარი სერიოზული დამოკიდებულების თაობაზე აცნობეს.
აშშ
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23948/29/239482962_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_0db5b2de1bd652242b517aa45e7edb18.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ჩინეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ჩინეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატების თავზე რამდენიმე დღეა, რაც საეჭვო ჩინური აეროსტატი დაფრინავს, თუმცა პენტაგონი მისი ჩამოგდებისგან თავს იკავებს, იუწყება ამერიკული მედია.
„აშშ-ის მთავრობამ აღმოაჩინა და თვალყურს ადევნებს მზვერავ აეროსტატს, რომელიც პირდაპირ ახლა შეერთებული შტატების კონტინენტური ნაწილის თავზე იმყოფება“, — აცნობა ჟურნალისტებს პენტაგონის წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა.
მისი განმარტებით, ამ დროისათვის აეროსტატი იმაზე ბევრად მაღლა დაფრინავს, ვიდრე კომერციული რეისების ფრენების სიმაღლეა, და არ წარმოადგენს სამხედრო თუ ფიზიკურ საფრთხეს ადამიანებისთვის.
როგორც პენტაგონის მაღალჩინოსანმა ანონიმმა წყარომ განუცხადა ჟურნალისტებს, შეერთებული შტატები აეროსტატს აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლის მომენტიდან აკონტროლებს სამხედრო ავიაციის დახმარებით.
მისი თქმით, უმაღლესი სარდლობა ოთხშაბათს აეროსტატის ჩამოგდების ვერსიას განიხილავდა, როდესაც ის მონტანის თავზე იმყოფებოდა. თუმცა საბოლოოდ სარდლობამ პრეზიდენტს ურჩია, რომ მისი ჩამოგდება არ ღირს, ვინაიდან ნამსხვრევები შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს ადამიანებისა და ნაგებობებისთვის.
როგორც ანონიმმა მაღალჩინოსანმა წყარომ აცნობა ჟურნალისტებს, აეროსტატის ამჟამინდელი ტრაექტორია საშუალებას აძლევს მას, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს გადაუფრინოს, თუმცა რომლებს, არ დააკონკრეტა.
ამასთან ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ მონტანის სამხედრო ავიაბაზა მალმსტრემზე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების 150 შახტია განლაგებული.
გავრცელებული ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა უკვე წამოჭრეს აღნიშნული საკითხი დიპლომატიური არხებით ჩინელ კოლეგებთან როგორც პეკინში, ისე ვაშინგტონში, და მზვერავი აეროსტატისადმი საკუთარი სერიოზული დამოკიდებულების თაობაზე აცნობეს.