https://sputnik-georgia.com/20230209/iago-xvicia-nacmozraobis-arseboba-ukve-iluziaa-274739820.html
იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობის“ არსებობა უკვე ილუზიაა
იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობის“ არსებობა უკვე ილუზიაა
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსები ექს-პრეზიდენტის მიერ შექმნილ პარტიას გაქრობას უწინასწარმეტყველებენ. 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T21:26+0400
2023-02-09T21:26+0400
2023-02-09T22:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264567357_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_668de5249b1a912c1bc6aeedc1b77095.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფინალი უკვე სახეზეა – მათი არსებობიდან მხოლოდ ილუზია დარჩა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე თვეა აანონსებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას. იმავდროულად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ეს პარტია პოპულარობით მეორე ადგილზეა საქართველოში, თუმცა მმართველი პარტიას ის დიდი სხვაობით ჩამორჩება. ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 5%-მდე დაეცა.რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის მიერ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ბოიკოტს, ხვიჩიას თქმით, მათი არყოფნის შემთხვევაში პარლამენტს იგივე დააკლდება, რაც მათი ყოფნის შემთხვევაშიც აკლდა, ეს არის დისკუსიები და სერიოზულობა.„არიან დეპუტატები, რომლებსაც არ უნდათ დეპუტატობა და სხვადასხვა მიზეზით, ხათრით არიან დეპუტატები“, – აღნიშნა ხვიჩიამ.„ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალურად დასუსტდა - ირაკლი კობახიძე >>„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა და პარლამენტში მუშაობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ცნობილი გახდა 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განუცხადა.თანაპარტიელების გადაწყვეტილება პარლამენტის დატოვების შესახებ არ მოეწონა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, შედარებით ზომიერი პოლიტიკის მომხრე ნიკა მელიას. ის მიიჩნევს, რომ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში. მისი თქმით, თუ პარტია საკანონმდებლო ორგანოს ტოვებს, მაშინ დეპუტატები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.„ისინი ომის პარტიის ინტერესებით მოქმედებენ“ - კობახიძე ყოფილ ჩინოვნიკებზე>>ბოიკოტის და მანდატის დათმობის წინააღმდეგ წავიდა პარლამენტის დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძეც. მისი თქმით, თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავა, ეს მძიმე პრობლემა გახდება პარტიისთვისაც და სააკაშვილისთვისაც.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264567357_53:0:1194:856_1920x0_80_0_0_e1db515230cc96c5a5e0b88756e12452.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობის“ არსებობა უკვე ილუზიაა
21:26 09.02.2023 (განახლებულია: 22:43 09.02.2023) პოლიტიკოსები ექს-პრეზიდენტის მიერ შექმნილ პარტიას გაქრობას უწინასწარმეტყველებენ.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფინალი უკვე სახეზეა – მათი არსებობიდან მხოლოდ ილუზია დარჩა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე თვეა აანონსებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას. იმავდროულად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ეს პარტია პოპულარობით მეორე ადგილზეა საქართველოში, თუმცა მმართველი პარტიას ის დიდი სხვაობით ჩამორჩება. ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 5%-მდე დაეცა.
„ფინალი უკვე მომხდარია, ეს არის „ნაცმოძრაობის“ გაქრობა, ეს მომხდარია, უბრალოდ ამის აღიარება არ არსებობს და არსებობს ილუზია ადამიანებში, თითქოს „ნაცმოძრაობა“ არსებობს. ცოტა ხანში „ნაცმოძრაობის“ მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც გაარკვევენ იმას, რომ არარსებული რამე უყვართ ან სძულთ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის მიერ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ბოიკოტს, ხვიჩიას თქმით, მათი არყოფნის შემთხვევაში პარლამენტს იგივე დააკლდება, რაც მათი ყოფნის შემთხვევაშიც აკლდა, ეს არის დისკუსიები და სერიოზულობა.
„არიან დეპუტატები, რომლებსაც არ უნდათ დეპუტატობა და სხვადასხვა მიზეზით, ხათრით არიან დეპუტატები“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა და პარლამენტში მუშაობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ცნობილი გახდა 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განუცხადა.
თანაპარტიელების გადაწყვეტილება პარლამენტის დატოვების შესახებ არ მოეწონა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, შედარებით ზომიერი პოლიტიკის მომხრე ნიკა მელიას. ის მიიჩნევს, რომ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში. მისი თქმით, თუ პარტია საკანონმდებლო ორგანოს ტოვებს, მაშინ დეპუტატები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.
ბოიკოტის და მანდატის დათმობის წინააღმდეგ წავიდა პარლამენტის დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძეც. მისი თქმით, თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავა, ეს მძიმე პრობლემა გახდება პარტიისთვისაც და სააკაშვილისთვისაც.