https://sputnik-georgia.com/20230207/kobaxize-yofil-cinovnikebze-274657508.html
„ისინი ომის პარტიის ინტერესებით მოქმედებენ“ - კობახიძე ყოფილ ჩინოვნიკებზე
„ისინი ომის პარტიის ინტერესებით მოქმედებენ“ - კობახიძე ყოფილ ჩინოვნიკებზე
Sputnik საქართველო
ენმ „გლობალური ომის პარტიაა“, რომლის ერთადერთი ინტერესია სააკაშვილის გათავისუფლება, განაცხადა პოლიტიკოსმა. 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T18:18+0400
2023-02-07T18:18+0400
2023-02-07T18:18+0400
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა საქართველოში
ირაკლი კობახიძე
მიხეილ სააკაშვილი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846003_0:190:2400:1540_1920x0_80_0_0_d7c575626ddcaf744b6f1814b32b6174.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ყველა, ვინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ინტერესებით მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანია მოაწყოს ქვეყანაში არეულობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2022 წლის დეკემბრის ბოლოს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომელსაც ხელი 130-ზე მეტმა ყოფილმა თანამდებობის ან პოლიტიკურმა პირმა მოაწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან, რომ ექს-პრეზიდენტი „წამებისგან მოკვდეს“ და ის სასწრაფოდ უნდა გააგზავნონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ.მისი თქმით, ენმ არის „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც ერთადერთი ინტერესი აქვს - გაათავისუფლოს მათი დამფუძნებელი სააკაშვილი.როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათ უნდათ, სააკაშვილი ოპოზიციონერ ლიდერად გახადონ, ხოლო მისი გათავისუფლება საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა მოაწყონ.„ამ არეულობის საბოლოო წერტილი უნდა იყოს მეორე ფრონტი, ეს არის მათი ერთდერთი ინტერესი, ვინც კი აწერს ხელს ასეთ სამარცხვინო განცხადებებს, ყველა არის გლობალური ომის პარტიის ინტერესებით მოქმედი. ჩვენთვის ასეთი ხელმოწერები არ იქნება რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“, - განაცხადა კობახიძემ.უკრაინის საგარეო უწყება იმედგაცრუებულია სასამართლოს უარის გამო, გაათავისუფლოს სააკაშვილი>>გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვა ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ახალმა ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და ადგილი აქვს მის განზრახ მკვლელობას.რადიკალური მოქმედებების მომხრემ, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ის ყრილობისა და მისი პარტიის თავმჯდომარედ არჩევის მეორე დღესვე პარტიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, 6 თებერვალს გვიან საღამოს „ნაცმოძრაობის“ წევრები და მომხრეები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახლისკენ გაემართნენ და იქ მიტინგი გამართეს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846003_147:153:2076:1600_1920x0_80_0_0_0bda1d357510715c484c53c6acc69c94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო
ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო
„ისინი ომის პარტიის ინტერესებით მოქმედებენ“ - კობახიძე ყოფილ ჩინოვნიკებზე
ენმ „გლობალური ომის პარტიაა“, რომლის ერთადერთი ინტერესია სააკაშვილის გათავისუფლება, განაცხადა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ყველა, ვინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ინტერესებით მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანია მოაწყოს ქვეყანაში არეულობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2022 წლის დეკემბრის ბოლოს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომელსაც ხელი 130-ზე მეტმა ყოფილმა თანამდებობის ან პოლიტიკურმა პირმა მოაწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან, რომ ექს-პრეზიდენტი „წამებისგან მოკვდეს“ და ის სასწრაფოდ უნდა გააგზავნონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ.
„ისინი არიან პოლიტიკური თანამდებობის ყოფილი პირები, მათი პოზიცია საერთოდ არ არის საინტერესო, ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ქვეშ იკავებდნენ საკუთარ თანამდებობებს, 90 პროცენტზე მეტი არის სწორედ ასეთი თანამდებობის პირი“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ენმ არის „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც ერთადერთი ინტერესი აქვს - გაათავისუფლოს მათი დამფუძნებელი სააკაშვილი.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათ უნდათ, სააკაშვილი ოპოზიციონერ ლიდერად გახადონ, ხოლო მისი გათავისუფლება საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა მოაწყონ.
„ამ არეულობის საბოლოო წერტილი უნდა იყოს მეორე ფრონტი, ეს არის მათი ერთდერთი ინტერესი, ვინც კი აწერს ხელს ასეთ სამარცხვინო განცხადებებს, ყველა არის გლობალური ომის პარტიის ინტერესებით მოქმედი. ჩვენთვის ასეთი ხელმოწერები არ იქნება რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“, - განაცხადა კობახიძემ.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვა ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ახალმა ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და ადგილი აქვს მის განზრახ მკვლელობას.
რადიკალური მოქმედებების მომხრემ, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ის ყრილობისა და მისი პარტიის თავმჯდომარედ არჩევის მეორე დღესვე პარტიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, 6 თებერვალს გვიან საღამოს „ნაცმოძრაობის“ წევრები და მომხრეები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახლისკენ გაემართნენ და იქ მიტინგი გამართეს.