https://sputnik-georgia.com/20230208/parlamenti-seuferxeblad-imusavebs-papuasvili-274686968.html
პარლამენტი შეფერხების გარეშე იმუშავებს - პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტზე
პარლამენტი შეფერხების გარეშე იმუშავებს - პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტზე
Sputnik საქართველო
დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტში მუშაობაზე უარი თქვეს. 08.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-08T14:39+0400
2023-02-08T14:39+0400
2023-02-08T21:17+0400
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მიხეილ სააკაშვილი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263179797_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_925357f12ba35f69844f3688830757af.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი შეძლებს შეუფერხებლად მუშაობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშეც, განაცხადა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა და პარლამენტში მუშაობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ცნობილი გახდა 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განუცხადა.იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი ერთ-ერთი ის ინსტიტუტია, რომელიც მოქმედებს უფრო გამჭვირვალედ და ჩართულობის მაღალი ხარისხით, ყველას აქვს საშუალება, რომ გახდეს ამ პროცესების მონაწილე, აღნიშნა პაპუაშვილმა.„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ღია დისკუსიის შედეგად მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ოპოზიცია აქ იქნებოდა დიდი დამხმარე, რომ იყოს აქტიური, მაგრამ მათი აქტიურობის გარეშეც პარლამენტი არის ქმედუნარიანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.„ნაცმოძრაობამ" ბოიკოტი გამოაცხადა და მმართველ პარტიას სიმშვიდის დარღვევით დაემუქრა>>თანაპარტიელების გადაწყვეტილება პარლამენტის დატოვების შესახებ არ მოეწონა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, შედარებით ზომიერი პოლიტიკის მომხრე ნიკა მელიას. ის მიიჩნევს, რომ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში. მისი თქმით, თუ პარტია საკანონმდებლო ორგანოს ტოვებს, მაშინ დეპუტატები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.ბოიკოტის და მანდატის დათმობის წინააღმდეგ წავიდა პარლამენტის დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძეც. მისი თქმით, თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა, ეს მძიმე პრობლემა გახდება პარტიისთვისაც და სააკაშვილისთვისაც.რადიკალური მოქმედებების მომხრემ, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა „ნაცმოძრაობის“ ყრილობისა და მისი პარტიის თავმჯდომარედ არჩევის მეორე დღესვე პარტიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.საქართველოში ოპოზიცია ხელახლა უნდა შეიქმნას - მეგრელიშვილი>>სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, 6 თებერვალს, გვიან საღამოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მომხრეები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახლისკენ გაემართნენ და იქ მიტინგი გამართეს.მათი თქმით, ამიერიდან მიტინგები ყოველდღე გაიმართება, ხოლო პროტესტის ცენტრი თბილისი იქნება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263179797_58:0:1103:784_1920x0_80_0_0_d61b97bf70a6cde750aab304169c7c68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები
პარლამენტი შეფერხების გარეშე იმუშავებს - პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტზე
14:39 08.02.2023 (განახლებულია: 21:17 08.02.2023) დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტში მუშაობაზე უარი თქვეს.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი შეძლებს შეუფერხებლად მუშაობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშეც, განაცხადა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა და პარლამენტში მუშაობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ცნობილი გახდა 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განუცხადა.
„რაც შეეხება მომავალს, საპარლამენტო უმრავლესობას აქვს საპარლამენტო უმრავლესობა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ კანონები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ამიტომ ამ მხრივ შეფერხება არ გვაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი ერთ-ერთი ის ინსტიტუტია, რომელიც მოქმედებს უფრო გამჭვირვალედ და ჩართულობის მაღალი ხარისხით, ყველას აქვს საშუალება, რომ გახდეს ამ პროცესების მონაწილე, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ღია დისკუსიის შედეგად მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ოპოზიცია აქ იქნებოდა დიდი დამხმარე, რომ იყოს აქტიური, მაგრამ მათი აქტიურობის გარეშეც პარლამენტი არის ქმედუნარიანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თანაპარტიელების გადაწყვეტილება პარლამენტის დატოვების შესახებ არ მოეწონა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, შედარებით ზომიერი პოლიტიკის მომხრე ნიკა მელიას. ის მიიჩნევს, რომ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში. მისი თქმით, თუ პარტია საკანონმდებლო ორგანოს ტოვებს, მაშინ დეპუტატები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.
ბოიკოტის და მანდატის დათმობის წინააღმდეგ წავიდა პარლამენტის დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძეც. მისი თქმით, თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა, ეს მძიმე პრობლემა გახდება პარტიისთვისაც და სააკაშვილისთვისაც.
რადიკალური მოქმედებების მომხრემ, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა „ნაცმოძრაობის“ ყრილობისა და მისი პარტიის თავმჯდომარედ არჩევის მეორე დღესვე პარტიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, 6 თებერვალს, გვიან საღამოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მომხრეები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახლისკენ გაემართნენ და იქ მიტინგი გამართეს.
მათი თქმით, ამიერიდან მიტინგები ყოველდღე გაიმართება, ხოლო პროტესტის ცენტრი თბილისი იქნება.