https://sputnik-georgia.com/20230207/saqartvelosi-opozicia-xelaxla-unda-seiqmnas-274661043.html
საქართველოში ოპოზიცია ხელახლა უნდა შეიქმნას - მეგრელიშვილი
საქართველოში ოპოზიცია ხელახლა უნდა შეიქმნას - მეგრელიშვილი
Sputnik საქართველო
დღევანდელ ოპოზიციონერებს საერთო არაფერი აქვთ პოლიტიკურ პროცესებთან, აღნიშნა დეპუტატმა 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T19:09+0400
2023-02-07T19:09+0400
2023-02-07T19:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964949_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_552b910263d3b5a5593676777490b754.jpg
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ოპოზიცია საქართველოში ხელახლა გახდება შესაქმნელი, თუ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტს დატოვებენ, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.„ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ შურისძიებაში დაადანაშაულა და პარლამენტში მუშაობაზე უარი თქვა. გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ახალმა ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და ადგილი აქვს მის განზრახ მკვლელობას.ოპოზიციონერი კოლეგები შორს არიან რეალობისგან და, ფაქტობრივად, საკუთარი ილუზიებით შექმნილ სამყაროში ცხოვრობენ, აღნიშნა მან.„მათ უფლება აქვთ, რაც უნდათ, ის აკეთონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას რაიმე კავშირი აქვს ან საქართველოს დასავლურ მომავალთან, ან მიმდინარე საქმიანობასთან. თუ ჩვენ ამ ხალხს პოლიტიკოსებად მივიჩნევთ, მაშინ 12-პუნქტიანი გეგმა ვერ შესრულდება და სხვა რაღაც არის მოსაფიქრებელი იმისთვის, რომ ეს გეგმა შესრულდეს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964949_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_0b31308622710ab3b6b36cadd68c5e44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოში ოპოზიცია ხელახლა უნდა შეიქმნას - მეგრელიშვილი
დღევანდელ ოპოზიციონერებს საერთო არაფერი აქვთ პოლიტიკურ პროცესებთან, აღნიშნა დეპუტატმა
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ოპოზიცია საქართველოში ხელახლა გახდება შესაქმნელი, თუ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტს დატოვებენ, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
„ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ შურისძიებაში დაადანაშაულა და პარლამენტში მუშაობაზე უარი თქვა. გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ახალმა ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და ადგილი აქვს მის განზრახ მკვლელობას.
„თუ ჩვენი კოლეგები პარლამენტს დატოვებენ, ცხადი გახდება მოსახლეობისთვის, რომ ოპოზიცია ახლიდან არის შესაქმნელი – ოპოზიცია ახლიდან არის გასაკეთებელი, რადგან არაფერ კავშირში არიან პოლიტიკურ პროცესთან“, - განუცხადა მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს.
ოპოზიციონერი კოლეგები შორს არიან რეალობისგან და, ფაქტობრივად, საკუთარი ილუზიებით შექმნილ სამყაროში ცხოვრობენ, აღნიშნა მან.
„მათ უფლება აქვთ, რაც უნდათ, ის აკეთონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას რაიმე კავშირი აქვს ან საქართველოს დასავლურ მომავალთან, ან მიმდინარე საქმიანობასთან. თუ ჩვენ ამ ხალხს პოლიტიკოსებად მივიჩნევთ, მაშინ 12-პუნქტიანი გეგმა ვერ შესრულდება და სხვა რაღაც არის მოსაფიქრებელი იმისთვის, რომ ეს გეგმა შესრულდეს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.