8 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Pexelsვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2023
გამოწერა
გაეცანით 8 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის .
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
1-10 თებერვალი
ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან - 21 იანვარი - 19 თებერვალი.
1-10 თებერვლის პერიოდი მერწყულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებული ადამიანების ხასიათს მერკური მართავს, ანიჭებს მათ სინაზეს, ემოციურობას, ჭკუასა და წინასწარმეტყველების უნარს. და ეს მათ მრავალი განსაცდელის თავიდან არიდებაში ეხმარება.
მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 42, 50, 60.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა - ფითრი.
პლიტვიცეს ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2021
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება
ესენი არიან მომხიბლავი ადამიანები განსაკუთრებული შარმით. არიან შესანიშნავი, ვნებებით აღსავსე საყვარლები. იციან რა საკუთარი მომხიბლაობა, თავიანთ საუკეთესო თვისებებს ოსტატურად წარმოაჩენენ და იყენებენ ცხოვრებაში.
8 თებერვალს დაბადებულები
8 თებერვალს ძლიერი, კეთილშობილი, ძლიერი ნებისყოფის მქონე და გულმოწყალე ადამიანები იბადებიან. ისინი არასდროს გადააბიჯებენ სხვის ტკივილს და თხოვნის გარეშე დაეხმარებიან სხვას, თანაც - უანგაროდ.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები
როგორც წესი, გვერდით მეგობრები ჰყავთ, რადგან ადამიანები მასში ძალას, სიმშვიდესა და სიმყუდროვეს გრძნობენ. თუმცა, მათი მსხვერპლად შეწირვის საქციელი მათ წინააღმდეგ შეიძლება შემობრუნდეს. ამიტომ ამ დღეს დაბადებულებმა სიკეთე თავიანთ საზიანოდ არ უნდა გააკეთონ, მათ კარგად უნდა გაიაზრონ საკუთარი ქმედებები. ეს ეხება ფინანსურ მხარესაც - ფულის მიმართ თუ გონივრული დამოკიდებულება ექნებათ, შეძლებენ თანხის დაგროვებას და მშვიდი სიბერის უზრუნველყოფას.
8 თებერვალს დაბადებულებს განსაკუთრებული უნარი აქვთ - ტელეპათიისა და წინასწარმეტყველების ნიჭი. ხანდახან წარმოუდგენიათ, რომ აკონტროლებენ ყველაფერს და არა ფიზიკური ძალის გამოყენებით, არამედ შთაგონების ძალით. ასევე მნიშვნელოვანი თვისება აქვთ - ალღო. ისინი წინასწარ გრძნობენ, როდის სჯობს პროექტის ამოქმედება, რომ ამან წარმატება მოიტანოს. ასევეა ფინანსებშიც - ინტუიცია კარნახობთ, როდის არის კარგი ინვესტიციების განხორციელება, ან საქმიანი კონტრაქტების გაფორმება. მათთვის ბუნებრივია მომავლის განჭვრეტა; ასევე, გრძნობენ ადამიანების ორაზროვნებას ურთიერთობებში.
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?>>
8 თებერვალს დაბადებულთა შორის ბევრია ნათელმხილველი, სხვისი აზრების ამომცნობი. ამ დღეს დაბადებულ ჩვეულებრივ ადამიანებსაც კი აქვთ განსაკუთრებული მეექვსე გრძნობა; თან, მათ სჯერათ თავიანთი წინასწარმეტყველებისა. როდესაც საქმეს მოჰკიდებენ ხოლმე ხელს, ამ დღეს დაბადებულები ჯერ პრობლემებისგან შორს დადგებიან, რათა კარგად შეისწავლონ ისინი, შემდეგ გონებაში დახატავენ მთლიან სურათს, როგორ მოხდება ამ პრობლემების გადაწყვეტის პროცესი. გარედან ისინი განცალკევებულად მდგომი ჩანან, თითქოს სხვა სამყაროში ცხოვრობენ.
მათი საქმიანობის სფერო სხვადასხვა შეიძლება იყოს - არქიტექტურა და კარტოგრაფია, ეკონომიკა და ინტელექტუალური სახეობები, მუსიკა, მეცნიერება, პროგრამირება.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
8 თებერვალს დაბადებულები შეიძლება მრავალ საქმეს მოეკიდონ, მაგრამ არასდროს იქნებიან ზარმაცი მეოცნებეები მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფნი მათ ასეთად აღიქვამენ. სინამდვილეში, ისინი შესანიშნავი სპეციალისტები არიან, შეუძლიათ მუშაობა ურთულეს ტექნიკურ მოწყობილობებთან. ნიჭიერნი არიან, მაგრამ ემოციურ მხარეს ვერ უკლავდებიან. მათ სწორი კალაპოტი უნდა იპოვონ თავიანთი ბუნებრივი მიდრეკილებებისთვის და მიმართონ ის მტკიცე პირად ურთიერთობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტო ყოფნა მოელით, რაც მათთვის საბედისწეროა.
ხანდახან საკუთარ თავზე იმაზე მეტ ვალდებულებებს იღებენ, ვიდრე მათ შეუძლიათ, ამიტომ შეცდომებსაც უშვებენ. ბევრ მათგანს შეუძლია დათმობა და კომპრომისზე წასვლა, რაც დადებითად მოქმედებს გარშემომყოფებთან ურთიერთობებზე. ახლობლების შერჩევა კი უჭირთ, არ იციან და ამაში მათი ტელეპათიური უნარიც არ შველის.
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი>>
ჯანმრთელობა
8 თებერვალს დაბადებულებს სხვადასხვა დაავადება აწუხებთ, მაგრამ ამჯობინებენ, ამაზე არ ილაპარაკონ და დამალონ. მათ თვალყური უნდა ადევნონ ლიმფურ, იმუნურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს. ასაკთან ერთად უჩნდებათ ვარიკოზის განვითარების საფრთხე. მათ უნდა დაიცვან მსუბუქი დიეტა და ნიკოტინისა და ალკოჰოლის გამოყენება მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ. ფიზიკურ დატვირთვებში ზომიერება უნდა დაიცვან. როდესაც საკუთარ თავზე წინასწარმეტყველებენ, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან მათ თითოეულ სიტყვაში მძლავრი გამანადგურებელი ძალა იმალება.
რჩევა:
მიმდინარე მოვლენებს რეალურად შეხედეთ. ინტუიცია განვითარებას საჭიროებს. სამუშაო ვალდებულებები, ყველა სირთულის მიუხედავად, უნდა შესრულდეს. ყველაფერი იოლად არ გამოდის. ერიდეთ თვითგანადგურებას.
ყველა ახალი ამბავი
0