https://sputnik-georgia.com/20230207/7-tebervals-dabadebulebi-daxaziateba-zodiaqo-274595256.html
7 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
7 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 7 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T00:15+0400
2023-02-07T00:15+0400
2023-02-07T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24341/50/243415034_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_ce39bcb0a6b2382fb6aa8ddf88e4b37e.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.1-10 თებერვალიამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან - 21 იანვარი - 19 თებერვალი.1-10 თებერვლის პერიოდი მერწყულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებული ადამიანების ხასიათს მერკური მართავს, ანიჭებს მათ სინაზეს, ემოციურობას, ჭკუასა და წინასწარმეტყველების უნარს. და ეს მათ მრავალი განსაცდელის თავიდან არიდებაში ეხმარება.მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 42, 50, 60.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა - ფითრი.ესენი არიან მომხიბლავი ადამიანები განსაკუთრებული შარმით. არიან შესანიშნავი, ვნებებით აღსავსე საყვარლები. იციან რა საკუთარი მომხიბლაობა, თავიანთ საუკეთესო თვისებებს ოსტატურად წარმოაჩენენ და იყენებენ ცხოვრებაში.7 თებერვალს დაბადებულები7 თებერვალს იღბლიანი ადამიანები იბადებიან. დროთა განმავლობაში მათი ყველა საუკეთესო თვისება კიდევ უფრო ძლიერდება. დიდების, წარმატების მიღწევაში მათ ევოლუციური გზა, ძალებისა და სულის თვითსრულყოფის უნარი დაეხმარება. საკუთარი თავის რეალიზება ბევრ სფეროში შეუძლიათ, ამიტომ შემოსავალსა და პოპულარობას ნებისმიერი საქმე მოუტანს. საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>განსაკუთრებული მაგნეტიზმით სხვებზე ზემოქმედების უნარსა და შესანიშნავ ინტუიციას ისინი სწორი გზით მიჰყავს და საშიში და სირთულეებით აღსავსე გზიდან გადახვევაში ეხმარება. არიან დიდი სტრატეგები და შეცდომებს იშვიათად უშვებენ. კეთილდღეობასთან მხოლოდ სიკეთის გზა მიიყვანს, ხოლო ბოროტება - უფსკრულისკენ უბიძგებს.7 იანვარს დაბადებულების სული სოციალური მისწრაფებებით ივსება; ბუნებით იდეალისტები არიან, მაგრამ გარედან უხეშ, პრაქტიკულ და ხანდახან ცინიკურ ადამიანებად ჩანან მათთვის, ვისთვისაც ამ დღეს დაბადებულების შეხედულებები მიუღებელია. მკაცრად აკრიტიკებენ რა ცხოვრების არსებულ წესრიგს, წარმოდგენაც კი არა აქვთ, როგორ უნდა იყოს სამყარო მოწყობილი. ისინი სასოწარკვეთილი ისწრაფვიან, რომ მისდიონ საკუთარ იდეალებს იმის იმედით, რომ გარშემომყოფნი ერთხელაც ირწმუნებენ მას. მაგრამ ამის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ნაკლებად კრიტიკულად განწყობილი პიროვნებები მიამიტები არიან, ეს მათ ბუნებრიობასა და გრძნობების ყმაწვილური გამოხატვის მანერას ჰარმონიულად ერწყმის.ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>ყველაზე მეტად ამ დღეს დაბადებულები გულწრფელობას აფასებენ. ისინი დარწმუნებული არიან ბუნებისა და სამყაროს ფასეულობებში, რომელთა გაღმერთებაც შეიძლება. 7 თებერვალს დაბადებულები გამჭრიახი და ყურადღებიანი არიან, ისინი სწავლობენ ადამიანის ბუნებას, ხასიათს, მოტივებს. მეგობრების შერჩევაში მკაცრი და უკომპრომისო არიან.ქორწინების უღელს თუ დაიდგამენ და შვილებს გააჩენენ, ურთიერთობებში ყოველთვის სამართლიანობა და გაგება იქნება გამეფებული, ყოველ შემთხვევაში, ისინი უსმენენ ბავშვებს. 7 თებერვალს დაბადებულები მიიჩნევენ, რომ ბავშვებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, რაც უფროსებსაც გამოადგებათ ცხოვრებაში. ამიტომ თავიანთი შვილების უზრუნველი ცხოვრებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ისინი ვერ იტანენ სისასტიკეს, განსაკუთრებით დაუცველებისა და სუსტების მიმართ. არიან პაციფისტები და გამოდიან ნებისმიერი მანიაკალური ჩვევისა და რეაქციული ტენდენციის წინააღმდეგ.ამ დღეს დაბადებულებს უჭირთ სხვების საკუთარ სიმართლეში დამტკიცება. ისინი, ჩვეულებრივ, უსიამოვნებებს უფრო გავლენიანი და პრაქტიკული ადამიანების მხრიდან აწყდებიან. მათში თავისუფლებისმოყვარე სულია ჩაბუდებული, თუმცა, შეუძლიათ თავი შეიზღუდონ, კარტი ბოლომდე არ გახსნან და პრობლემის გადაჭრა სხვას შესთავაზონ. 7 თებერვალს დაბადებულთაგან ბევრს ესმის, რომ არ შეიძლება, საკუთარი პოზიცია მოახვიონ გარშემომყოფებს, რადგან მათი მხრიდან შესაძლებელია აგრესია წამოვიდეს. 2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა>>ამ დღეს დაბადებულებზე ცუდად მოქმედებს ტანჯვა და ამის გადატანა მათთვის ძალზე რთულია. როგორც წესი, დახმარების ხელს მხოლოდ პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე უწოდებენ, ასევე მცირე სოციალური შესაძლებლობების გამო, მაგრამ პრინციპში, სხვისი უბედურება მათ „აფრთხობს“.7 თებერვალს დაბადებულები ვერ იტანენ ზეწოლას - ისინი ამის გამო შეშლილი ხდებიან და მნიშვნელობა არა აქვს, ვისგან მოდის ეს - ახლობლებისგან თუ საზოგადოებისგან. გაჩუმება აზრადაც არ მოუვათ თავში, როდესაც მუქარა მათი საყვარელი ადამიანების მიმართ გაისმის. ეს ადამიანები აფასებენ უშუალობას, ცდილობენ, გულწრფელობა და პატიოსნება დაინახონ გარშემომყოფებში - თავიანთ ოპონენტებშიც კი.ჯანმრთელობა7 თებერვალს დაბადებული თანამედროვე მედიცინას ფეხდაფეხ მიჰყვებიან. იმის გაცნობიერებით, რომ ავადმყოფობა ძვირი ჯდება, ისინი ყურადღებას იჩენენ ჯანმრთელობის მიმართ. განტვირთვასა და მოდუნებაში მათ ეხმარება იოგა, მედიტაცია, უშუ, მასაჟი. თავი უნდა აარიდონ გასახდომ დიეტებს. მათ ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ახალი ბოსტნეული, ხილი, იოგურტი, კაკალი. მათთვის ზედგამოჭრილია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა - სირბილი დილაობით ან ცურვა.რჩევა:თუ შესაძლებლობა გაქვთ, რამე შეცვალოთ უკეთესობისკენ, გვერდს ნუ აუვლით მას, ასე საკუთარ პიროვნებას გაამდიდრებთ. სისუსტეებზე უნდა იმუშაოთ, რომ დაძლიოთ. იყავით სამაგალითო, გულღია და ოპტიმისტი, თუნდაც მსხვერპლის როლის თამაშმა მოგიწიოთ.
https://sputnik-georgia.com/20210121/merwyuli-zogadi-daxasiaTeba-250655076.html
https://sputnik-georgia.com/20180124/ra-faruli-niWi-imaleba-zodiaqos-TiToeul-niSanSi-239021950.html
https://sputnik-georgia.com/20190814/zodiaqos-azartuli-niSnebi-246217674.html
https://sputnik-georgia.com/20190328/kriminaluri-talanti-zodiaqos-niSnis-mixedviT-244781164.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24341/50/243415034_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_d00bfe587604ab993c069b17097a12fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
7 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 7 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის .
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან - 21 იანვარი - 19 თებერვალი.
1-10 თებერვლის პერიოდი მერწყულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებული ადამიანების ხასიათს მერკური მართავს, ანიჭებს მათ სინაზეს, ემოციურობას, ჭკუასა და წინასწარმეტყველების უნარს. და ეს მათ მრავალი განსაცდელის თავიდან არიდებაში ეხმარება.
მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 42, 50, 60.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა - ფითრი.
ესენი არიან მომხიბლავი ადამიანები განსაკუთრებული შარმით. არიან შესანიშნავი, ვნებებით აღსავსე საყვარლები. იციან რა საკუთარი მომხიბლაობა, თავიანთ საუკეთესო თვისებებს ოსტატურად წარმოაჩენენ და იყენებენ ცხოვრებაში.
7 თებერვალს იღბლიანი ადამიანები იბადებიან. დროთა განმავლობაში მათი ყველა საუკეთესო თვისება კიდევ უფრო ძლიერდება. დიდების, წარმატების მიღწევაში მათ ევოლუციური გზა, ძალებისა და სულის თვითსრულყოფის უნარი დაეხმარება. საკუთარი თავის რეალიზება ბევრ სფეროში შეუძლიათ, ამიტომ შემოსავალსა და პოპულარობას ნებისმიერი საქმე მოუტანს.
განსაკუთრებული მაგნეტიზმით სხვებზე ზემოქმედების უნარსა და შესანიშნავ ინტუიციას ისინი სწორი გზით მიჰყავს და საშიში და სირთულეებით აღსავსე გზიდან გადახვევაში ეხმარება. არიან დიდი სტრატეგები და შეცდომებს იშვიათად უშვებენ. კეთილდღეობასთან მხოლოდ სიკეთის გზა მიიყვანს, ხოლო ბოროტება - უფსკრულისკენ უბიძგებს.
7 იანვარს დაბადებულების სული სოციალური მისწრაფებებით ივსება; ბუნებით იდეალისტები არიან, მაგრამ გარედან უხეშ, პრაქტიკულ და ხანდახან ცინიკურ ადამიანებად ჩანან მათთვის, ვისთვისაც ამ დღეს დაბადებულების შეხედულებები მიუღებელია.
მკაცრად აკრიტიკებენ რა ცხოვრების არსებულ წესრიგს, წარმოდგენაც კი არა აქვთ, როგორ უნდა იყოს სამყარო მოწყობილი. ისინი სასოწარკვეთილი ისწრაფვიან, რომ მისდიონ საკუთარ იდეალებს იმის იმედით, რომ გარშემომყოფნი ერთხელაც ირწმუნებენ მას. მაგრამ ამის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ნაკლებად კრიტიკულად განწყობილი პიროვნებები მიამიტები არიან, ეს მათ ბუნებრიობასა და გრძნობების ყმაწვილური გამოხატვის მანერას ჰარმონიულად ერწყმის.
ყველაზე მეტად ამ დღეს დაბადებულები გულწრფელობას აფასებენ. ისინი დარწმუნებული არიან ბუნებისა და სამყაროს ფასეულობებში, რომელთა გაღმერთებაც შეიძლება. 7 თებერვალს დაბადებულები გამჭრიახი და ყურადღებიანი არიან, ისინი სწავლობენ ადამიანის ბუნებას, ხასიათს, მოტივებს. მეგობრების შერჩევაში მკაცრი და უკომპრომისო არიან.
ქორწინების უღელს თუ დაიდგამენ და შვილებს გააჩენენ, ურთიერთობებში ყოველთვის სამართლიანობა და გაგება იქნება გამეფებული, ყოველ შემთხვევაში, ისინი უსმენენ ბავშვებს. 7 თებერვალს დაბადებულები მიიჩნევენ, რომ ბავშვებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, რაც უფროსებსაც გამოადგებათ ცხოვრებაში. ამიტომ თავიანთი შვილების უზრუნველი ცხოვრებისთვის ყველაფერს აკეთებენ.
ისინი ვერ იტანენ სისასტიკეს, განსაკუთრებით დაუცველებისა და სუსტების მიმართ. არიან პაციფისტები და გამოდიან ნებისმიერი მანიაკალური ჩვევისა და რეაქციული ტენდენციის წინააღმდეგ.
ამ დღეს დაბადებულებს უჭირთ სხვების საკუთარ სიმართლეში დამტკიცება. ისინი, ჩვეულებრივ, უსიამოვნებებს უფრო გავლენიანი და პრაქტიკული ადამიანების მხრიდან აწყდებიან. მათში თავისუფლებისმოყვარე სულია ჩაბუდებული, თუმცა, შეუძლიათ თავი შეიზღუდონ, კარტი ბოლომდე არ გახსნან და პრობლემის გადაჭრა სხვას შესთავაზონ. 7 თებერვალს დაბადებულთაგან ბევრს ესმის, რომ არ შეიძლება, საკუთარი პოზიცია მოახვიონ გარშემომყოფებს, რადგან მათი მხრიდან შესაძლებელია აგრესია წამოვიდეს.
ამ დღეს დაბადებულებზე ცუდად მოქმედებს ტანჯვა და ამის გადატანა მათთვის ძალზე რთულია. როგორც წესი, დახმარების ხელს მხოლოდ პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე უწოდებენ, ასევე მცირე სოციალური შესაძლებლობების გამო, მაგრამ პრინციპში, სხვისი უბედურება მათ „აფრთხობს“.
7 თებერვალს დაბადებულები ვერ იტანენ ზეწოლას - ისინი ამის გამო შეშლილი ხდებიან და მნიშვნელობა არა აქვს, ვისგან მოდის ეს - ახლობლებისგან თუ საზოგადოებისგან. გაჩუმება აზრადაც არ მოუვათ თავში, როდესაც მუქარა მათი საყვარელი ადამიანების მიმართ გაისმის. ეს ადამიანები აფასებენ უშუალობას, ცდილობენ, გულწრფელობა და პატიოსნება დაინახონ გარშემომყოფებში - თავიანთ ოპონენტებშიც კი.
7 თებერვალს დაბადებული თანამედროვე მედიცინას ფეხდაფეხ მიჰყვებიან. იმის გაცნობიერებით, რომ ავადმყოფობა ძვირი ჯდება, ისინი ყურადღებას იჩენენ ჯანმრთელობის მიმართ. განტვირთვასა და მოდუნებაში მათ ეხმარება იოგა, მედიტაცია, უშუ, მასაჟი. თავი უნდა აარიდონ გასახდომ დიეტებს. მათ ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ახალი ბოსტნეული, ხილი, იოგურტი, კაკალი. მათთვის ზედგამოჭრილია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა - სირბილი დილაობით ან ცურვა.
თუ შესაძლებლობა გაქვთ, რამე შეცვალოთ უკეთესობისკენ, გვერდს ნუ აუვლით მას, ასე საკუთარ პიროვნებას გაამდიდრებთ. სისუსტეებზე უნდა იმუშაოთ, რომ დაძლიოთ. იყავით სამაგალითო, გულღია და ოპტიმისტი, თუნდაც მსხვერპლის როლის თამაშმა მოგიწიოთ.