საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირების წესები შეიცვლება

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2023
გამოწერა
ყველა საშუამავლო კომპანია ანგარიშვალდებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე, ხოლო ვინც ანგარიშს არ წარადგენს, დაჯარიმდება 1000 ლარით.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ შრომითი მიგრაციის ახალ წესებს, იუწყება „პირველი არხი“.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს მომავალ სხდომაზე წარედგინება.
წინასწარი ინფორმაციით, მთავრობა უფლებამოსილი იქნება, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შეზღუდოს უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა იმ პროფესიით შრომითი მოწყობის მიზნით, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას, ან რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება აჭარბებს (ან გადააჭარბებს) მასზე მიმდინარე (ან პერსპექტიულ) მოთხოვნას.
ასევე მთავრობას უფლება ექნება, წაახალისოს უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა ისეთი პროფესიით შრომითი მოწყობის მიზნით, რომელიც მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას, ან რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება ვერ აკმაყოფილებს (ან ვერ დააკმაყოფილებს) მასზე მიმდინარე (ან პერსპექტიულ) მოთხოვნას.
ლეგალური მიგრაცია საქართველოდან შვეიცარიაში: მხარეებმა მემორანდუმი გააფორმეს >>
დაწესდება მიგრაციასთან დაკავშირებული ახალი სანქციები. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალური რეგისტრაციის ან სერტიფიკატის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ათასი ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3.500 ლარის ოდენობით, მესამედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 4 ათას ლარს, ხოლო ყოველი მომდევნო დარღვევა – 12 ათას ლარს.
ყველა საშუამავლო კომპანია ანგარიშვალდებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე, ხოლო ვინც ანგარიშს არ წარადგენს, დაჯარიმდება 1000 ლარით.
ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისთვის თავის არიდებაზე ჯარიმა 1000 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს.
შეერთებულ შტატებსა და კანადაში 20 ათას დოლარად: დაკავებულია ერთი პირი – ვიდეო >>
ამას გარდა, შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლისთვის ჯარიმა 1000 ლარიდან 7000 ლარამდეა.
სანქციების სრული ჩამონათვალი და პროექტის დეტალები ბიუროზე რეგისტრაციის და პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0