https://sputnik-georgia.com/20230206/rodis-daiwyeba-anakliis-portis-msenebloba-premieris-gancxadeba-274634886.html
როდის დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა - პრემიერის განცხადება
როდის დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა - პრემიერის განცხადება
Sputnik საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი მზადაა, ეკონომიკის სამინისტრომ ფორმალური ინტერესთა გამოხატვის პროცესი გარკვეულწილად გადადო, განაცხადა მინისტრმა 06.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-06T22:42+0400
2023-02-06T22:42+0400
2023-02-06T22:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24604/71/246047139_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_7a465b9e743c57b7e2fead4e884e0def.jpg
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება 2023 წელს სურს, განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა, რადგან ინვესტორმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა. მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ახალ ინვესტორს ეძებს.ანაკლიის პორტის მშენებლობა: მთავრობა ინვესტორებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს >>ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ უწყება ყველაფერს აკეთებს იმისათის, რომ მშენებლობის პროცესი უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი მზადაა, ეკონომიკის სამინისტრომ ფორმალური ინტერესთა გამოხატვის პროცესი გარკვეულწილად გადადო, მაგრამ ეს დროში პროექტის დაგვიანებას არ გამოიწვევს.„პირიქით, რაც უფრო მეტი წინასწარი მოსამზადებელი შიდა სამუშაო ჩატარდება, მით უფრო ეფექტიანი ვიქნებით შერჩევის პროცესში. მით უფრო ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად კერძო პარტნიორი, ან პარტნიორები უნდა შევარჩიოთ და შემდგომში დავიწყოთ განხორციელება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.საქართველოს დერეფნის გავლით მზარდი ტვირთნაკადის ფონზე, საქართველოში პორტების განვითარება მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს.მანამდე მთავრობამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში 51% გადავა. ახალი ტენდერი მხოლოდ 49%-იან წილზე გამოცხადდება.გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის პირველმა ფაზამ წელიწადში 7,8 მილიონ ტონა გამტარიანობას უნდა მიაღწიოს.ანაკლიის პორტიანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების დაჩქარება გადაწყვიტა>>თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.წყარო - მთავრობის ადმინისტრაციაეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24604/71/246047139_87:0:1000:685_1920x0_80_0_0_5c66972dd8ea7f8c739b0c546c3d4e22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
როდის დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა - პრემიერის განცხადება
მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი მზადაა, ეკონომიკის სამინისტრომ ფორმალური ინტერესთა გამოხატვის პროცესი გარკვეულწილად გადადო, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება 2023 წელს სურს, განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა, რადგან ინვესტორმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა. მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ახალ ინვესტორს ეძებს.
„ამის თაობაზე აქტიურად ვმუშაობთ (ინვესტორის ძებნაზე - რედ.)“ - განაცხადა პრემიერმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ უწყება ყველაფერს აკეთებს იმისათის, რომ მშენებლობის პროცესი უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს.
„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები სხვადასხვა მონაწილე მხარესთან, ამ კვირის განმავლობაში და მომავალ კვირაში დაინტერესებულ ჯგუფებთან მე მაქვს შეხვედრები, და გვინდა, რომ ყველა მოსაზრება იყოს ასახული“, - განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი მზადაა, ეკონომიკის სამინისტრომ ფორმალური ინტერესთა გამოხატვის პროცესი გარკვეულწილად გადადო, მაგრამ ეს დროში პროექტის დაგვიანებას არ გამოიწვევს.
„პირიქით, რაც უფრო მეტი წინასწარი მოსამზადებელი შიდა სამუშაო ჩატარდება, მით უფრო ეფექტიანი ვიქნებით შერჩევის პროცესში. მით უფრო ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად კერძო პარტნიორი, ან პარტნიორები უნდა შევარჩიოთ და შემდგომში დავიწყოთ განხორციელება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს დერეფნის გავლით მზარდი ტვირთნაკადის ფონზე, საქართველოში პორტების განვითარება მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს.
მანამდე მთავრობამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში 51% გადავა. ახალი ტენდერი მხოლოდ 49%-იან წილზე გამოცხადდება.
გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის პირველმა ფაზამ წელიწადში 7,8 მილიონ ტონა გამტარიანობას უნდა მიაღწიოს.
„ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.