https://sputnik-georgia.com/20230128/anakliis-portis-msenebloba-mtavroba-investorebtan-aqtiur-molaparakebebs-awarmoebs-274350233.html
ანაკლიის პორტის მშენებლობა: მთავრობა ინვესტორებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ანაკლიის პორტის მშენებლობა: მთავრობა ინვესტორებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს
Sputnik საქართველო
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, ხოლო ინვესტორის - 49%. 28.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-28T21:04+0400
2023-01-28T21:04+0400
2023-01-28T21:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
ანაკლია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24720/77/247207739_50:0:1556:847_1920x0_80_0_0_5a78f64c485c5e59b62654df45c16306.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ ინვესტორებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა, რადგან ინვესტორმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა. მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ახალ ინვესტორს ეძებს.მანამდე მთავრობამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში 51% გადავა. ახალი ტენდერი მხოლოდ 49%-იან წილზე გამოცხადდება.გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის პირველმა ფაზამ წელიწადში 7,8 მილიონ ტონა გამტარიანობას უნდა მიაღწიოს.ანაკლიის პორტიანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების დაჩქარება გადაწყვიტა>>თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.წყარო - მთავრობის პრეს-სამსახურიეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24720/77/247207739_238:0:1367:847_1920x0_80_0_0_a8f84aee8733af3624da31d2aab15eb2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ანაკლია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ანაკლია
ანაკლიის პორტის მშენებლობა: მთავრობა ინვესტორებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, ხოლო ინვესტორის - 49%.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ ინვესტორებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა, რადგან ინვესტორმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა. მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ახალ ინვესტორს ეძებს.
„პროექტის ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი მზად არის და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო თათბირის შემდეგ გამოქვეყნდა.
მანამდე მთავრობამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში 51% გადავა. ახალი ტენდერი მხოლოდ 49%-იან წილზე გამოცხადდება.
გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის პირველმა ფაზამ წელიწადში 7,8 მილიონ ტონა გამტარიანობას უნდა მიაღწიოს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.