https://sputnik-georgia.com/20230130/saqartvelos-xelisufleba-2023-wels-turizmis-ganvitarebas-gaagrzelebs-274368574.html
საქართველოს ხელისუფლება 2023 წელს ტურიზმის განვითარებას გააგრძელებს
საქართველოს ხელისუფლება 2023 წელს ტურიზმის განვითარებას გააგრძელებს
Sputnik საქართველო
ახალი კანონი „ტურიზმის შესახებ“ ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის ახალი წესების შემოღებას ითვალისწინებს. 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T09:51+0400
2023-01-30T09:51+0400
2023-01-30T14:12+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
ავიამიმოსვლა საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249712054_0:0:3341:1879_1920x0_80_0_0_0227d9eb415fa060fb36e9ab54f27642.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მიმდინარე წელს დასრულდება მუშაობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გენერალურ გეგმაზე – ახალი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის განვითარების ჩათვლით, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.საერთაშორისო აეროპორტების განვითარება აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარებისა და ტურიზმის მზარდი დინამიკის უზრუნველსაყოფად.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წელს ასევე დასრულდება მუშაობა საქართველოს კანონზე „ტურიზმის შესახებ“.კანონი „ტურიზმის შესახებ“ ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის ახალი წესების დაწესებას ითვალისწინებს. ამჟამად არსებული კანონი 1997 წელს არის მიღებული და მას შემდეგ მასში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები შევიდა.ახალი კანონი კი სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან. ახალი წესების თანახმად, ტურისტებთან მომუშავე ყველა კომპანიას ოფიციალური რეგისტრაციის გავლა მოუწევს.საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - დეკემბრის მონაცემები>>საუბარია არა მხოლოდ ტუროპერატორებზე, არამედ გიდებზე, მეგზურებზე და იმ პირებზე, რომლებიც კლიენტს კომბინირებულ მომსახურებას სთავაზობენ.გარდა ამისა, მთავრობა 2023 წელს ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამისთვის 200 მლნ ლარს გამოყოფს.რეკორდი მოხსნილია: ტურიზმიდან შემოსავლებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა>>ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, ამიტომ მთავრობა ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ამ დარგის განვითარებას უწყობს ხელს.ტურისტულ ინდუსტრიას კორონავირუსის პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა. ტურიზმის აღორძინება ქვეყანაში 2021 წელს დაიწყო საზღვრების გახსნის შემდეგ – 1 თებერვალს გაიხსნა საჰაერო საზღვრები, ხოლო 1 ივნისიდან – სახმელეთო.მთლიანობაში საქართველოს 2022 წელს ეწვია 5,4 მლნ საერთაშორისო მოგზაური, რაც 2021 წლის მონაცემზე 188,5%-ით მეტია. მაჩვენებლები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით აღდგენილია 58%-ით.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249712054_552:0:3283:2048_1920x0_80_0_0_1ddd55c9f7ef8b82e1753e6635734068.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ავიამიმოსვლა საქართველოში, თბილისი დღეს
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ავიამიმოსვლა საქართველოში, თბილისი დღეს
საქართველოს ხელისუფლება 2023 წელს ტურიზმის განვითარებას გააგრძელებს
09:51 30.01.2023 (განახლებულია: 14:12 30.01.2023) ახალი კანონი „ტურიზმის შესახებ“ ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის ახალი წესების შემოღებას ითვალისწინებს.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მიმდინარე წელს დასრულდება მუშაობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გენერალურ გეგმაზე – ახალი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის განვითარების ჩათვლით, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
საერთაშორისო აეროპორტების განვითარება აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარებისა და ტურიზმის მზარდი დინამიკის უზრუნველსაყოფად.
„2023 წელს დასრულდება მუშაობა თბილისის აეროპორტის გენერალური განვითარების გრძელვადიან გეგმაზე, მათ შორის, ახალი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე... თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წელს ასევე დასრულდება მუშაობა საქართველოს კანონზე „ტურიზმის შესახებ“.
კანონი „ტურიზმის შესახებ“ ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის ახალი წესების დაწესებას ითვალისწინებს. ამჟამად არსებული კანონი 1997 წელს არის მიღებული და მას შემდეგ მასში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები შევიდა.
ახალი კანონი კი სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან. ახალი წესების თანახმად, ტურისტებთან მომუშავე ყველა კომპანიას ოფიციალური რეგისტრაციის გავლა მოუწევს.
საუბარია არა მხოლოდ ტუროპერატორებზე, არამედ გიდებზე, მეგზურებზე და იმ პირებზე, რომლებიც კლიენტს კომბინირებულ მომსახურებას სთავაზობენ.
გარდა ამისა, მთავრობა 2023 წელს ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამისთვის 200 მლნ ლარს გამოყოფს.
ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, ამიტომ მთავრობა ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ამ დარგის განვითარებას უწყობს ხელს.
ტურისტულ ინდუსტრიას კორონავირუსის პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა. ტურიზმის აღორძინება ქვეყანაში 2021 წელს დაიწყო საზღვრების გახსნის შემდეგ – 1 თებერვალს გაიხსნა საჰაერო საზღვრები, ხოლო 1 ივნისიდან – სახმელეთო.
მთლიანობაში საქართველოს 2022 წელს ეწვია 5,4 მლნ საერთაშორისო მოგზაური, რაც 2021 წლის მონაცემზე 188,5%-ით მეტია. მაჩვენებლები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით აღდგენილია 58%-ით.