საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - დეკემბრის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringer ტურისტები
 ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
2022 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოში 2022 წლის დეკემბერში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 216,9%-ით გაიზარდა 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
ქვეყანამ დეკემბერში 564,6 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო და 2019 წლის მაჩვენებლები 84,6%-ით აღადგინა.
უწყების ცნობით, ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 304,6 ათასი, რაც 2021 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე 110,7%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 97,6%-ით.
სულ 2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე 188,5%-ით მეტია. პანდემიანდელ პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით მაჩვენებელი 58%-ით აღდგა.
ვიზიტების მთლიანი რაოდენობიდან 3,6 მილიონი ტურისტული იყო, რაც 131,6%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველომ 2019 წლის მაჩვენებლები 71,9%-ით აღადგინა.
ტურიზმის როლი
ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიამდე დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, ამიტომ ამ სფეროს აღდგენა ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღსადგენად ძალზე მნიშვნელოვანია.
ტურიზმი კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. 2020 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა და მხოლოდ 427,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური), მაშინ, როცა 2019 წელს რეკორდი დაფიქსირდა – ქვეყანას ეწვია 9,3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური, ხოლო შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ 2021 წელს შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო.
შედეგად, 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 45,1%-ით მეტია. ტურიზმის შემოსავლებმა 2021 წელს 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0