https://sputnik-georgia.com/20230130/nacmozraobis-ramdenime-wevrma-partiuli-tanamdeboba-datova-274396393.html
„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა პარტიული თანამდებობა დატოვა
„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა პარტიული თანამდებობა დატოვა
Sputnik საქართველო
შიდაპარტიულ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურმა წევრმა, ამჟამად ქვეყნის პარლამენტის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T21:14+0400
2023-01-30T21:14+0400
2023-01-30T23:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23460/78/234607810_0:49:1498:892_1920x0_80_0_0_f93d5c1e6cdd40faede49640efc2ac0a.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა, გიორგი კირთაძემ და გიორგი პატარაიამ პარტიული თანამდებობები დატოვეს.ამასთან, მათ განმარტეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში დარჩებიან. დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივნის თანამდებობას იკავებდა, მინაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო, პატარაია კი საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.პარტიის წევრებმა დაკავებული თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შიდაპარტიულ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა „ნაცმოძრაობის“ აქტიურმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ხაბეიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი – 40%. თავად მელიამ ხაბეიშვილს უკვე მიულოცა გამარჯვება.„ნაცმოძრაობის“ ახალი ლიდერი ამბიციურ სამომავლო გეგმებზე >>თანამდებობა დატოვა პარტიის აჭარის ორგანიზაციის წევრმა, ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემაც.საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა გიორგი პატარაიამ.პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებში ეკუთვნის მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროზე დააარსა „ნაციონალური მოძრაობა“.ხაბეიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ იმ დრომდე არ გაჩერდება, ვიდრე სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი.რჩება თუ ტოვებს „ნაცმოძრაობას" მელია? პოლიტიკოსის განმარტება >>არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. მისი თქმით, საქართველოს რეგიონში გაიხსნება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ოფისები.მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა (ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერდა - რედ.). ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23460/78/234607810_124:0:1457:1000_1920x0_80_0_0_65c04b0e77063a1603bebff73dd59add.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა პარტიული თანამდებობა დატოვა
21:14 30.01.2023 (განახლებულია: 23:12 30.01.2023) შიდაპარტიულ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურმა წევრმა, ამჟამად ქვეყნის პარლამენტის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა, გიორგი კირთაძემ და გიორგი პატარაიამ პარტიული თანამდებობები დატოვეს.
ამასთან, მათ განმარტეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში დარჩებიან. დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივნის თანამდებობას იკავებდა, მინაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო, პატარაია კი საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.
„პარტიიდან არ მივდივარ, მაგრამ აქტიურ პროცესებს ჩამოვშორდები და ვდისტანცირდები, ვიქნებით რიგითი წევრები. პარტიის გადაწყვეტილებებში არ ვიქნებით ჩართული. ახლა გვყავს გამარჯვებულები და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი მინაშვილმა.
პარტიის წევრებმა დაკავებული თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შიდაპარტიულ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა „ნაცმოძრაობის“ აქტიურმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ხაბეიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი – 40%. თავად მელიამ ხაბეიშვილს უკვე მიულოცა გამარჯვება.
„სამწუხაროა, რომ იმ გუნდმა, რომელსაც წარმოვადგენდი, ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს არის რეალობა. არ მინდა გამარჯვებულ გუნდზე თავდასხმად ჩაითვალოს... მიმაჩნია, რომ პარტიის ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს გუნდის დაკომპლექტების შესაძლებლობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბაჩო დოლიძემ.
თანამდებობა დატოვა პარტიის აჭარის ორგანიზაციის წევრმა, ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემაც.
„ვრჩები პარტიაში და ვაგრძელებ ბრძოლას ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ერთიანობით ყველაფერი გამოგვივა”, – დაწერა გიორგი კირთაძემ სოციალურ ქსელში.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა გიორგი პატარაიამ.
პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებში ეკუთვნის მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროზე დააარსა „ნაციონალური მოძრაობა“.
ხაბეიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ იმ დრომდე არ გაჩერდება, ვიდრე სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. მისი თქმით, საქართველოს რეგიონში გაიხსნება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ოფისები.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა (ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერდა - რედ.). ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.