https://sputnik-georgia.com/20230130/rcheba-tu-tovebs-nacmozraobas-melia-politikosis-ganmarteba-274380853.html
რჩება თუ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას" ნიკა მელია? პოლიტიკოსის განმარტება
რჩება თუ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას" ნიკა მელია? პოლიტიკოსის განმარტება
Sputnik საქართველო
მანამდე მელიამ არ გამორიცხა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, მან „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვოს. 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T15:50+0400
2023-01-30T15:50+0400
2023-01-30T21:14+0400
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261625752_0:123:1280:843_1920x0_80_0_0_0f91bce2bc41570fdfc2ad528bdd356b.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ლევან ხაბეიშვილს შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.შიდაპარტიული არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდა. კენჭისყრის შედეგებით, ხაბეიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი – 40%.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იგი არ გეგმავს პარტიიდან წასვლას.„არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ მე ამ ბრძოლაში ვრჩები. ვრჩები ბრძოლაში, რომელსაც შემოვუერთდი 2013 წლიდან და, რა თქმა უნდა, ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში... ის მიზნები და ამოცანები, რომელთა მიღწევა და შესრულებაც მე მსურდა 2013 წლიდან, ჯერ კიდევ მიუღწეველია. მიმაჩნია, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს დღეს, ვიდრე 2013 წელს ჰქონდა და ამ რეალობაში მე ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები პარტიაში“, – განაცხადა მელიამ. მანამდე მელიამ არ გამორიცხა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, მან „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვოს.რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე კიდევ ორ კანდიდატს, პარტიის ყოფილმა წევრმა, წარსულში პარტიის თბილისის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნონა მამულაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 3,73% მიიღო, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი მუმლაძემ – 3,68%.არჩევნებში 41.264-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. სულ დარეგისტრირებული იყო 49.638 ამომრჩეველი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261625752_147:108:1142:854_1920x0_80_0_0_8b35f1b821bc06d4d71da3f523552c35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
რჩება თუ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას" ნიკა მელია? პოლიტიკოსის განმარტება
15:50 30.01.2023 (განახლებულია: 21:14 30.01.2023) მანამდე მელიამ არ გამორიცხა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, მან „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვოს.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ლევან ხაბეიშვილს შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
შიდაპარტიული არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდა. კენჭისყრის შედეგებით, ხაბეიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი – 40%.
„არჩევნები შედგა, მას ჰყავს კონკრეტული გამარჯვებული და მას ვულოცავ ამ შედეგს. ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას და ვუსურვებ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს – პარტია ემართოს ღირსებით და სიმართლით. მინდა იმედი მქონდეს, რომ ის ამას მოახერხებს“, – განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იგი არ გეგმავს პარტიიდან წასვლას.
„არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ მე ამ ბრძოლაში ვრჩები. ვრჩები ბრძოლაში, რომელსაც შემოვუერთდი 2013 წლიდან და, რა თქმა უნდა, ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში... ის მიზნები და ამოცანები, რომელთა მიღწევა და შესრულებაც მე მსურდა 2013 წლიდან, ჯერ კიდევ მიუღწეველია. მიმაჩნია, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს დღეს, ვიდრე 2013 წელს ჰქონდა და ამ რეალობაში მე ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები პარტიაში“, – განაცხადა მელიამ.
მანამდე მელიამ არ გამორიცხა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, მან „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვოს.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე კიდევ ორ კანდიდატს, პარტიის ყოფილმა წევრმა, წარსულში პარტიის თბილისის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნონა მამულაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 3,73% მიიღო, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი მუმლაძემ – 3,68%.
არჩევნებში 41.264-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. სულ დარეგისტრირებული იყო 49.638 ამომრჩეველი.