https://sputnik-georgia.com/20230130/xabeisvili-nacmozraobis-axal-gegmebze-274388714.html
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ლიდერი ამბიციურ სამომავლო გეგმებზე
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ლიდერი ამბიციურ სამომავლო გეგმებზე
Sputnik საქართველო
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ მისი მარცხი და ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია, აღნიშნა პოლიტიკოსმა. 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T18:19+0400
2023-01-30T18:19+0400
2023-01-30T22:25+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1e/274372647_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0e8724c00494a6ebd639972d4065531f.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. დღეიდან საქართველოში იწყება მოძრაობა წარმატებისკენ, რომლის გარანტია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამხობაშია ჩადებული, განაცხადა საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.შიდაპარტიული არჩევნები „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის ასარჩევად 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ხაბეიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი – 40%. შედეგების გამოცხადების შემდეგ მელიამ ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა.მისი თქმით, ამ არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება და ბრძოლის ველიდან გაყვანა უბრალოდ შეუძლებელია.„ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომელიც სათავეში ედო „ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნებას; ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა „ვარდების რევოლუცია“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.„ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პარტიაა საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დასავლური დემოკრატიული ფასეულობების ერთგულებას, განაცხადა პარტიის ახალმა ლიდერმა.„ჩვენ არ ვაპირებთ, ცხადია, ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს, ზუსტად ისე, როგორც მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.მისი თქმით, დღეიდან ახალი ენერგიითა და განწყობით იწყება რთული, მაგრამ უწყვეტი ბრძოლა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.„ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან იქნება ღია ყველა ახალი ადამიანისთვის, ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის, რომელსაც თუნდაც ერთი აგურის დადება შეუძლია ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.ხაბეიშვილი: „საქართველოს რევოლუცია სჭირდება...“>>ამასთან, მან აღნიშნა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებში ეკუთვნის მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროზე დააარსა „ნაციონალური მოძრაობა“.„გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ვინც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის. ცხადია, პირველი გადაწყვეტილებებიც იქნება დაკავშირებული სააკაშვილის სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა, მინდა შეგპირდე, არ გავჩერდებით, ვიდრე შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.ხაბეიშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. მისი თქმით, საქართველოს რეგიონებში გაიხსნება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ოფისები.„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის ლიდერების ნაწილი, ე.წ. ძველი გვარდია აბუნტდა. მათ ნიკა მელია პასიურობაში დაადანაშაულეს სააკაშვილის გათავისუფლების საკითხში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1e/274372647_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_08fbc514a3b0f64c5b179f211d0d86cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საქართველო
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ლიდერი ამბიციურ სამომავლო გეგმებზე
18:19 30.01.2023 (განახლებულია: 22:25 30.01.2023) „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ მისი მარცხი და ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. დღეიდან საქართველოში იწყება მოძრაობა წარმატებისკენ, რომლის გარანტია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამხობაშია ჩადებული, განაცხადა საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.
შიდაპარტიული არჩევნები „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის ასარჩევად 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ხაბეიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი – 40%. შედეგების გამოცხადების შემდეგ მელიამ ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა.
„ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველას, ვინც ჩართული იყო ამ არჩევნებში, ჩვენ გულმხურვალე მხარდამჭერებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ მარათონში და იმ 500 ათას ადამიანს, რომელიც მხარს გვიჭერს და უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში არ გვაძლევს საშუალებას, რომ მოვდუნდეთ, ხელები ჩამოვუშვათ, გავჩერდეთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ამ არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება და ბრძოლის ველიდან გაყვანა უბრალოდ შეუძლებელია.
„ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომელიც სათავეში ედო „ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნებას; ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა „ვარდების რევოლუცია“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პარტიაა საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დასავლური დემოკრატიული ფასეულობების ერთგულებას, განაცხადა პარტიის ახალმა ლიდერმა.
„ჩვენ არ ვაპირებთ, ცხადია, ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს, ზუსტად ისე, როგორც მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, დღეიდან ახალი ენერგიითა და განწყობით იწყება რთული, მაგრამ უწყვეტი ბრძოლა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან იქნება ღია ყველა ახალი ადამიანისთვის, ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის, რომელსაც თუნდაც ერთი აგურის დადება შეუძლია ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებში ეკუთვნის მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროზე დააარსა „ნაციონალური მოძრაობა“.
„გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ვინც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის. ცხადია, პირველი გადაწყვეტილებებიც იქნება დაკავშირებული სააკაშვილის სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა, მინდა შეგპირდე, არ გავჩერდებით, ვიდრე შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. მისი თქმით, საქართველოს რეგიონებში გაიხსნება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ოფისები.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის ლიდერების ნაწილი, ე.წ. ძველი გვარდია აბუნტდა. მათ ნიკა მელია პასიურობაში დაადანაშაულეს სააკაშვილის გათავისუფლების საკითხში.