https://sputnik-georgia.com/20230130/medda-saakasvilis-mkurnalobis-sirtuleebze-274385855.html
„ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი“ - მედდა სააკაშვილის მკურნალობის სირთულეებზე
„ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი“ - მედდა სააკაშვილის მკურნალობის სირთულეებზე
Sputnik საქართველო
კლინიკა „ვივამედის“ თანამშრომელმა ყოფილ პრეზიდენტთან მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა. 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T17:18+0400
2023-01-30T17:18+0400
2023-01-30T22:11+0400
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636551_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_cfd1a59e96b42983eaad9a842b47833d.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, გაზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს, განაცხადა სააკაშვილის ყოფილმა მედდამ ნონა პენტიაშვილმა.სააკაშვილი „ვივამედში“ 2022 წლის 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ამჟამად მას კორონავირუსი დაუდგინდა, ასევე შეინიშნება ორგანიზმის გამოფიტვა.მისი თქმით, სააკაშვილი პერიოდულად არ ემორჩილებოდა მედპერსონალს.„ჩემთვის დიდი სტრესია მუშაობა პაციენტთან, რომელიც არ გემორჩილება, არ მოგყვება რაღაც დანიშნულების მიღებაში. ეს აზარალებს თვითონ მას. მაგრამ როგორც თქვენთვის ცნობილია, უნდობლობას ჩვენ გვიცხადებენ დღესდღეობით. ყველამ ნახა ეს კადრები და კარგად დაინახა, რომ პაციენტი არ გვემორჩილება. ეს პერიოდულად ხდებოდა“, – თქვა მან.ამავე დროს, მედდამ აღნიშნა, რომ ინფორმაციას გულის წასვლის შესახებ ძირითადად თავად პაციენტისგან იღებდნენ.„რამდენჯერაც შევსულვართ და უთქვამთ, რომ პაციენტი გონებას კარგავს, მაშინ წნევა, პულსი, სატურაცია – ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში. ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში. მიფიქრია: „ოღონდ არ აღელვდეს, ოღონდ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, – განაცხადა პენტიაშვილმა.ამის შემდეგ პენტიაშვილმა დაწერა განცხადება, რომ აღარ შეუძლია კლინიკაში მუშაობა, რადგან ვეღარ უძლებს ფსიქოლოგიურ წნეხს.„დავიწყოთ იმით, რომ თვითონ სასამართლოზე ბატონმა შალვამ [ხაჭაპურიძე, სააკაშვილის ადვოკატი] მთელი მსოფლიოს წინაშე განაცხადა, რომ მე ვარ ის ექთანი, რომელიც იმ კადრებზე იყო. იმ კადრებზე სახე მაინც მქონდა დაფარული. ისეთი სტრესი იყო იმის მოსმენა, რომ მე ვიყავი“, – განაცხადა პენტიაშვილმა.„ადამიანის უფლებების დაცვის დაცინვა და პაროდია“ - პარლამენტის დეპუტატი „სააკაშვილის სიაზე“>>მან დასძინა, რომ დიდი სტრესი განიცადა, როდესაც სააკაშვილმა ადვოკატთან ერთად ისროლა ფრაზა „ნონა დავიჭიროთ“.„წნევას ვუზომავდი, როდესაც პაციენტი ჩემკენ შემოტრიალდა და თქვა: „აი, ნონა დავიჭიროთ“. ეს ჩემთვის სტრესი იყო, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, რომ წნევის აპარატს ხელი გავუშვი და ვკითხე კიდევაც – „რატომ?“, – აღნიშნა პენტიაშვილმა.ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე და თანამებრძოლები ე.წ. სააკაშვილის სიაზე („მაგნიტსკის სიის“ ანალოგი) მუშაობენ, რომელშიც, ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ მონაცემებით, უკვე შევიდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პროკურორები და მოსამართლეები. როგორც სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, სია შეივსება იმ ადამიანებით, რომლებმაც „ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს“.პენტიაშვილის თქმით, სწორედ მის შესახებ დაწერა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში. მანამდე ნადირაძემ თქვა, რომ სააკაშვილის ადვოკატმა მედდა პალატაში გამოიძახა და უთხრა, რომ მას დასაპატიმრებელი ადამიანების სიაში შეიყვანდნენ.„რისკები არსებობს": ექიმი ინფიცირებული ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე>>პენტიაშვილის თქმით, კითხვა სასამართლოზეც იყო და მან ბატონ შალვა ხაჭაპურიძეს უპასუხა, რომ კონკრეტულად მისგან მუქარა არ ყოფილა... როდესაც ის პალატაში შევიდა, ბატონი შალვა ბატონ მიხეილთან ერთად იყო. მისი თქმით, ის გაკვირვებული იყო, თუ რატომ დაუძახეს მას არასამუშაო საათებში.ადვოკატმა მას ჰკითხა გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი და უთხრა, რომ ის შეიყვანეს იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სასამართლოზე უნდა დაკითხონ.„ჩემთვის იყო გაუგებარი, რა მიზეზით უნდა წავიდე სასამართლოზე დასაკითხად“, – აღნიშნა მან.პენტიაშვილი სასამართლოში 20 იანვარს დაკითხეს.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივთბილისის საქალაქო სასამართლო ერთი თვეა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან.„იქნებ რამე გემრიელი მოიტანონ“ - „ვივამედის“ დირექტორი სააკაშვილის ნათესავებზე>>ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.იუსტიციის სამინისტრო: ექსპერტიზის ბიურომ სააკაშვილის დიაგნოზების უტყუარობა არ დაადასტურა>>მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636551_47:0:1186:854_1920x0_80_0_0_c9f04ce18910df9866d2494a438b5545.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, გახმაურებული სასამართლო პროცესები
მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, გახმაურებული სასამართლო პროცესები
„ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი“ - მედდა სააკაშვილის მკურნალობის სირთულეებზე
17:18 30.01.2023 (განახლებულია: 22:11 30.01.2023) კლინიკა „ვივამედის“ თანამშრომელმა ყოფილ პრეზიდენტთან მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, გაზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს, განაცხადა სააკაშვილის ყოფილმა მედდამ ნონა პენტიაშვილმა.
სააკაშვილი „ვივამედში“ 2022 წლის 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ამჟამად მას კორონავირუსი დაუდგინდა, ასევე შეინიშნება ორგანიზმის გამოფიტვა.
„თუ გავიხსენებ მთლიანად იმ პერიოდს, რა პერიოდშიც მე ვმუშაობდი ბატონ მიხეილთან, იყო შემთხვევები, როცა ბატონი მიხეილი არჩევით სვამდა წამალს... ყველა იყო დაინტერესებული, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს“, – განაცხადა პენტიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, სააკაშვილი პერიოდულად არ ემორჩილებოდა მედპერსონალს.
„ჩემთვის დიდი სტრესია მუშაობა პაციენტთან, რომელიც არ გემორჩილება, არ მოგყვება რაღაც დანიშნულების მიღებაში. ეს აზარალებს თვითონ მას. მაგრამ როგორც თქვენთვის ცნობილია, უნდობლობას ჩვენ გვიცხადებენ დღესდღეობით. ყველამ ნახა ეს კადრები და კარგად დაინახა, რომ პაციენტი არ გვემორჩილება. ეს პერიოდულად ხდებოდა“, – თქვა მან.
ამავე დროს, მედდამ აღნიშნა, რომ ინფორმაციას გულის წასვლის შესახებ ძირითადად თავად პაციენტისგან იღებდნენ.
„რამდენჯერაც შევსულვართ და უთქვამთ, რომ პაციენტი გონებას კარგავს, მაშინ წნევა, პულსი, სატურაცია – ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში. ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში. მიფიქრია: „ოღონდ არ აღელვდეს, ოღონდ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, – განაცხადა პენტიაშვილმა.
ამის შემდეგ პენტიაშვილმა დაწერა განცხადება, რომ აღარ შეუძლია კლინიკაში მუშაობა, რადგან ვეღარ უძლებს ფსიქოლოგიურ წნეხს.
„დავიწყოთ იმით, რომ თვითონ სასამართლოზე ბატონმა შალვამ [ხაჭაპურიძე, სააკაშვილის ადვოკატი] მთელი მსოფლიოს წინაშე განაცხადა, რომ მე ვარ ის ექთანი, რომელიც იმ კადრებზე იყო. იმ კადრებზე სახე მაინც მქონდა დაფარული. ისეთი სტრესი იყო იმის მოსმენა, რომ მე ვიყავი“, – განაცხადა პენტიაშვილმა.
მან დასძინა, რომ დიდი სტრესი განიცადა, როდესაც სააკაშვილმა ადვოკატთან ერთად ისროლა ფრაზა „ნონა დავიჭიროთ“.
„წნევას ვუზომავდი, როდესაც პაციენტი ჩემკენ შემოტრიალდა და თქვა: „აი, ნონა დავიჭიროთ“. ეს ჩემთვის სტრესი იყო, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, რომ წნევის აპარატს ხელი გავუშვი და ვკითხე კიდევაც – „რატომ?“, – აღნიშნა პენტიაშვილმა.
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე და თანამებრძოლები ე.წ. სააკაშვილის სიაზე („მაგნიტსკის სიის“ ანალოგი) მუშაობენ, რომელშიც, ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ მონაცემებით, უკვე შევიდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პროკურორები და მოსამართლეები. როგორც სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, სია შეივსება იმ ადამიანებით, რომლებმაც „ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს“.
პენტიაშვილის თქმით, სწორედ მის შესახებ დაწერა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში. მანამდე ნადირაძემ თქვა, რომ სააკაშვილის ადვოკატმა მედდა პალატაში გამოიძახა და უთხრა, რომ მას დასაპატიმრებელი ადამიანების სიაში შეიყვანდნენ.
პენტიაშვილის თქმით, კითხვა სასამართლოზეც იყო და მან ბატონ შალვა ხაჭაპურიძეს უპასუხა, რომ კონკრეტულად მისგან მუქარა არ ყოფილა... როდესაც ის პალატაში შევიდა, ბატონი შალვა ბატონ მიხეილთან ერთად იყო. მისი თქმით, ის გაკვირვებული იყო, თუ რატომ დაუძახეს მას არასამუშაო საათებში.
ადვოკატმა მას ჰკითხა გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი და უთხრა, რომ ის შეიყვანეს იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სასამართლოზე უნდა დაკითხონ.
„ჩემთვის იყო გაუგებარი, რა მიზეზით უნდა წავიდე სასამართლოზე დასაკითხად“, – აღნიშნა მან.
პენტიაშვილი სასამართლოში 20 იანვარს დაკითხეს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
თბილისის საქალაქო სასამართლო ერთი თვეა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.