https://sputnik-georgia.com/20230125/--------274245406.html
„რისკები არსებობს": ექიმი ინფიცირებული ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
„რისკები არსებობს": ექიმი ინფიცირებული ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
Sputnik საქართველო
ჩხაიძის თქმით, რაც შეეხება სააკაშვილის ინფიცირების წყაროს, ეპიდემიოლოგიური სამსახური კონტაქტებს ადგენს. 25.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-25T16:04+0400
2023-01-25T16:04+0400
2023-01-25T20:48+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273039779_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_658c0dff31d82b22f666a8093d3d8ec3.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, პატიმრის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს გარკვეული რისკები, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი სამშაბათს, 24 იანვარს დაუდასტურდა. პაციენტს აღენიშნებოდა შესაბამისი სიმპტომატიკა – მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი.მისი თქმით, გუშინ შეიკრიბა ექიმთა კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ჰემატოლოგი, რეანიმატოლოგი, მკურნალი ექიმი და ინფექციონისტი. შეთანხმებული იქნა მკურნალობის გეგმა.„კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა. პალატა აღჭურვილია ყველა იმ აპარატურით, რაც ინტენსიურ პალატაშია. კონსილიუმში მკურნალ ექიმთან ერთად მონაწილეობდა ყველა ექიმი და რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი არ დამდგარა“, – აღნიშნა ჩხაიძემ.რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ექიმის თქმით, ეპიდემიოლოგიური სამსახური კონტაქტებს ადგენს.„ლაბორატორიულად შემოწმებულია თანამშრომლების ძირითადი ნაწილი და კოვიდი არავის დადასტურებია. თანამშრომლების ნაწილი კი, ვინც გამოკვლეული არ ყოფილა, დღეს, დილით გაიტესტება“, – განაცხადა ჩხაიძემ.მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი აქვს>>>2021 წლის ნოემბერში სააკაშვილს უკვე ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე, როდესაც ის გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა, რადგანაც მაშინ საავადმყოფოს დირექტორს დავით დარასელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. მაშინ ექს-პრეზიდენტს ინფექცია არ გამოუვლინდა.2020 წელს სააკაშვილს, რომელიც მაშინ უკრაინაში იმყოფებოდა, კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273039779_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_9b8492ca62934eb055be53d4276e20f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
„რისკები არსებობს": ექიმი ინფიცირებული ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
16:04 25.01.2023 (განახლებულია: 20:48 25.01.2023) ჩხაიძის თქმით, რაც შეეხება სააკაშვილის ინფიცირების წყაროს, ეპიდემიოლოგიური სამსახური კონტაქტებს ადგენს.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, პატიმრის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს გარკვეული რისკები, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი სამშაბათს, 24 იანვარს დაუდასტურდა. პაციენტს აღენიშნებოდა შესაბამისი სიმპტომატიკა – მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი.
„მისი მდგომარეობა სტაბილურია. კოვიდის მსუბუქი გამოვლენაა. დღეს ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება, არ იყო არც გუშინ საღამოს. ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია“, – განაცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, გუშინ შეიკრიბა ექიმთა კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ჰემატოლოგი, რეანიმატოლოგი, მკურნალი ექიმი და ინფექციონისტი. შეთანხმებული იქნა მკურნალობის გეგმა.
„კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა. პალატა აღჭურვილია ყველა იმ აპარატურით, რაც ინტენსიურ პალატაშია. კონსილიუმში მკურნალ ექიმთან ერთად მონაწილეობდა ყველა ექიმი და რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი არ დამდგარა“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ექიმის თქმით, ეპიდემიოლოგიური სამსახური კონტაქტებს ადგენს.
„ლაბორატორიულად შემოწმებულია თანამშრომლების ძირითადი ნაწილი და კოვიდი არავის დადასტურებია. თანამშრომლების ნაწილი კი, ვინც გამოკვლეული არ ყოფილა, დღეს, დილით გაიტესტება“, – განაცხადა ჩხაიძემ.
2021 წლის ნოემბერში სააკაშვილს უკვე ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე, როდესაც ის გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა, რადგანაც მაშინ საავადმყოფოს დირექტორს დავით დარასელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. მაშინ ექს-პრეზიდენტს ინფექცია არ გამოუვლინდა.
2020 წელს სააკაშვილს, რომელიც მაშინ უკრაინაში იმყოფებოდა, კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.