მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი აქვს

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
2021 წლის ნოემბერში სააკაშვილს უკვე ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე, მაშინ პასუხი უარყოფითი იყო.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

„სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა. როგორ?! ყველა შეფუთული შევდივართ. დღესაც გონება დაკარგა!“ – დაწერა ხაჭაპურიძემ სოციალურ ქსელში.

2021 წლის ნოემბერში სააკაშვილს უკვე ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე, როდესაც ის გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა, რადგან საავადმყოფოს დირექტორის დავით დარასელიას ტესტი დადებითი აღმოჩნდა. მაშინ ექს-პრეზიდენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
2020 წელს სააკაშვილს, რომელიც მაშინ უკრაინაში იმყოფებოდა, კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს... პოლიტოლოგის მოსაზრება>>
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0