24 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკში„ლიონროტის ფიჭვი“
„ლიონროტის ფიჭვი“  - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
გაეცანით 24 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
21-31 იანვარი
ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან – 21 იანვარი – 19 თებერვალი.
21 იანვარი – 31 იანვარი მერწყულის ნიშნის პირველი დეკადაა.
ამ პერიოდში დაბადებულებს ვენერა მფარველობს. ეს ადამიანები მორცხვი და დელიკატური არიან.
მნიშვნელოვანი წლებია: 12, 22, 32, 42, 52.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ნეგო (უკვდავა).
პლიტვიცეს ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2021
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება
ისინი ყოველთვის ელეგანტურნი და მშვენიერნი არიან. მათგან ენერგია უწყვეტად მოედინება, მათ ოპტიმიზმს კი საზღვრები არა აქვს. მათში ჩადებულია მძლავრი ცხოვრებისეული პოტენციალი, ამიტომ იოლად წყვეტენ დავებს, საქმეებს, ლახავენ ბარიერებს. აქვთ მშვიდობისმოყვარე და მხიარული ხასიათი, ამით გარშემომყოფებს თავის მიმართ სიმპათიით განაწყობენ.
24 იანვარს დაბადებულები
24 იანვარს დაბადებულები თავიანთ ბედისწერას საკუთარი ხელით წერენ, დროთა განმავლობაში გაძლიერდება ის თვისებები, რომელსაც თავად აირჩევენ პრიორიტეტულად. ისინი დამოუკიდებელი ადამიანები არიან, რომლებსაც ყოველთვის გააჩნიათ საკუთარი აზრი. ამპარტავნება და ქედმაღლობა მათ არ სჩვევიათ - ყოველთვის მზად არიან, სხვისი აზრი და რჩევა მოისმინონ. ხელმძღვანელობენ იმით, რომ სარგებელი ნახონ, მაგრამ სხვებისთვის ზიანის მიყენებას არ აპირებენ.
რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ>>
მათ მდიდარი, სავსე ცხოვრება ელოდებათ - მოვლენები, ცვლილებები. საქმიანობის ხშირი ცვლა მათთვის ჩვეულებრივი რამ იქნება. ერთფეროვნება მალე სწყინდებათ და ახალი მოვლენების, ოცნებების, გეგმების შესახვედრად მიიწევენ. ისინი არიან მოგზაურები, მაძიებლები, რომლებიც მუდამ რაღაც არაჩვეულებრივსა და საოცარს ეძებენ. ასეთი მშფოთვარე ხასიათი მათ არცთუ ცოტა პრობლემას მოუტანს ოჯახურ ცხოვრებაში. ფინანსური მხარე დამოკიდებული იქნება მათ უნარზე, შეინარჩუნონ, შეაგროვონ და გონივრულად ხარჯონ ფული.
გარშემომყოფები 24 იანვარს დაბადებულებით აღტაცებული არიან და აღმერთებენ მათ. ზოგს ეს მოსწონს, მაგრამ ასეთი „კერპთაყვანისმცემლობა" მეტ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს მათგან, რადგან უჩვეულო სტრესულ ვითარებებში ისინი ლიდერები და „მთავარსარდლები" გახდებიან და მათგან ყველა სწორ გადაწყვეტილებას მოელის. ეს კი ნამდვილად მძიმე ტვირთია.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
სასიყვარულო ვნებათაღელვანი: ზოდიაქოს ნიშნები და მათი ურთიერთობები 2023 წელს
ამ დღეს დაბადებულები კერპები არიან თავიანთი თაყვანისმცემლებისთვისაც და მთლიანად, საზოგადოებისთვისაც. აქედან მოდის მოშურნეების მხრიდან ნეგატივი, რომელთაც მათი ადგილის დაკავება სურთ. შედეგად, 24 იანვარს დაბადებულების გაღმერთებას მოსდევს მათი მედიდურობა და ამპარტავნება, რომელიც დღითიდღე მატულობს და მათში იდგამს ფესვებს.
იგემებენ რა ლიდერობის გემოს ადრეულ წლებშივე, ისინი ემშვიდობებიან ბავშვობას. ხანდახან სწორედ ამ პერიოდში შორდებიან ადამიანებს, რადგან მარტო ყოფნა სურთ. ამაში მეორე მხარეც არის - მათ არ უნდათ, საკუთარი აზრი მოახვიონ სხვებს, ამას სხვის ცხოვრებაში შეჭრად აღიქვამენ.
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა>>
ამ დღეს დაბადებულებს თავიანთ დიდებაში დაეჭვება სჩვევიათ. რაც უფრო დიდხანს შეესაბამებიან გარშემომყოფთა მისწრაფებებს, მით უფრო დიდხანს ინარჩუნებენ ლიდერის როლს. მნიშვნელოვანი პრობლემა ამ დროს რჩება დაუკმაყოფილებლობა, რადგან იმას არ იღებენ, რაც ნამდვილად სურთ. ამიტომ ამ დღეს დაბადებულებმა საკუთარ თავში უნდა გააღვივონ სითამამე, თავი ფხიზლად აღიქვან და დარჩნენ იმად, ვინც არიან. ამის მიღწევა კი მხოლოდ ერთი გზით შეიძლება - ისინი გულგახსნილი უნდა იყვნენ, რომ როლი კი არ ითამაშონ, არამედ გამოხატონ ჭეშმარიტი გრძნობები. ასე მოახერხებენ ჩვეულებრივ ურთიერთობებს, ემოციებისა და გრძნობების გაზიარებას.
ამაში მათი დახმარება საკუთარი თავის რეალურ შეფასებასა და რეალურ ცხოვრებაში შესვლას შეუძლია. თუ „მიწიერნი", ობიექტურნი არ გახდებიან, განვითარებაში ოდნავაც ვერ წაიწევენ წინ. მათ ხიბლავს გარშემომყოფთა მხრიდან მათი არაჩვეულებრიობის მაღალი შეფასება, მაგრამ ეს მათ სრულყოფასა და განვითარებას დათვურ სამსახურს უწევს.
ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2019
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება
შედეგად დადგება მომენტი, როცა ამ დღეს დაბადებულები გააცნობიერებენ, რომ აღტაცება - ეს მხოლოდ მათი მართვის საშუალებაა, ანკესი, რომელსაც, როგორც წესი, წამოეგებიან ხოლმე. და მაშინ ისინი უარს ამბობენ საზოგადოებრივ საქმიანობაზე, რათა პიროვნებად ჩამოყალიბდნენ. როდესაც ეს პროცესი სრულდება, მათ კვლავ შეუძლიათ კვარცხლბეკზე ასვლა, ოღონდ უკვე სხვა სახით - სულიერად გამდიდრებულებს, თავდაჯერებულებს, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი პოზიციების დაცვა.
ჯანმრთელობა
24 იანვარს დაბადებულებისთვის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი გამოირჩევიან მკვრივი აღნაგობით, მყარი ფსიქიკით, ყურადღებას აქცევენ კანს, ფიგურას, ვარცხნილობას. გულგახსნილობის განვითარების მიზნით მათ უნდა ივარჯიშონ სპორტულ დარბაზებში, მონაწილეობა მიიღონ შეჯიბრებებში, იცურაონ აუზში და სხვ. მერყევი ადამიანებისთვის შესანიშნავი ვარიანტი იქნება საკვების მეგობრებთან ერთად მომზადება და კულინარიული უნარების განვითარება. მათ არ უნდა იშიმშილონ და ასევე არ უნდა მიმართონ გახდომის საეჭვო საშუალებებს.
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა>>
რჩევა:
ნუ „ამაღლდებით" სხვებზე; გქონდეთ მათთან თანასწორი ურთიერთობა. თქვენს შინაგან ინდივიდუალობას ვერავინ წაგართმევთ, უცხოთა აზრს აქ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. უფრთხილდით ანგარებიან ადამიანებს. ისწავლეთ საკუთარი მოსაზრების დაცვა.
ყველა ახალი ამბავი
0