https://sputnik-georgia.com/20230123/xucisvili-atasze-meti-operacia-sevaceret-sanqciebis-gverdis-avlis-riskis-gamo-274177890.html
ლაშა ხუციშვილი: ათასზე მეტი ოპერაცია შევაჩერეთ სანქციების გვერდის ავლის რისკის გამო
ლაშა ხუციშვილი: ათასზე მეტი ოპერაცია შევაჩერეთ სანქციების გვერდის ავლის რისკის გამო
Sputnik საქართველო
საქართველოს ჰყავს ორი სერტიფიცირებული ექსპერტი სანქციების აღსრულებაში, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 23.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-23T21:53+0400
2023-01-23T21:53+0400
2023-01-23T22:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899879_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_7ed2e93a5984218076b8266ec9bd0b60.jpg
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის 1000-ზე მეტი ოპერაცია შეაჩერა და გააუქმა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბრიფინგზე.მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერიკული ტელეარხი CNN-ის ჟურნალისტი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და, განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე, და იკითხა, გადაჭრის თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას.ხუციშვილის თქმით, ფართოა იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის ოპერაციებიც იქნა შეჩერებული. ეს ეხება როგორც ევროკავშირიდან წამოსულ საქონელს, რომელიც მიდიოდა რუსეთში, ასევე რუსეთიდან წამოსულ საქონელს, რომელიც მიდიოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.მინისტრის თქმით, როდესაც საუბარია საბაჟო კონტროლზე, ეს ეხება ყველა ოპერაციას, როგორც ტრანზიტს, ასევე ექსპორტს, იმპორტს და რეექსპორტს. ყველა ასეთი ოპერაცია მკაცრი კონტროლის ქვეშაა.ხუციშვილმა დასძინა, რომ მთავრობამ აგრეთვე დაამტკიცა როგორც სანქცირებული საქონლის, ასევე სანქციების ქვეშ მყოფი კონკრეტული პირების სია.ლაშა ხუციშვილი: საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა სანქციების შესრულების კუთხით >>შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი მუშაობს ბიზნეს-ოპერატორებთან, იმპორტიორებთან და ამ ოპერაციებში ჩართულ პირებთან, რომ წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია, რა არის სანქცირებული და რა არ არის სანქცირებული.„სანქციების სია და ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და არცთუ მარტივია მისი აღსრულება. ამ მიმართულებით კონკრეტულ საქონელთან მიმართებაში გარკვეულ პირობებზე, გარკვეულ ვადებზეა მიბმული და, შესაბამისად, ამის ცოდნა და გამოცდილება აქვს შემოსავლების სამსახურს და საბაჟო ორგანოს“, – განაცხადა მინისტრმა.„ქართულ ოცნებაში" უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებას უტიფრობა უწოდეს>>მისი თქმით, საქართველოს უკვე ჰყავს ორი სერტიფიცირებული ექსპერტი სანქციების აღსრულებაში. აშშ-ში არსებობს სპეციალური პროგრამა, რომლის გავლის შემდგომ პირები აბარებენ გამოცდას და იღებენ ექსპერტის სერტიფიკატს სანქციების მიმართულებით.„მათზე კვალიფიციურად პასუხს ვერავინ გასცემს, კონკრეტული ტრანზაქცია არის თუ არა სანქცირებული“, – განაცხადა ხუციშვილმა.ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც შესაძლებელია, ასეთი ტიპის კონტროლი ვერ ხორციელდებოდეს ტვირთების მიმართ, როგორიც ხორციელდება საქართველოში.კობახიძე CNN-ს მასშტაბური სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს>>საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა, თავისი სანქციები დაეწესებინა რუსეთის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველო იცავს ყველა საერთაშორისო სანქციას და, ამასთან, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899879_0:135:1641:1366_1920x0_80_0_0_6d9afed90b2399972be1b1ecf017bc2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ლაშა ხუციშვილი: ათასზე მეტი ოპერაცია შევაჩერეთ სანქციების გვერდის ავლის რისკის გამო
21:53 23.01.2023 (განახლებულია: 22:36 23.01.2023) საქართველოს ჰყავს ორი სერტიფიცირებული ექსპერტი სანქციების აღსრულებაში, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის 1000-ზე მეტი ოპერაცია შეაჩერა და გააუქმა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბრიფინგზე.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერიკული ტელეარხი CNN-ის ჟურნალისტი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და, განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე, და იკითხა, გადაჭრის თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას.
„2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ 1000 ოპერაციაზე მეტია საბაჟო ორგანოს მიერ შეჩერებული და გაუქმებული იმის გამო, რომ არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი... ძირითადად იყო საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც ასევე სანქციების სიაშია. ამ მიმართულებით ძალიან მკაცრი კონტროლია“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ხუციშვილის თქმით, ფართოა იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის ოპერაციებიც იქნა შეჩერებული. ეს ეხება როგორც ევროკავშირიდან წამოსულ საქონელს, რომელიც მიდიოდა რუსეთში, ასევე რუსეთიდან წამოსულ საქონელს, რომელიც მიდიოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
მინისტრის თქმით, როდესაც საუბარია საბაჟო კონტროლზე, ეს ეხება ყველა ოპერაციას, როგორც ტრანზიტს, ასევე ექსპორტს, იმპორტს და რეექსპორტს. ყველა ასეთი ოპერაცია მკაცრი კონტროლის ქვეშაა.
ხუციშვილმა დასძინა, რომ მთავრობამ აგრეთვე დაამტკიცა როგორც სანქცირებული საქონლის, ასევე სანქციების ქვეშ მყოფი კონკრეტული პირების სია.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი მუშაობს ბიზნეს-ოპერატორებთან, იმპორტიორებთან და ამ ოპერაციებში ჩართულ პირებთან, რომ წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია, რა არის სანქცირებული და რა არ არის სანქცირებული.
„სანქციების სია და ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და არცთუ მარტივია მისი აღსრულება. ამ მიმართულებით კონკრეტულ საქონელთან მიმართებაში გარკვეულ პირობებზე, გარკვეულ ვადებზეა მიბმული და, შესაბამისად, ამის ცოდნა და გამოცდილება აქვს შემოსავლების სამსახურს და საბაჟო ორგანოს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს უკვე ჰყავს ორი სერტიფიცირებული ექსპერტი სანქციების აღსრულებაში. აშშ-ში არსებობს სპეციალური პროგრამა, რომლის გავლის შემდგომ პირები აბარებენ გამოცდას და იღებენ ექსპერტის სერტიფიკატს სანქციების მიმართულებით.
„მათზე კვალიფიციურად პასუხს ვერავინ გასცემს, კონკრეტული ტრანზაქცია არის თუ არა სანქცირებული“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც შესაძლებელია, ასეთი ტიპის კონტროლი ვერ ხორციელდებოდეს ტვირთების მიმართ, როგორიც ხორციელდება საქართველოში.
„ამ მიმართულებით ვერანაირი კითხვები ვერ იქნება გაჩენილი, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება არ ხდება ჯეროვნად“, – დაასკვნა მან.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა, თავისი სანქციები დაეწესებინა რუსეთის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველო იცავს ყველა საერთაშორისო სანქციას და, ამასთან, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.