https://sputnik-georgia.com/20230123/kobaxidze-cnn-sicruis-tirajirebashi-adanashaulebs-274161651.html
ირაკლი კობახიძე CNN-ს მასშტაბური სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
ირაკლი კობახიძე CNN-ს მასშტაბური სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერიკული ტელეარხი CNN ქართული... 23.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-23T15:00+0400
2023-01-23T15:00+0400
2023-01-23T18:01+0400
საქართველო
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261459323_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0738e7b5e4d5d3c5e8cf563274f530b1.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერიკული ტელეარხი CNN ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.როგორც კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარია CNN-ის ჟურნალისტის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვაზე, რომელიც, კობახიძის თქმით, ყალბ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული.კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და, განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე, და იკითხა, გადაჭრის თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას.კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს ჩვენი ქვეყნიდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო.მისი თქმით, სინამდვილეში ვითარება ასეთია: 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს ექსპორტის მთლიანი მოცულობის ზრდამ 33% შეადგინა, მაშინ, როცა იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7%-ით გაიზარდა.„დუმილი თანხმობის ნიშანია": აშშ-ის ელჩს კიევის განცხადებებზე რეაგირებას სთხოვენ>>>კობახიძის ინფორმაციით, ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან ექსპორტი ჩინეთში გაიზარდა 20%-ით, აზერბაიჯანში – 27%-ით, თურქეთში – 35%-ით, აშშ-ში – 36%-ით, ბულგარეთში – 67%-ით, სომხეთში – 129%-ით, ყაზახეთში – 148%-ით.„რუსეთში ექსპორტის წილი საქართველოს ექსპორტის მთლიან მოცულობაში 2022 წელს არათუ არ გაზრდილა, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც CNN-ის ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს უტყუარად ადასტურებს“, – დაწერა კობახიძემ.ამასთან, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოდან შეტანილი საქონელი რუსეთის 2022 წლის საერთო იმპორტის მხოლოდ 0,3%-ს შეადგენს.„როდესაც ამ ფონზე კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია“, – დაწერა კობახიძემ.დასასრულ, კობახიძემ აღნიშნა, რომ მაშინ, როცა საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად ასეულობით მილიონ ევროს უხდიან.„ქართულ ოცნებაში" ამერიკელი გენერლის განცხადებას უპასუხეს>>>ამასთან, 2022 წლის თებერვალი-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 33%-ით, პოლონეთში – 24%-ით, იტალიაში – 100%-ით, საფრანგეთში – 84%-ით, უნგრეთში – 132%-ით, საბერძნეთში – 142%-ით, ავსტრიაში – 139%-ით, სლოვენიაში – 346%-ით, ლუქსემბურგში – 262%-ით.როდესაც გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ, აღნიშნა კობახიძემ.იმის თაობაზე, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის გავლით შესაძლოა რუსეთში სანქცირებული პროდუქცია შედიოდეს, არაერთხელ განაცხადა ქართულმა ოპოზიციამ. საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ განცხადებებს კატეგორიულად უარყოფს.ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები აღჭურვილია უახლესი ინსპექტირების სისტემებით, მათ შორის სხვადასხვა დანიშნულების სტაციონარული რენტგენო-სკანერით. ასევე გაზრდილია თანამშრომელთა რაოდენობა, დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261459323_109:0:1280:878_1920x0_80_0_0_d197f7928a300ab971e866b8a108b042.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერიკული ტელეარხი CNN ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
როგორც კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარია CNN-ის ჟურნალისტის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვაზე, რომელიც, კობახიძის თქმით, ყალბ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული.
კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და, განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე, და იკითხა, გადაჭრის თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას.
„CNN არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, CNN-ის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს“, – დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში.
კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს ჩვენი ქვეყნიდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო.
მისი თქმით, სინამდვილეში ვითარება ასეთია: 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს ექსპორტის მთლიანი მოცულობის ზრდამ 33% შეადგინა, მაშინ, როცა იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7%-ით გაიზარდა.
კობახიძის ინფორმაციით, ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან ექსპორტი ჩინეთში გაიზარდა 20%-ით, აზერბაიჯანში – 27%-ით, თურქეთში – 35%-ით, აშშ-ში – 36%-ით, ბულგარეთში – 67%-ით, სომხეთში – 129%-ით, ყაზახეთში – 148%-ით.
„რუსეთში ექსპორტის წილი საქართველოს ექსპორტის მთლიან მოცულობაში 2022 წელს არათუ არ გაზრდილა, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც CNN-ის ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს უტყუარად ადასტურებს“, – დაწერა კობახიძემ.
ამასთან, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოდან შეტანილი საქონელი რუსეთის 2022 წლის საერთო იმპორტის მხოლოდ 0,3%-ს შეადგენს.
„როდესაც ამ ფონზე კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია“, – დაწერა კობახიძემ.
დასასრულ, კობახიძემ აღნიშნა, რომ მაშინ, როცა საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად ასეულობით მილიონ ევროს უხდიან.
ამასთან, 2022 წლის თებერვალი-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 33%-ით, პოლონეთში – 24%-ით, იტალიაში – 100%-ით, საფრანგეთში – 84%-ით, უნგრეთში – 132%-ით, საბერძნეთში – 142%-ით, ავსტრიაში – 139%-ით, სლოვენიაში – 346%-ით, ლუქსემბურგში – 262%-ით.
როდესაც გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ, აღნიშნა კობახიძემ.
„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან“, – დაწერა კობახიძემ.
იმის თაობაზე, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის გავლით შესაძლოა რუსეთში სანქცირებული პროდუქცია შედიოდეს, არაერთხელ განაცხადა ქართულმა ოპოზიციამ. საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ განცხადებებს კატეგორიულად უარყოფს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები აღჭურვილია უახლესი ინსპექტირების სისტემებით, მათ შორის სხვადასხვა დანიშნულების სტაციონარული რენტგენო-სკანერით. ასევე გაზრდილია თანამშრომელთა რაოდენობა, დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში.