https://sputnik-georgia.com/20230111/------------273841835.html
„დუმილი თანხმობის ნიშანია": აშშ-ის ელჩს კიევის განცხადებებზე რეაგირებას სთხოვენ
„დუმილი თანხმობის ნიშანია": აშშ-ის ელჩს კიევის განცხადებებზე რეაგირებას სთხოვენ
Sputnik საქართველო
„ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩი კელი დეგნანის მიმართ. 11.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-11T18:00+0400
2023-01-11T18:00+0400
2023-01-11T20:56+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/91/247129177_249:493:1800:1365_1920x0_80_0_0_0a62449fcfdf00a8a662b0e429c1131b.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საომარ მოქმედებებში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით აშშ-ის მისამართით ძალიან კონკრეტული და მკაფიო ბრალდებები გააჟღერა, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.დიპლომატის სტატიაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა, საუბარია თბილისისადმი კიევის თხოვნაზე „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნების თაობაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. აღნიშნულ თხოვნას ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამასთან ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე ითხოვა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის სისტემები. აშშ მზად იყო ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინა, მაგრამ საქართველომ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს სთხოვენ, რომ ახლა მაინც გამოვიდეს და დაადასტუროს ან უარყოს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება, რითაც „უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება“.„თუ ქალბატონი დეგნანი კვლავ არ გამოეხმაურება ჩვენს თხოვნას, საზოგადოება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია!“ – აღნიშნა მაჭარაშვილმა.„ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩი კელი დეგნანის მიმართ.დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.საქართველომ „ბუკისა“ და „ჯაველინისთვის“ მილიონები გადაიხადა: თავდაცვის უწყება>>>როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პოლემიკის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება არ შედის ქვეყნის ინტერესებში, რადგან ეს კი არ გააძლიერებს, არამედ შეასუსტებს საქართველოს აშშ-თან ურთიერთობებს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/91/247129177_114:274:1569:1365_1920x0_80_0_0_ff0f3f770a0bba5c75aa0e6c1bf3f7fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
„დუმილი თანხმობის ნიშანია": აშშ-ის ელჩს კიევის განცხადებებზე რეაგირებას სთხოვენ
18:00 11.01.2023 (განახლებულია: 20:56 11.01.2023) „ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩი კელი დეგნანის მიმართ.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საომარ მოქმედებებში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით აშშ-ის მისამართით ძალიან კონკრეტული და მკაფიო ბრალდებები გააჟღერა, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
დიპლომატის სტატიაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა, საუბარია თბილისისადმი კიევის თხოვნაზე „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნების თაობაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. აღნიშნულ თხოვნას ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამასთან ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე ითხოვა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის სისტემები. აშშ მზად იყო ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინა, მაგრამ საქართველომ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.
„ჩვენ თვეების განმავლობაში ვთხოვდით აშშ-ის საელჩოს და ელჩს, საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს მკაფიოდ გამიჯვნოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა... კასიანოვმა უკვე ძალიან კონკრეტული და მკაფიო ბრალდებები გაახმოვანა აშშ-ის მიმართ ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა ბრიფინგზე.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს სთხოვენ, რომ ახლა მაინც გამოვიდეს და დაადასტუროს ან უარყოს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება, რითაც „უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება“.
„თუ ქალბატონი დეგნანი კვლავ არ გამოეხმაურება ჩვენს თხოვნას, საზოგადოება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია!“ – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩი კელი დეგნანის მიმართ.
დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.
როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.
კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.
როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პოლემიკის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება არ შედის ქვეყნის ინტერესებში, რადგან ეს კი არ გააძლიერებს, არამედ შეასუსტებს საქართველოს აშშ-თან ურთიერთობებს.