https://sputnik-georgia.com/20230110/saqartvelom-bukis-javelinistvis-milionebi-gadaixada-tavdacvis-uwyeba-273801826.html
საქართველომ „ბუკისა“ და „ჯაველინისთვის“ მილიონები გადაიხადა: თავდაცვის უწყება
საქართველომ „ბუკისა“ და „ჯაველინისთვის“ მილიონები გადაიხადა: თავდაცვის უწყება
Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტროში კომენტარი გააკეთეს უკრაინელი დიპლომატის განცხადებაზე, რომ საქართველომ უარი თქვა მათთვის „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნებაზე. 10.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-10T17:17+0400
2023-01-10T17:17+0400
2023-01-10T21:22+0400
საქართველოს თავდაცვა
საქართველო
ახალი ამბები
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/14/234401426_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_523b9286bb1e490fecd1039169e950ac.jpg
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ე.წ. ექსპერტებისა და ცალკეული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ საქართველოს უანგაროდ გადმოსცა საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“, სინამდვილეს არ შეესაბამება, განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა, საუბარია თბილისისადმი კიევის თხოვნაზე „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნების თაობაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. აღნიშნულ თხოვნას ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამასთან ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე ითხოვა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის სისტემები. აშშ მზად იყო ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინა, მაგრამ საქართველომ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.ამასთან, როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, საქართველო, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განაგრძობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარების გაწევას„რაც შეეხება უკრაინისათვის იარაღის ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია“, – აღნიშნეს თავდაცვის უწყებაში.„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინელი დიპლომატი არაადეკვატურობაში დაადანაშაულა>>უფრო ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველომ უკრაინას იარაღი არ გადასცა, რადგან არ სურს ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.გარდა ამისა, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა და ეს იმით ახსნა, რომ ამით საქართველო უფრო დაზარალდება. ამასთან, საქართველო იცავს ყველა საერთაშორისო სანქციას და უკრაინას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად ეხმარება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/14/234401426_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_fb90956d29dc0db3b37a4165d59cc598.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს თავდაცვა, საქართველო, ახალი ამბები, უკრაინა
საქართველოს თავდაცვა, საქართველო, ახალი ამბები, უკრაინა
საქართველომ „ბუკისა“ და „ჯაველინისთვის“ მილიონები გადაიხადა: თავდაცვის უწყება
17:17 10.01.2023 (განახლებულია: 21:22 10.01.2023) თავდაცვის სამინისტროში კომენტარი გააკეთეს უკრაინელი დიპლომატის განცხადებაზე, რომ საქართველომ უარი თქვა მათთვის „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნებაზე.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ე.წ. ექსპერტებისა და ცალკეული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ საქართველოს უანგაროდ გადმოსცა საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“, სინამდვილეს არ შეესაბამება, განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა, საუბარია თბილისისადმი კიევის თხოვნაზე „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნების თაობაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. აღნიშნულ თხოვნას ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამასთან ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე ითხოვა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის სისტემები. აშშ მზად იყო ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინა, მაგრამ საქართველომ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.
„აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით „ბუკის“ სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების „ჯაველინის" შესყიდვის მიზნით“, – ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ამასთან, როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, საქართველო, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განაგრძობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარების გაწევას
„რაც შეეხება უკრაინისათვის იარაღის ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია“, – აღნიშნეს თავდაცვის უწყებაში.
უფრო ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველომ უკრაინას იარაღი არ გადასცა, რადგან არ სურს ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა და ეს იმით ახსნა, რომ ამით საქართველო უფრო დაზარალდება. ამასთან, საქართველო იცავს ყველა საერთაშორისო სანქციას და უკრაინას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად ეხმარება.