„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინელი დიპლომატი არაადეკვატურობაში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
უკრაინელი დიპლომატის განცხადება საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის იარაღის გადაცემაზე უარის შესახებ პოლიტიკოსთა შორის დღის თემა გახდა.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“, პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ანდრეი კასიანოვს არაადეკვატური პიროვნება უწოდა.
დიპლომატის სტატიაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა, საუბარია თბილისისადმი კიევის თხოვნაზე „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნების თაობაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. აღნიშნულ თხოვნას ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამასთან ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე ითხოვა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის სისტემები. აშშ მზადიყო ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინა, მაგრამ საქართველომ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.

„ვფიქრობ, კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და, როგორც პიროვნება, შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით... ამიტომ ვამბობთ, მეორე ფრონტის გახსნა და საომარ პროცესებში საქართველოს ჩართვა – ეს ის ინტერესია, რომელსაც დღემდე დაუფარავად აცხადებს ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსანი“, – განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

ვიცე-სპიკერმა ასევე გააკეთა კომენტარი „ილუზიის შექმნაზე“, თითქოს საქართველომ შეიარაღება უკრაინისგან უფასოდ მიიღო.
„ჯერ ერთი, არავის არაფერი უჩუქებია, მეორე, იქ რა გარიგებები მოხდა, ეს კიდევ საკითხავია, ვინაიდან კონკრეტული ადამიანები გამდიდრდნენ ძალიან საეჭვოდ. მაგრამ გადავიხადეთ ამაში ფული. მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ იარაღის გადაცემა ან მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნა არის ომში ჩართვის ტოლფასი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
„ოცნებამ“ უკრაინელი დიპლომატის განცხადებას პროვოკაციული უწოდა
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.
ამავე დროს, საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0