https://sputnik-georgia.com/20230109/ocnebam-ukraineli-diplomatis-gancxadebas-provokaciuli-uwoda-273771576.html
„ოცნებამ“ უკრაინელი დიპლომატის განცხადებას პროვოკაციული უწოდა
„ოცნებამ“ უკრაინელი დიპლომატის განცხადებას პროვოკაციული უწოდა
Sputnik საქართველო
უკრაინელი დიპლომატის განცხადებამ, რომ საქართველომ ქვეყნისთვის „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნებაზე უარი განაცხადა, მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან კრიტიკა... 09.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-09T18:52+0400
2023-01-09T18:52+0400
2023-01-09T22:08+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264581795_0:0:3079:1731_1920x0_80_0_0_11c328aa6878a1aa55c740d2c5d97a70.jpg
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ნებისმიერი მსგავსი განცხადება პროვოკაციული ხასიათისაა და არ უწყობს ხელს მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გია ცაგარეიშვილმა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადების კომენტარისას.დიპლომატის სტატიაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა, საუბარია თბილისისადმი კიევის თხოვნაზე „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნების თაობაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. აღნიშნულ თხოვნას ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამასთან ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე ითხოვა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის სისტემები. აშშ მზად იყო ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინა, მაგრამ საქართველომ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.ამავე დროს, საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
https://sputnik-georgia.com/20230109/saqartvelos-omshi-chatrevis-mcdeloba-tbilisshi-kasianovs-upasuxes-273768137.html
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264581795_4:0:2735:2048_1920x0_80_0_0_e9964572ad67ffbe501e69fb738cf5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , ქართული ოცნება
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , ქართული ოცნება
„ოცნებამ“ უკრაინელი დიპლომატის განცხადებას პროვოკაციული უწოდა
18:52 09.01.2023 (განახლებულია: 22:08 09.01.2023) უკრაინელი დიპლომატის განცხადებამ, რომ საქართველომ ქვეყნისთვის „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნებაზე უარი განაცხადა, მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ნებისმიერი მსგავსი განცხადება პროვოკაციული ხასიათისაა და არ უწყობს ხელს მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გია ცაგარეიშვილმა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადების კომენტარისას.
დიპლომატის სტატიაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა, საუბარია თბილისისადმი კიევის თხოვნაზე „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნების თაობაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. აღნიშნულ თხოვნას ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამასთან ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე ითხოვა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის სისტემები. აშშ მზად იყო ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინა, მაგრამ საქართველომ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.
„გრძელდება პროვოკაციები და არამეგობრული ნაბიჯები. როგორც ჩანს, ამას დასასრული არ აქვს, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა და აღნიშნა, რომ სანამ უკრაინა კონფლიქტის მხარეა, საქართველო შეგნებულად არ გააკეთებს მკაცრ განცხადებებს, „მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი პირდაპირ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში“.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.
ამავე დროს, საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.