https://sputnik-georgia.com/20230114/sss-s-servisebi-jestur-enaze-ukve-xelmisawvdomia-273927645.html
შსს-ს სერვისები ჟესტურ ენაზე უკვე ხელმისაწვდომია
შსს-ს სერვისები ჟესტურ ენაზე უკვე ხელმისაწვდომია
Sputnik საქართველო
სმენადაქვეითებულ პირებს სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად 14.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-14T15:50+0400
2023-01-14T15:50+0400
2023-01-14T15:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:91:1000:654_1920x0_80_0_0_7ed41dcb3c49482864333661272d2bad.jpg
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრში 50-მდე სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.უწყების ცნობით, ერთიანი მომსახურების ცენტრის ინსპექტორები გადამზადდნენ შშმ პირების მომსახურების სპეციფიკასა და ჟესტურ ენაში, აგრეთვე შეიქმნა შშმ პირთა მომსახურების სტანდარტი, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების გაცემა.კახა კალაძე: შშმ პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან >>გარდა ამისა, დაინერგა ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის ვიდეოზარით მომსახურების მოდელი, რის შედეგადაც ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის დისტანციურად ხელმისაწვდომია საპატრულო პოლიციის 50-მდე სერვისი.მანამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა გახდა ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე და მხედველობაშეზღუდული მოქალაქეებისთვის. შენობაში დამონტაჟდა სპეციალური ლიფტი და მოეწყო ტაქტილური ბილიკები.შშმ პირთა სხვა მოქალაქეებთან თანასწორობა საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. გარდა ამისა, საქართველოს რატიფიცირებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომლის 30-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს შშმ პირთა მაქსიმალური ინტეგრაცია საზოგადოებაში.წყარო - შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:0:872:654_1920x0_80_0_0_c94f2953dfb84b067873e45212d7fc63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში
შსს-ს სერვისები ჟესტურ ენაზე უკვე ხელმისაწვდომია
სმენადაქვეითებულ პირებს სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრში 50-მდე სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ერთიანი მომსახურების ცენტრის ინსპექტორები გადამზადდნენ შშმ პირების მომსახურების სპეციფიკასა და ჟესტურ ენაში, აგრეთვე შეიქმნა შშმ პირთა მომსახურების სტანდარტი, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების გაცემა.
გარდა ამისა, დაინერგა ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის ვიდეოზარით მომსახურების მოდელი, რის შედეგადაც ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის დისტანციურად ხელმისაწვდომია საპატრულო პოლიციის 50-მდე სერვისი.
მანამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა გახდა ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე და მხედველობაშეზღუდული მოქალაქეებისთვის. შენობაში დამონტაჟდა სპეციალური ლიფტი და მოეწყო ტაქტილური ბილიკები.
შშმ პირთა სხვა მოქალაქეებთან თანასწორობა საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. გარდა ამისა, საქართველოს რატიფიცირებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომლის 30-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს შშმ პირთა მაქსიმალური ინტეგრაცია საზოგადოებაში.