https://sputnik-georgia.com/20221221/kaladze-shshm-pirebi-sazogadoebis-nawili-arian-273274341.html
კახა კალაძე: შშმ პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან
კახა კალაძე: შშმ პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მერმა ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს შშმ პირთა უფლებების დაცვას და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. 21.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-21T17:56+0400
2022-12-21T17:56+0400
2022-12-21T21:39+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376406_0:52:1993:1173_1920x0_80_0_0_2295b6430bf463398549a78abfdda17b.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და მათი უფლებაა – ქალაქში თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.მერის თქმით, ამ დღეებში თბილისის მერიაში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის თემა უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იყო.მისი თქმით, შშმ პირებზე მორგებული საგზაო ინფრასტრუქტურის ჩამონათვალში შედის ხმოვანი შუქნიშნები, რათა გადაადგილებისას მაქსიმალურად იყოს დაცული ამ ადამიანების უსაფრთხოება.„შუქნიშანზე, ალბათ, ხშირად გსმენიათ ხმები. ეს განკუთვნილია იმისთვის, რომ უსინათლო ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა. ეს მთელ მსოფლიოში ადაპტირებულია და თბილისშიც დავიწყეთ მსგავსი პროექტების განხორციელება“, – აღნიშნა კალაძემ.მისი თქმით, ამ მიმართულებით საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება, რადგანაც ღამის საათებში ხმოვანი შუქნიშნები ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს. ამიტომ უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება, რაც დღისა და ღამის საათებში შუქნიშნების ხმის რეგულირებას გულისხმობს.როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, საჭიროა მეტროს სადგურების ადაპტაციაც, ხოლო ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემის დანერგვა. კალაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376406_180:0:1813:1225_1920x0_80_0_0_faa9f68e7d03dfd58304df96fb3b60fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
კახა კალაძე: შშმ პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან
17:56 21.12.2022 (განახლებულია: 21:39 21.12.2022) დედაქალაქის მერმა ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს შშმ პირთა უფლებების დაცვას და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და მათი უფლებაა – ქალაქში თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მერის თქმით, ამ დღეებში თბილისის მერიაში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის თემა უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იყო.
„ნებისმიერი თანამედროვე ქალაქი სხვადასხვა პრინციპების დაცვით ვითარდება, მათ შორის ერთ-ერთია ინკლუზიურობა. ამ მხრივ არც თბილისია გამონაკლისი. თითქმის ყველა ინფრასტრუქტურულ თუ გამწვანების პროექტში ვითვალისწინებთ ინკლუზიურობის პრინციპს“, – განაცხადა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, შშმ პირებზე მორგებული საგზაო ინფრასტრუქტურის ჩამონათვალში შედის ხმოვანი შუქნიშნები, რათა გადაადგილებისას მაქსიმალურად იყოს დაცული ამ ადამიანების უსაფრთხოება.
„შუქნიშანზე, ალბათ, ხშირად გსმენიათ ხმები. ეს განკუთვნილია იმისთვის, რომ უსინათლო ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა. ეს მთელ მსოფლიოში ადაპტირებულია და თბილისშიც დავიწყეთ მსგავსი პროექტების განხორციელება“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, ამ მიმართულებით საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება, რადგანაც ღამის საათებში ხმოვანი შუქნიშნები ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს. ამიტომ უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება, რაც დღისა და ღამის საათებში შუქნიშნების ხმის რეგულირებას გულისხმობს.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, საჭიროა მეტროს სადგურების ადაპტაციაც, ხოლო ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემის დანერგვა. კალაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.