„ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის არჩევნებისთვის ემზადება

© photo: Sputnik / Stringer„ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების აქცია
„ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2023
გამოწერა
თავმჯდომარის არჩევნები დაიწყება 28 იანვარს 10:00 საათზე და დასრულდება 30 იანვარს 10:00 საათზე.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების წინ ამომრჩევლების რეგისტრაცია დაიწყო, განაცხადა პარტიის წევრმა ნინო კოტაიშვილმა.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვარს, 10:00 საათზე დაიწყება და დასრულდება 30 იანვრის 10:00 საათზე.
კოტაიშვილის თქმით, პარტიის წევრებს არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირება 26 იანვრის 10:00 საათამდე შეუძლიათ.
კომპრომატების ომი: ვინ დგას ნიკა მელიას აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების უკან>>
რეგისტრაციის პროცედურა მარტივია – მომხმარებლებმა ავტორიზაცია უნდა გაიარონ სოციალური ქსელის მეშვეობით, ხოლო შემდეგ შეავსონ სპეციალური ფორმა და გაიარონ შემოწმება.
კენჭისყრის პროცესი ფარული და ელექტრონული იქნება. თითოეული ამომრჩეველი ხმის მიცემას შეძლებს ერთხელ, ამასთან მოუწევს თავისი ხმის დადასტურება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატების სახით დარეგისტრირდნენ პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის აქტიური წევრი, ამჟამად პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ყოფილი წევრი, წარსულში პარტიის თბილისის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა მამულაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი მუმლაძე.

ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ძირითადი ბრძოლა პარტიაში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის გაიმართება. თუ ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მზადაა პარტიაში დარჩეს წაგების შემთხვევაშიც, მელიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაემორჩილება თუ არა ხაბეიშვილს, არჩევნების შემდეგ მიიღებს.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც პარტიული ლიდერების ნაწილი მელიას ღიად დაუპირისპირდა. შემდგომში ბრძოლა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე ბანაკსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში ლევან ხაბეიშვილი უდგას, კიდევ უფრო გამწვავდა.
გიული ალასანიამ სკანდალური ჩანაწერის ავთენტიკურობა არ დაადასტურა>>
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
რისთვის მიმდინარეობს ბრძოლა „ნაცმოძრაობაში“: მმართველმა პარტიამ საიდუმლო ამოხსნა>>
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბრძოლა „ნაცმოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებასა და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0