გიული ალასანიამ სკანდალური ჩანაწერის ავთენტიკურობა არ დაადასტურა

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის დედამ განაცხადა, რომ მას ახლა სხვა აქტუალური საკითხები აქვს.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ უარყო სკანდალური აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა, თუმცა ამავდროულად განაცხადა, რომ არ მოუსმენია და არც აპირებს მის მოსმენას.
გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ისმის, როგორ ეწინააღმდეგება, სავარაუდოდ, გიული ალასანია მისი შვილის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, რადგან მის გამო ეშინია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მთავარია, რას ფიქრობს ამაზე რუსეთი. მან ასევე ოპოზიციას პარაზიტები უწოდა, რომლებიც ყოველთვის სააკაშვილის ხარჯზე იყვნენ.

„საერთოდ არ მინდა ამას ვუპასუხო, ეს საკითხი არ მაინტერესებს... არ მომისმენია და არც ვაპირებ მოსმენას. სულ სხვა აქტუალური კითხვები მაქვს. არანაირად არ ვადასტურებ", – განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.

ალასანიას თქმით, მან არ იცის, ვინ გაასაჯაროვა ჩანაწერი.
„ვის შემიძლია ეს დავუკავშირო? თემა ამოწურულია. მე არ მომისმენია და არც მინდა. მსგავსი რამე არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ბუნებაში. და რომც ყოფილიყო, მაშინ რატომ დღეს?" – თქვა ალასანიამ.
აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია ამბობს, რომ რუსეთს არ უნდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და იგი „სამომავლოდ ამზადებს“ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას, რომელიც დაბალი რეიტინგის გამო „ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს“.
აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, ექს-პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნებამდეა გაკეთებული.
ამ დღეებში გამოქვეყნდა სხვა აუდიოჩანაწერიც, სადაც, სავარაუდოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უცენზურო სიტყვებით მოიხსენებს მიხეილ სააკაშვილს. ტიტრების მიხედვით, აუდიოჩანაწერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე გაკეთდა. ჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერ დადგენილი არ არის.
კომპრომატების ომი: ექს-პრეზიდენტის დედა სკანდალში გაეხვია>>
ორივე აუდიოჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინ გავრცელდა, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც პარტიის ლიდერთა ნაწილმა ღიად დაიწყო კონფლიქტი მელიასთან. მელიას ბრალი დასდეს იმაში, რომ ის არაფერს აკეთებს სააკაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.
მელიას თავშეკავებული პოლიტიკის ბანაკთან ბრძოლაში ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ „ძველი გვარდია“ ჩაება.
მეამბოხე კოლეგების საყვედურების საპასუხოდ ნიკა მელიამ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, თუმცა პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
დეპუტატი: ბინძური ომი „ნაცმოძრაობისთვის“ ნორმალური მოვლენაა>>
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0