კომპრომატების ომი: ექს-პრეზიდენტის დედა სკანდალში გაეხვია

© photo: Sputnik / Stringerგიული ალასანია
გიული ალასანია - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
საქართველოში ახალი სკანდალური აუდიოჩანაწერი გავრცელდა.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ფარულ ჩანაწერებს იყენებენ, როგორც ერთმანეთის წინააღმდეგ კომპრომატებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.
აუდიოჩანაწერში, რომელიც გუშინ გავრცელდა, ისმის, სავარაუდოდ, გიული ალასანიას (მიხეილ სააკაშვილის დედა) ხმა, თუ როგორი წინააღმდეგია მისი შვილის საქართველოში დაბრუნების, რადგანაც მის გამო ეშინია. ამასთან, ალასანია ამბობს, რომ მთავარია რას ფიქრობს ამაზე რუსეთი. იგი ასევე საუბრობს ოპოზიციაზე, რომელსაც ბუნებით პარაზიტებს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი მუდამ სააკაშვილის ხარჯზე იყვნენ.

„ჩვენთვის მთავარია ის, რომ ოპოზიციურ პარტიაში დღეს არის განხეთქილება და, მათ როგორც სჩვევიათ, ამ განხეთქილების დროს იყენებენ იმ ინსტრუმენტებს, რომლითაც ყოველთვის ოპერირებდნენ: იწერენ, ავრცელებენ“, – განაცხადა დავითულიანმა.

მისი თქმით, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შიდაპარტიული არჩევნების წინ მაკომპრომეტირებელ ჩანაწერებს იყენებენ.
უფრო ადრე გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უცენზურო სიტყვებით მოიხსენებს ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ტიტრების მიხედვით, აუდიოჩანაწერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე გაკეთდა. ჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერ დადგენილი არ არის.
„რომელმა ფრთამაც არ უნდა გაიმარჯვოს, ამ პარტიის მომავალი ძალიან ბუნდოვანია და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ პარტიას ნებისმიერ შემთხვევაში ექნება პრობლემები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას და პოლიტიკურ დღის წესრიგს ექნება ნაკლები პრობლემა“, – განაცხადა დავითულიანმა.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ჩანაწერის გავრცელება, სავარაუდოდ, ალასანიას მონაწილეობით, არის ნიკა მელიას შურისძიება მოწინააღმდეგე დაჯგუფების მიმართ.

„ეს უსამშობლო ადამიანები სულით ხორცამდე არიან აგენტები. მათ არანაირი ეროვნული ინტერესები არ გააჩნიათ. ისინი სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პარტნიორების ინტერესებით მოქმედებენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კარგია ის, რომ ყოველივე ამას თვითონ ამტკიცებენ და ასაჯაროებენ, დასძინა პოლიტიკოსმა.
აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, ალასანია ამბობს, რომ რუსეთს არ უნდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და იგი „სამომავლოდ ამზადებს“ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას, რომელიც დაბალი რეიტინგის გამო „ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს“.
აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, ექს-პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნებამდეა გაკეთებული.
ვნებათაღელვა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ
სავარაუდოდ ნიკა მელიას, შემდეგ კი გიული ალასანიას მონაწილეობით აუდიოჩანაწერები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინ გავრცელდა, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც პარტიის ლიდერთა ნაწილმა ღიად დაიწყო კონფლიქტი მელიასთან. მელიას ბრალი დასდეს იმაში, რომ ის არაფერს აკეთებს სააკაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.
დეპუტატი: „ნაცმოძრაობაში“ ლიდერობისთვის ბრძოლა ყველანაირ ეთიკურ ზღვარს გასცდა>>>
მელიას თავშეკავებული პოლიტიკის ბანაკთან ბრძოლაში ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ „ძველი გვარდია“ ჩაება.
მათი აზრით, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0