https://sputnik-georgia.com/20230111/deputati-nacmozraobasi-liderobistvis-brzola-yvelanair-etikur-zrvars-gascda-273855137.html
დეპუტატი: „ნაცმოძრაობაში“ ლიდერობისთვის ბრძოლა ყველანაირ ეთიკურ ზღვარს გასცდა
დეპუტატი: „ნაცმოძრაობაში“ ლიდერობისთვის ბრძოლა ყველანაირ ეთიკურ ზღვარს გასცდა
Sputnik საქართველო
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სადაც თითქოსდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ... 11.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-11T22:43+0400
2023-01-11T22:43+0400
2023-01-11T22:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23151/30/231513078_0:51:1001:614_1920x0_80_0_0_dd1f9824701ec0eb6691d9ea8aa9a411.png
თბილისი, 11 იანვარი - Sputnik. ერთმანეთის წინააღმდეგ კომპრომატების გამოყენება კიდევ უფრო დაასუსტებს ოპოზიციურ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, განაცხადა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ.უფრო ადრე გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უცენზურო სიტყვებით მოიხსენებს ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ტიტრების მიხედვით, აუდიოჩანაწერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე გაკეთდა. ჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერ დადგენილი არ არის.აუდიოჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინ გავრცელდა, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც პარტიის ლიდერთა ნაწილმა ღიად დაიწყო კონფლიქტი მელიასთან. მელიას ბრალი დასდეს იმაში, რომ ის არაფერს აკეთებს სააკაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.მელიას თავშეკავებული პოლიტიკის ბანაკთან ბრძოლაში ძირითადად „ნაცმოძრაობის“ „ძველი გვარდია“ ჩაება.დეპუტატი: ბინძური ომი „ნაცმოძრაობისთვის“ ნორმალური მოვლენაა >>მათი აზრით, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს.„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23151/30/231513078_56:0:943:665_1920x0_80_0_0_a4d6d0bcbc74830192ee149d68a325ef.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
დეპუტატი: „ნაცმოძრაობაში“ ლიდერობისთვის ბრძოლა ყველანაირ ეთიკურ ზღვარს გასცდა
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სადაც თითქოსდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
თბილისი, 11 იანვარი - Sputnik. ერთმანეთის წინააღმდეგ კომპრომატების გამოყენება კიდევ უფრო დაასუსტებს ოპოზიციურ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, განაცხადა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ.
უფრო ადრე გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უცენზურო სიტყვებით მოიხსენებს ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ტიტრების მიხედვით, აუდიოჩანაწერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე გაკეთდა. ჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერ დადგენილი არ არის.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ერიდებიან ერთმანეთისთვის კომპრომატების მოძიებას, ამ კომპრომატების საჯაროდ გამოყენებას და ა.შ. ვხედავთ, რომ ყველანაირ ეთიკურ და მორალურ ზღვარს გადასცდა პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა. ეს პროცესები ამ პარტიას კიდევ უფრო დაასუსტებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს სამხარაძემ.
აუდიოჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინ გავრცელდა, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც პარტიის ლიდერთა ნაწილმა ღიად დაიწყო კონფლიქტი მელიასთან. მელიას ბრალი დასდეს იმაში, რომ ის არაფერს აკეთებს სააკაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.
მელიას თავშეკავებული პოლიტიკის ბანაკთან ბრძოლაში ძირითადად „ნაცმოძრაობის“ „ძველი გვარდია“ ჩაება.
მათი აზრით, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.