https://sputnik-georgia.com/20230107/ra-nisnulzea-inplacia-273719767.html
რა ნიშნულზეა ინფლაცია?
რა ნიშნულზეა ინფლაცია?
Sputnik საქართველო
ინფლაციის რა მაჩვენებლებით შევხვდით ახალ წელს, როგორ გამოიყურება ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების ჩამონათვალი, ინფლაციური პროცესების რა შესაძლო... 07.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-07T16:58+0400
2023-01-07T16:58+0400
2023-01-09T10:58+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264691135_0:231:3067:1956_1920x0_80_0_0_7ffa5e98d7430cd589ca0e45af41e5c4.jpg
კალენდარზე საახალწლო დღეებია... კაცმა რომ თქვას, მოსალოცი მხოლოდ ახალი წლის შემობრძანება როდი მაქვს. თავად განსაჯეთ, ნაახალწლევს, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წლის დეკემბრის თვის ინფლაციური პროცესების ამსახველი დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ 2021 წლის ივლისის თვიდან მოყოლებული, ინფლაცია პირველად ჩამოსცდა ორნიშნა მაჩვენებელს − წლიურმა ინფლაციამ 9,8% შეადგინა.ჰოდა, გილოცავთ!.. შესაძლოა, მკითხველმა ირონიული ტონით მიმანიშნოს, − ორნიშნა მაჩვენებელს რაღა უკლია?.. ძალიან ცოტა, სულ რაღაც 0,2 პროცენტიო და მართალიც იქნება, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, მილიონ ლარს თუ ერთი თეთრი დააკლდა, მილიონი ლარი არ იქნება... ეს ისე, ხუმრობით. საკითხს თუ უფრო სერიოზულად მივუდგებით, საკამათო არ უნდა იყოს, ტენდენცია პოზიტიურია და შესაბამისად მისასალმებელიც. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში ინფლაციის შემცირებას ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ ზაფხულში ვარაუდობდა. „წლის ბოლოსთვის ინფლაცია ეტაპობრივად დაიკლებს, ხოლო 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება...“, - აცხადებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. ინფლაციური პროცესის ამგვარი სცენარით განვითარებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც პროგნოზირებდნენ. რა გადაწყვიტეს ეროვნულ ბანკში?>>>ვიდრე გასული თვის ინფლაციის სტრუქტურას მიმოვიხილავთ, ურიგო არ იქნება ვნახოთ, როგორი იყო ინფლაციის დინამიკა გასული წლის განმავლობაში.2022 წელს ქვეყანა ინფლაციის 13,9%-ით შეხვდა. იანვარში ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა. თებერვალში ინფლაცია უმნიშვნელოდ შემცირდა და 13,7% იყო. მარტში ინფლაციამ დაიკლო და 11,8% შეადგინა. იმხანად ანალიტიკურ წრეებში ამბობდნენ, რომ ეს პოზიტიური ცვლილება ე.წ. საბაზისო ეფექტის შედეგი იყო. მომდევნო ორ თვეში ინფლაციამ ზრდის ტენდენცია დაიბრუნა და აპრილში 12,8%, ხოლო მაისში 13,3% შეადგინა. ივნისის თვე შედარებით პოზიტიური გამოდგა, რადგან ინფლაცია შემცირდა და აპრილის მაჩვენებელს − 12,8%-ს დაუბრუნდა. ინფლაციის მაჩვენებელმა ივლისშიც დაიკლო და 11,5%-ს გაუტოლდა. შემცირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და იმ დროს საუკეთესო შედეგი − 10,9% დაფიქსირდა... სექტემბერში ინფლაცია 11,5% იყო, ოქტომბერში 11,6%, ნოემბერში კი 10,4%, რაც დეკემბრის მაჩვენებელს თუ არ გავითვალისწინებთ, აგვისტოს მერე ასევე საუკეთესო მაჩვენებელი იყო.ერთი სიტყვით, გასული წლის განმავლობაში ინფლაცია ყველაზე მაღალი იანვარში იყო − 13,9%, ყველაზე დაბალი კი წლის ბოლოს, დეკემბერში − 9,8%. ასე რომ, გასულ წელს ინფლაციის მაჩვენებელი 13,9-9,8%-ის ფარგლებში მერყეობდა.რა განაპირობებდა ინფლაციური პროცესის დინამიკის ცვალებადობას? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. მოგახსენებთ, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მათ შორის მთავარი იყო ინფლაციურ პროცესებზე საგარეო თუ საშინაო ფაქტორების გავლენის ხარისხი და მაკროეკონომიკური პარამეტრების დინამიკა. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა გახლდათ.რა იქნება ხვალ, ანუ კიდევ რამდენ ხანს იგუგუნებს ეკონომიკა?>>>ინფლაცია გლობალური პრობლემაა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ის, როგორც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოშიც საგარეო და საშინაო ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა. ჯერ იყო COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისი, რამაც მთელი მსოფლიო მოიცვა და არათუ მხოლოდ განვითარებადი, არამედ ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებზეც აისახა. მართალია, მსოფლიო ეკონომიკამ COVID-19-ის პანდემიით შექმნილ ურთულეს რეალობას თანდათან ალღო აუღო და რეცესიიდან გამოსვლაც დაიწყო, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტმა ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.რა თქმა უნდა, ინფლაციურ პროცესზე ძლიერი გავლენა ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს ჰქონდა. გასული წლის აპრილიდან მოყოლებული ძირითადი მაჩვენებლები გაუმჯობესდა, COVID-19-ის პანდემიამდელი პერიოდის მონაცემებს მიაღწია და ზოგიერთი მიმართულებით გაუსწრო კიდეც. კერძოდ, ეს არის − შემოსავლები ტურიზმის სფეროდან, ასევე ფულადი გზავნილების გაზრდილი მოცულობა, მზარდი ექსპორტის ხარჯზე საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდოს შემცირება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამავე პერიოდიდან ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. ინფლაციის შეკავების კიდევ ერთი ძლიერი ბერკეტი მონეტარული პოლიტიკაა, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს. მართალია, გასული წლის მაისის შემდეგ კობა გვენეტაძის უწყებამ ის უცვლელად დატოვა, 2021 წლის მარტიდან მოყოლებული ერთი წლის განმავლობაში 2,5%-ით გაზარდა და ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი საკმაოდ მაღალია − 11%.ანალიტიკოსთა შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ერთის მხრივ, ხელს უწყობს ინფლაციური პროცესების მოთოკვას, მეორეს მხრივ კი ფულს, კერძოდ, საკრედიტო რესურსს აძვირებს, რაც ბიზნესის დაკრედიტებაზე მოთხოვნას ამცირებს და მერე უკვე ეკონომიკური ზრდის ტემპზეც ნეგატიურად აისახება. აქვე მოგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონეტარული პოლიტიკის შერბილების პერსპექტივას ჯერ საკმაოდ პესიმისტურად უყურებს. ამავე დროს, ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ინფლაციის კლების კვალობაზე მონეტარული პოლიტიკის 9 პროცენტამდე შემცირებას ვარაუდობს.რატომ და როგორ ეპრანჭება ბაჭია საბანკო სექტორს>>>„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ვფიქრობთ, რომ 2023 წელს ინფლაცია საკმაოდ აგრესიულად შემცირდება. ფასების ზრდის ტემპი მკვეთრად დაეცა და არაერთ სასაქონლო პროდუქტზე ფიქსირდება ფასების შემცირება, მაგალითად, ნავთობპროდუქტებზე, ზეთზე. საქართველო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთით უკვე პიკზეა. სავარაუდოდ, პირველი შემცირება მარტშია მოსალოდნელი და არ არის გამორიცხული, რეფინანსირების განაკვეთი არსებული11%-დან 9%-მდე შემცირდეს. ერთი წლის განმავლობაში ბაზრის მონაწილეთა მოლოდინიც სწორედ ასეთია“, − აცხადებს საკონსულტაციო ჯგუფის „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი, ანალიტიკოსი ოთარ ნადარაია.დავუბრუნდეთ „საქსტატის“ მონაცემებს და გადავხედოთ ინფლაციის სტრუქტურას, როგორი იყო დეკემბერში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების ჩამონათვალი.რეიტინგს ფასების ზრდის 16,3%-ით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი უდგას სათავეში. ცალკეულ სახეობებზე ფასების ცვლის დინამიკა ასე გამოიყურება: ბოსტნეული და ბაღჩეული 27,4%-ით, პური და პურპროდუქტები 22,1%-ით გაძვირდა. მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები გაძვირებულია 21,4%-ით. ყავის, ჩაისა და კაკაოს ფასებმა 18,4%-ით, ხოლო რძის, ყველისა და კვერცხის ფასებმა 17,5%-ით მოიმატა. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 14,1%-ით, თევზეული 13,4%-ით, ხოლო ხორცი და ხორცპროდუქტები 9,7%-ით გაძვირდა. ზეთისა და ცხიმის ფასმა 6.8%-ით მოიმატა. ხილისა და ყურძნის ფასები კი 6,4%-ით გაიზარდა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში წლიური გაძვირების ნოემბრის მაჩვენებელი 16,8% იყო.გაძვირების 15,8%-ით საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფს მეორე პოზიცია უკავია. ნოემბერში ეს ჯგუფი რეიტინგში მესამე იყო. ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე 37,4%-ით გაიზარდა. საცხოვრებლის მოვლა-გარემონტება 10,9%-ით, ხოლო ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი 5,1%-ით გაძვირდა. ამ ჯგუფში გაძვირების ნოემბრის მაჩვენებელი 13,5% იყო.ვინ ლიდერობს რეგიონში?>>>რეიტინგის პირველ სამეულშია სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფი. წლიურ ჭრილში ფასები ამ ჯგუფში 14,8%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს ჯგუფი ოქტომბერში რეიტინგის სათავეში, ხოლო ნოემბერში მეორე პოზიციაზე იყო. ამ ჯგუფში ფასების ზრდის ნოემბრის მაჩვენებელი 15,9% იყო. სახეზეა ფასების კლების ტენდენცია, რაც, სავარაუდოდ, ზაფხული-შემოდგომის პერიოდის ტურისტულად აქტიური სეზონის დასრულებას უკავშირდება... თუმცა, უკვე ზამთრის სეზონი დაიწყო და არ არის გამორიცხული იანვარ-თებერვალში ამ ჯგუფში შემავალი მომსახურების ფასები გაიზარდოს.ნოემბრის თვის მსგავსად რეიტინგში დეკემბერშიც მეოთხე ადგილი სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფმა დაიკავა. დეკემბერში ამ ჯგუფში ფასები 11,6%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ნოემბრის თვეში 11,8% იყო.გასული წლის განმავლობაში რეიტინგის პირველ ხუთეულში ერთადერთხელ მოხვდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფი. წლიურ ჭრილში ფასებმა 9,3%-ით მოიმატა. ალკოჰოლური სასმელები 10,8%-ით, ხოლო თამბაქოს ნაწარმი 7,6%-ით გაძვირდა. ამ ჯგუფში ნოემბრის მაჩვენებელი 7,6% იყო.როგორ განაწილდა მომდევნო პოზიციები? დარწმუნებული ვარ, პასუხის მოძიებას თავადაც შეძლებთ. საამისოდ „საქსტატის“ ვებგვერდს უნდა ესტუმროთ, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ. მე კი მიმდინარე წლის განმავლობაში ინფლაციური პროცესების შესაძლო განვითარების შესახებ რამდენიმე ვარაუდს გაგაცნობთ.ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის პროგნოზით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს უნდა იყოს. საკონსულტაციო ჯგუფის „თიბისი კაპიტალის“ ექსპერტების ვარაუდით, მიმდინარე წლის განმავლობაში ინფლაცია 3-4%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ 2023 წელს საქართველოში ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდება და ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 6%, ხოლო წლის ბოლოსთვის 3,8% იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს, 3%-ს მომავალ, 2024 წელს მიუახლოვდება.სამსონ ხონელი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264691135_288:0:3017:2047_1920x0_80_0_0_36817026d3cd35233df08388f2a0dc3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, მიმოხილვები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, მიმოხილვები
რა ნიშნულზეა ინფლაცია?
16:58 07.01.2023 (განახლებულია: 10:58 09.01.2023) ინფლაციის რა მაჩვენებლებით შევხვდით ახალ წელს, როგორ გამოიყურება ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების ჩამონათვალი, ინფლაციური პროცესების რა შესაძლო განვითარებას პროგნოზირებენ ადგილობრივი ექსპერტ-ანალიტიკოსები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები?
კალენდარზე საახალწლო დღეებია... კაცმა რომ თქვას, მოსალოცი მხოლოდ ახალი წლის შემობრძანება როდი მაქვს. თავად განსაჯეთ, ნაახალწლევს, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წლის დეკემბრის თვის ინფლაციური პროცესების ამსახველი დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ 2021 წლის ივლისის თვიდან მოყოლებული, ინფლაცია პირველად ჩამოსცდა ორნიშნა მაჩვენებელს − წლიურმა ინფლაციამ 9,8% შეადგინა.
ჰოდა, გილოცავთ!.. შესაძლოა, მკითხველმა ირონიული ტონით მიმანიშნოს, − ორნიშნა მაჩვენებელს რაღა უკლია?.. ძალიან ცოტა, სულ რაღაც 0,2 პროცენტიო და მართალიც იქნება, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, მილიონ ლარს თუ ერთი თეთრი დააკლდა, მილიონი ლარი არ იქნება... ეს ისე, ხუმრობით. საკითხს თუ უფრო სერიოზულად მივუდგებით, საკამათო არ უნდა იყოს, ტენდენცია პოზიტიურია და შესაბამისად მისასალმებელიც. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში ინფლაციის შემცირებას ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ ზაფხულში ვარაუდობდა. „წლის ბოლოსთვის ინფლაცია ეტაპობრივად დაიკლებს, ხოლო 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება...“, - აცხადებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. ინფლაციური პროცესის ამგვარი სცენარით განვითარებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც პროგნოზირებდნენ.
ვიდრე გასული თვის ინფლაციის სტრუქტურას მიმოვიხილავთ, ურიგო არ იქნება ვნახოთ, როგორი იყო ინფლაციის დინამიკა გასული წლის განმავლობაში.
2022 წელს ქვეყანა ინფლაციის 13,9%-ით შეხვდა. იანვარში ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა. თებერვალში ინფლაცია უმნიშვნელოდ შემცირდა და 13,7% იყო. მარტში ინფლაციამ დაიკლო და 11,8% შეადგინა. იმხანად ანალიტიკურ წრეებში ამბობდნენ, რომ ეს პოზიტიური ცვლილება ე.წ. საბაზისო ეფექტის შედეგი იყო. მომდევნო ორ თვეში ინფლაციამ ზრდის ტენდენცია დაიბრუნა და აპრილში 12,8%, ხოლო მაისში 13,3% შეადგინა. ივნისის თვე შედარებით პოზიტიური გამოდგა, რადგან ინფლაცია შემცირდა და აპრილის მაჩვენებელს − 12,8%-ს დაუბრუნდა. ინფლაციის მაჩვენებელმა ივლისშიც დაიკლო და 11,5%-ს გაუტოლდა. შემცირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და იმ დროს საუკეთესო შედეგი − 10,9% დაფიქსირდა... სექტემბერში ინფლაცია 11,5% იყო, ოქტომბერში 11,6%, ნოემბერში კი 10,4%, რაც დეკემბრის მაჩვენებელს თუ არ გავითვალისწინებთ, აგვისტოს მერე ასევე საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ერთი სიტყვით, გასული წლის განმავლობაში ინფლაცია ყველაზე მაღალი იანვარში იყო − 13,9%, ყველაზე დაბალი კი წლის ბოლოს, დეკემბერში − 9,8%. ასე რომ, გასულ წელს ინფლაციის მაჩვენებელი 13,9-9,8%-ის ფარგლებში მერყეობდა.
რა განაპირობებდა ინფლაციური პროცესის დინამიკის ცვალებადობას? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. მოგახსენებთ, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მათ შორის მთავარი იყო ინფლაციურ პროცესებზე საგარეო თუ საშინაო ფაქტორების გავლენის ხარისხი და მაკროეკონომიკური პარამეტრების დინამიკა. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა გახლდათ.
ინფლაცია გლობალური პრობლემაა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ის, როგორც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოშიც საგარეო და საშინაო ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა. ჯერ იყო COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისი, რამაც მთელი მსოფლიო მოიცვა და არათუ მხოლოდ განვითარებადი, არამედ ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებზეც აისახა. მართალია, მსოფლიო ეკონომიკამ COVID-19-ის პანდემიით შექმნილ ურთულეს რეალობას თანდათან ალღო აუღო და რეცესიიდან გამოსვლაც დაიწყო, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტმა ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.
რა თქმა უნდა, ინფლაციურ პროცესზე ძლიერი გავლენა ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს ჰქონდა. გასული წლის აპრილიდან მოყოლებული ძირითადი მაჩვენებლები გაუმჯობესდა, COVID-19-ის პანდემიამდელი პერიოდის მონაცემებს მიაღწია და ზოგიერთი მიმართულებით გაუსწრო კიდეც. კერძოდ, ეს არის − შემოსავლები ტურიზმის სფეროდან, ასევე ფულადი გზავნილების გაზრდილი მოცულობა, მზარდი ექსპორტის ხარჯზე საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდოს შემცირება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამავე პერიოდიდან ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. ინფლაციის შეკავების კიდევ ერთი ძლიერი ბერკეტი მონეტარული პოლიტიკაა, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს. მართალია, გასული წლის მაისის შემდეგ კობა გვენეტაძის უწყებამ ის უცვლელად დატოვა, 2021 წლის მარტიდან მოყოლებული ერთი წლის განმავლობაში 2,5%-ით გაზარდა და ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი საკმაოდ მაღალია − 11%.
ანალიტიკოსთა შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ერთის მხრივ, ხელს უწყობს ინფლაციური პროცესების მოთოკვას, მეორეს მხრივ კი ფულს, კერძოდ, საკრედიტო რესურსს აძვირებს, რაც ბიზნესის დაკრედიტებაზე მოთხოვნას ამცირებს და მერე უკვე ეკონომიკური ზრდის ტემპზეც ნეგატიურად აისახება. აქვე მოგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონეტარული პოლიტიკის შერბილების პერსპექტივას ჯერ საკმაოდ პესიმისტურად უყურებს. ამავე დროს, ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ინფლაციის კლების კვალობაზე მონეტარული პოლიტიკის 9 პროცენტამდე შემცირებას ვარაუდობს.
„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ვფიქრობთ, რომ 2023 წელს ინფლაცია საკმაოდ აგრესიულად შემცირდება. ფასების ზრდის ტემპი მკვეთრად დაეცა და არაერთ სასაქონლო პროდუქტზე ფიქსირდება ფასების შემცირება, მაგალითად, ნავთობპროდუქტებზე, ზეთზე. საქართველო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთით უკვე პიკზეა. სავარაუდოდ, პირველი შემცირება მარტშია მოსალოდნელი და არ არის გამორიცხული, რეფინანსირების განაკვეთი არსებული11%-დან 9%-მდე შემცირდეს. ერთი წლის განმავლობაში ბაზრის მონაწილეთა მოლოდინიც სწორედ ასეთია“, − აცხადებს საკონსულტაციო ჯგუფის „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი, ანალიტიკოსი ოთარ ნადარაია.
დავუბრუნდეთ „საქსტატის“ მონაცემებს და გადავხედოთ ინფლაციის სტრუქტურას, როგორი იყო დეკემბერში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების ჩამონათვალი.
რეიტინგს ფასების ზრდის 16,3%-ით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი უდგას სათავეში. ცალკეულ სახეობებზე ფასების ცვლის დინამიკა ასე გამოიყურება: ბოსტნეული და ბაღჩეული 27,4%-ით, პური და პურპროდუქტები 22,1%-ით გაძვირდა. მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები გაძვირებულია 21,4%-ით. ყავის, ჩაისა და კაკაოს ფასებმა 18,4%-ით, ხოლო რძის, ყველისა და კვერცხის ფასებმა 17,5%-ით მოიმატა. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 14,1%-ით, თევზეული 13,4%-ით, ხოლო ხორცი და ხორცპროდუქტები 9,7%-ით გაძვირდა. ზეთისა და ცხიმის ფასმა 6.8%-ით მოიმატა. ხილისა და ყურძნის ფასები კი 6,4%-ით გაიზარდა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში წლიური გაძვირების ნოემბრის მაჩვენებელი 16,8% იყო.
გაძვირების 15,8%-ით საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფს მეორე პოზიცია უკავია. ნოემბერში ეს ჯგუფი რეიტინგში მესამე იყო. ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე 37,4%-ით გაიზარდა. საცხოვრებლის მოვლა-გარემონტება 10,9%-ით, ხოლო ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი 5,1%-ით გაძვირდა. ამ ჯგუფში გაძვირების ნოემბრის მაჩვენებელი 13,5% იყო.
რეიტინგის პირველ სამეულშია სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფი. წლიურ ჭრილში ფასები ამ ჯგუფში 14,8%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს ჯგუფი ოქტომბერში რეიტინგის სათავეში, ხოლო ნოემბერში მეორე პოზიციაზე იყო. ამ ჯგუფში ფასების ზრდის ნოემბრის მაჩვენებელი 15,9% იყო. სახეზეა ფასების კლების ტენდენცია, რაც, სავარაუდოდ, ზაფხული-შემოდგომის პერიოდის ტურისტულად აქტიური სეზონის დასრულებას უკავშირდება... თუმცა, უკვე ზამთრის სეზონი დაიწყო და არ არის გამორიცხული იანვარ-თებერვალში ამ ჯგუფში შემავალი მომსახურების ფასები გაიზარდოს.
ნოემბრის თვის მსგავსად რეიტინგში დეკემბერშიც მეოთხე ადგილი სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფმა დაიკავა. დეკემბერში ამ ჯგუფში ფასები 11,6%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ნოემბრის თვეში 11,8% იყო.
გასული წლის განმავლობაში რეიტინგის პირველ ხუთეულში ერთადერთხელ მოხვდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფი. წლიურ ჭრილში ფასებმა 9,3%-ით მოიმატა. ალკოჰოლური სასმელები 10,8%-ით, ხოლო თამბაქოს ნაწარმი 7,6%-ით გაძვირდა. ამ ჯგუფში ნოემბრის მაჩვენებელი 7,6% იყო.
როგორ განაწილდა მომდევნო პოზიციები? დარწმუნებული ვარ, პასუხის მოძიებას თავადაც შეძლებთ. საამისოდ „საქსტატის“ ვებგვერდს უნდა ესტუმროთ, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ. მე კი მიმდინარე წლის განმავლობაში ინფლაციური პროცესების შესაძლო განვითარების შესახებ რამდენიმე ვარაუდს გაგაცნობთ.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის პროგნოზით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს უნდა იყოს. საკონსულტაციო ჯგუფის „თიბისი კაპიტალის“ ექსპერტების ვარაუდით, მიმდინარე წლის განმავლობაში ინფლაცია 3-4%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ 2023 წელს საქართველოში ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდება და ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 6%, ხოლო წლის ბოლოსთვის 3,8% იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს, 3%-ს მომავალ, 2024 წელს მიუახლოვდება.