6 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
გამოწერა
გაეცანით 6 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
1-10 იანვარი
ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.
1-10 იანვარი ზოდიაქოს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულების ბედს მარსი განაგებს. ის მათ ანიჭებს სხვებზე ზემოქმედების, გარშემომყოფთა დამორჩილების, ყურადღების მიპყრობის უნარს, ამავე დროს, ეს ადამიანები ძალზე გულდახურული არიან.
მათთვის მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 24, 30, 33, 57.
ამ პერიოდში დაბადებულთა ყვავილის სიმბოლოა ნაღველა (ყვითელი).
ჯიხვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2020
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება
მიუხედავად დაბადებით სიმორცხვისა, ეს ადამიანები ჯიუტი არიან და ჩანაფიქრს ყოველთვის ასრულებენ. ისინი გამოირჩევიან მიზანსწრაფულობითა და ენერგიულობით, მათთვის თავისუფლება ბევრს ნიშნავს, აქედან მომდინარეობს სირთულეები ურთიერთობებში. მათთან მეგობრობის დაწყება რთულია, თუმცა, თუ ბასტიონი დაეცა, ეს მეგობრობა მტკიცე, საიმედო და ხანგრძლივი იქნება.
6 იანვარს დაბადებულები
6 იანვარს დაბადებულები მომხიბლავი ადამიანები არიან, განსაკუთრებული შარმი გააჩნიათ; არიან შესაშური მჭევრმეტყველები და დიპლომატები. ხასიათში აქვთ კონფლიქტებისა და აგრესიის ჩაცხრობის უნარი. ადამიანები მათში პოულობენ კომფორტსა და საიმედოობას, ერთგულებას, მხარდაჭერასა და დახმარებას, დარწმუნებული არიან, რომ მათთვის განდობილი საიდუმლო საიდუმლოდ დარჩება. ბედ-იღბალი ფინანსებშიც სწყალობთ. მათი ქორწინებაც არ შეიძლება უბედური იყოს, რადგან მათთვის ოჯახის, სახლის, ტრადიციების ერთგულება და ბავშვების სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას.
მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი>>
6 იანვარს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია ყველაფრის საფუძველი, თან იმდენად, რომ ცხოვრების მთავარი თემა ხდება. ესენი არიან ადამიანი-მკვლევარები, რომლებიც წვდებიან ყველაფრის არსს და გონივრულ მარცვალს ეძებენ ყველაფერში - მეტაფიზიკური პრობლემებიდან დაწყებული სუფთა პრაგმატული პრობლემებით დამთავრებული. ცხოვრების აზრის შეცნობისკენ სწრაფვამ შეიძლება მიიყვანოს როგორც ფილოსოფიურ სპეკულაციებამდე, ისე სიმართლის ჭეშმარიტ წყაროებამდე.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
ნამდვილ მატერიალისტებს აქვთ ასევე რაღაც „წმინდაც“ - სწამთ ბუნების, სულის ან სამყაროს გონების. თავის ამყვეყნად მოვლენას უკვე ჯადოსნური ძალის არსებობისა გამოვლენის ფაქტად მიიჩნევენ. განათლებული პიროვნებების სურვილია, ამ ძალას ხორცი შეასხან ცხოვრებაში თავიანთი საუკეთესო გრძნობებით - სიკეთით, მოვალეობით, თავგანწირვით, სრულყოფით. მათ სულის მატერიალურ ცხოვრებად ხორცშესხმის ნებისმიერი ფორმა აინტერესებთ.
ისინი სამყაროს უფრო ფილოსოფიურად ან პოეტურად აღიქვამენ, ვიდრე ტექნიკური თვალსაზრისით. აქვთ რა მსოფლიოს სუბიექტური აღქმა, ამ აღქმის, როგორი აბსტრაქტულიც არ უნდა ჩანდეს ეს ერთი შეხედვით, ნათლად და გასაგებად გადმოცემა შეუძლიათ. ამიტომ 6 იანვარს დაბადებულები, ამ სიტყვის დიდი მნიშვნელობით, კარგი მასწავლებლები არიან - სფეროს მნიშვნელობა არა აქვს.
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი>>
არიან მამაცნი და არ სჩვევიათ საფრთხისგან გაქცევა. გაცნობიერებული აქვთ რა თავისი ბნელი მხარის უდიდესი ძალა, შეუძლიათ იყვნენ გასხივოსნებული ანგელოსები, აქვთ ყველაზე მიუღწეველი გულების გალღობისა და ყველაზე დიდი სკეპტიკოსების დარწმუნების უნარი. მათთვის ნებისმიერ მძიმე ვითარებაში ყველაზე ურყევი ციხესიმაგრე რწმენაა. და ეს არ არის პირადად საკუთარი ძალების რწმენა, არამედ რაღაც დიდის, მძლავრის რწმენა - როგორც საერთოდ ეს ძალა წარმოუდგენიათ დედამიწაზე.
ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
2023 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
6 იანვარს დაბადებულებს მრავალი სირთულის გადალახვა უწევთ. ხშირი პრობლემაა მათთვის აბსოლუტურად ყველგან თავისი იდეების მტკიცებულებების აღმოჩენა, ისინი დარწმუნებული ხდებიან, რომ უმცირესი მოვლენაც კი შემთხვევით არ ხდება და მას განსაკუთრებული აზრი აქვს.
დროთა განმავლობაში ამ დღეს დაბადებულებს მოსწავლეებისა და თანამიმდევრების ყოლის სურვილი უჩნდებათ. ეს ხშირად გაუგონარ მომთხოვნელობაში გადაიზრდება ხოლმე. ეს განსაკუთრებით მოსწავლეების მიმართ ვლინდება, რომლებიც მაინცადამაინც მოწადინებული არ არიან, ამ დღეს დაბადებულთა იდეების ერთგული იყვნენ. მათ, როგორც წესი, ცხოვრებაზე უფრო რეალისტური და ლოგიკაზე დაფუძნებული შეხედულებები აქვთ. როგორც არ უნდა იყოს, 6 იანვარს დაბადებულები ყოველთვის გულწრფელი არიან.
ზოდიაქო: რეიტინგები – სიყვარული, მეგობრობა, მუშაობა>>
ადამიანებმა ამ დღეს დაბადებულები შეიძლება შეაფასონ, როგორც რეალობიდან შორს მყოფნი, ზოგმა - როგორც გულუბრყვილო ადამიანები, ზოგისთვის საერთოდ ასეთები არ არსებობდნენ. მაგრამ ამ ადამიანებზე არანაირი დამოკიდებულება არ მოქმედებს, წლების მერეც კი ასეთივენი რჩებიან. 6 იანვარს დაბადებულები მაინც უსწრებენ დანარჩენებს, რადგან ღრმა სიბერემდე შეუძლიათ სამყაროს აღქმის მიამიტური ბავშვურობის შენარჩუნება. ასეა თუ ისე, მათ შეუძლიათ საკუთარი დანიშნულების პოვნა და ამაში გამოცდილება და ცოდნა ეხმარებათ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2017
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით
ჯანმრთელობა
საკუთარი თავის ზედმეტმა მსხვერპლშეწირვამ 6 იანვარს დაბადებულებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეიძლება შეუქმნას. სხვათა უკონტროლო მსახურება, როგორც წესი, არაფერ კარგს არ მოიტანს. ასევე საშიშია სხვა, გავლენიან ადამიანზე დამოკიდებულება. თუ უნდათ, დიდხანს იცოცხლონ, 6 იანვარს დაბადებულებმა ზომიერებისა და ბალანსის პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ. პროფილაქტიკისთვის კი კარგი იქნება გამოცდილი დიეტა, ზომიერი დატვირთვა და სრულფასოვანი ძილი.
რჩევა:
არ დაგავიწყდეთ - თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენია. ნუ მიუსადაგებთ მას სხვებს. საკუთარი თავი ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, თუმცა სხვებიც არ უნდა დაივიწყოთ. ემსახურეთ ღირებულ მიზნებს.
ყველა ახალი ამბავი
0