5 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC BY-SA 2.0 / Nicolas Torquet / Soleil et nuagesღრუბლიანი ცა
ღრუბლიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2023
გამოწერა
გაეცანით 5 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
1-10 იანვარი
ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.
1-10 იანვარი ზოდიაქოს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულების ბედს მარსი განაგებს. ის მათ ანიჭებს სხვებზე ზემოქმედების, გარშემომყოფთა დამორჩილების, ყურადღების მიპყრობის უნარს, ამავე დროს, ეს ადამიანები ძალზე გულდახურული არიან.
მათთვის მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 24, 30, 33, 57.
ამ პერიოდში დაბადებულთა ყვავილის სიმბოლოა ნაღველა (ყვითელი).
ჯიხვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2020
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება
მიუხედავად დაბადებით სიმორცხვისა, ეს ადამიანები ჯიუტი არიან და ჩანაფიქრს ყოველთვის ასრულებენ. ისინი გამოირჩევიან მიზანსწრაფულობითა და ენერგიულობით, მათთვის თავისუფლება ბევრს ნიშნავს, აქედან მომდინარეობს სირთულეები ურთიერთობებში. მათთან მეგობრობის დაწყება რთულია, თუმცა, თუ ბასტიონი დაეცა, ეს მეგობრობა მტკიცე, საიმედო და ხანგრძლივი იქნება.
5 იანვარს დაბადებულები
5 იანვარს დაბადებულებს მთელი ცხოვრება გზას ბედნიერი ვარსკვლავი უნათებს; მათთვის იღბალი ჩვეული და წარმატება - კანონზომიერია. ისინი გამოირჩევიან კარგი ჯანმრთელობითა და ძლიერი ნებისყოფით. მათ სიმტკიცესა და ოპტიმიზმს ნებისმიერი კარის შეღება და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეუძლია.
გასართობი ჰოროსკოპი: როგორი სიმთვრალე აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს>>
მათ გააჩნიათ არა მხოლოდ მოქნილი გონება და სიმტკიცე, არამედ ცოდნაცა და შრომისმოყვარეობაც, რისი წყალობითაც სასურველს თითქმის ყოველთვის აღწევენ. ჩვეულებრივ, ისინი მიჩვეული არ არიან, ვინმეს იმედი ჰქონდეთ - ყველაფერს თავად აკეთებენ. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა, ამიტომ მეგობრების ფართო წრე მათთვის გარანტირებულია. რაც მთავარია, ისინი გულწრფელი და კეთილი არიან და ეს ადამიანებს იზიდავს.
5 იანვარს დაბადებულების ცხოვრების მთავარი თემაა დაბრუნება. მათ არ სჩვევიათ დიდი ხნით გაქრობა. შეუძლიათ რთული - როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი – სიტუაციიდან გამოსვლა. მათი დაბრუნება შეიძლება იყოს როგორც მეთოდური და თანამიმდევრული, ისე მოულოდნელი.
ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
2023 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ადვილად იტანენ პირად ყოფით პრობლემებს, ფიზიკურ დაავადებებს, ფსიქიკურ დარტყმებს. მძიმე მარცხის შემდეგაც კი მზად არიან, კვლავ ბრძოლაში გადაეშვან და ამ კუთხით შეუცვლელნი არიან, დარტყმებს საკუთარ თავზე იღებენ, ასევე ბრძოლის ხელმძღვანელობას, როცა საქმე სოციალური ჯგუფების უფლებების დაცვას ეხება. მოქნილობა და ამტანობა თავდასხმებზე უმტკივნეულო რეაგირების საშუალებას აძლევს - ამით აიხსნება მათი ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება ექსტრაორდინარულ სიტუაციებში. შთამბეჭდავია მათი ემოციური მდგრადობაც. ეს თვისებები ამ ადამიანებს ახასიათებს, როგორც თავდაჯერებულს, რომელთაც შეუძლიათ წარსულისგან გათავისუფლება და წინსვლა.
სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები>>
მაგრამ ეს სულაც არ მეტყველებს, რომ 5 იანვარს დაბადებულები უგრძნობი ადამიანები არიან და მათთვის რაიმე ძვირფასის დაკარგვა სულერთია - მათი გრძნობები და განცდები ღრმა და მძიმეა, თუმცა, მათი ძალა ემოციებზე აყოლის უფლებას არ აძლევს, პირიქით, შემდგომი ქმედებებისა და საპასუხო დარტყმებისკენ უბიძგებს. ამაში გადამწყვეტი ფაქტორია ფორტუნის ცვალებადობის მათეული აღქმა, რომ გამარჯვებას ლოგიკურად ცვლის მარცხი, ხოლო დამარცხებას აუცილებლად მოჰყვება გამარჯვება.
5 იანვარს დაბადებულების სულის სიღრმეში უზარმაზარი რესურსებია. ისინი მისდევენ დაგეგმილ წესრიგს, ამიტომ მათგან ჯგუფური პროექტების შესანიშნავი ხელმძღვანელები და კურატორები გამოდიან, მაქსიმალური სარგებლის მოტანა შეუძლიათ საქმისთვის. საშიში შეიძლება იყოს მათი ზედმეტი ოპტიმიზმი - სერიოზულ საკითხებს ასეთი „მჩატე“ დამოკიდებულება არ უხდება და ამის გაკონტროლებაა საჭირო.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
2023 წლის ჰოროსკოპი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
ასევე არ ღირს იმის იმედად ყოფნა, რომ რაციონალური მეთოდებით ამ ქვეყნად ყველაფრის გადაწყვეტა შეიძლება. რადგანაც ამ დღეს დაბადებულებს გარშემომყოფთა მიმართ ალტრუიზმითა და ყოველთვის დადებითი იმპულსებით გამსჭვალული დამოკიდებულება აქვთ, შეიძლება ხელიდან გაუსხლტეთ ირაციონალური და ქვეცნობიერი ენერგიები, რასაც მათი დაზიანება შეუძლია.
მათი კიდევ ერთი სუსტი წერტილია თვითკმაყოფილება - ეს გრძნობა მათ ცნობიერს იმ მომენტში იპყრობს, როდესაც სირთულეები უკვე უკანაა მოტოვებული და სტაბილურობის პერიოდი დგება. რა თქმა უნდა, მოდუნება რთული ცხოვრებისეული მომენტების შემდეგ ბუნებრივია და აუცილებელიც, მაგრამ სპონტანურობის, შემოქმედებითი საწყისისა და სულიერ განვითარების უგულებელყოფა არ ღირს.
5 იანვარს დაბადებულები ასაკთან ერთად მეტ დროს უთმობენ თავიანთ სამუშაო ადგილსა და საქმეს და ამით პირადი ცხოვრების მეათე პლანზე გადაწევით რისკავენ. მათთვის აუცილებელია გამონახონ ძალები, რომ სძლიონ გონების იმპულსებს და მისდიონ გულის ძახილს, თუნდაც ეს მათი იმიჯის ცვლილებებთან ან საზოგადოებაში ჩვეული ადგილის დაკარგვის საშიშროებასთან იყოს დაკავშირებული.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2019
ბერბიჭების ტრიო ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ჯანმრთელობა
5 იანვარს დაბადებულების საოცარი თვისებაა ფიზიკური და მორალური ძალების სწრაფი აღდგენა, რასაც მათი ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, უარი არ უნდა თქვან პრევენციულ ზომებზეც და გაიაზრონ მისი მნიშვნელობა. მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას დაეხმარება აქტიური ფიზიკური სავარჯიშოები, სრულფასოვანი ძილი, ჯანსაღი საკვები, ნაკლები შაქარი და ცხიმი. ამ დღეს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ძალებისა და ამტანობის ობიექტური, საღი შეფასება.
რჩევა:
ურთიერთობებში მოქნილობა აუცილებელია, ხოლო სპონტანურობა ცხოვრებას უფრო ნათელს ხდის. ყველაფრის დაგეგმვა ყოველთვის გამართლებული არ არის. თუ რჩევა ან დახმარება გჭირდებათ, ნუ შეგეშინდებათ - მიმართეთ ახლობლებს. დააფასეთ ცხოვრება და მისი ნებისმიერი გამოვლინება.
ყველა ახალი ამბავი
0