https://sputnik-georgia.com/20230104/4-ianvars-dabadebulebi-daxasiateba-rcevebi-273632524.html
4 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
4 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 4 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 04.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-04T00:15+0400
2023-01-04T00:15+0400
2023-01-05T11:46+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23877/38/238773846_0:152:1920:1232_1920x0_80_0_0_22842f672d852b978d3e473d258b989b.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ1-10 იანვარიამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.1-10 იანვარი ზოდიაქოს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებულების ბედს მარსი განაგებს. ის მათ ანიჭებს სხვებზე ზემოქმედების, გარშემომყოფთა დამორჩილების, ყურადღების მიპყრობის უნარს, ამავე დროს, ეს ადამიანები ძალზე გულდახურული არიან.მათთვის მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 24, 30, 33, 57.ამ პერიოდში დაბადებულთა ყვავილის სიმბოლოა ნაღველა (ყვითელი).მიუხედავად დაბადებით სიმორცხვისა, ეს ადამიანები ჯიუტი არიან და ჩანაფიქრს ყოველთვის ასრულებენ. ისინი გამოირჩევიან მიზანსწრაფულობითა და ენერგიულობით, მათთვის თავისუფლება ბევრს ნიშნავს, აქედან მომდინარეობს სირთულეები ურთიერთობებში. მათთან მეგობრობის დაწყება რთულია, თუმცა, თუ ბასტიონი დაეცა, ეს მეგობრობა მტკიცე, საიმედო და ხანგრძლივი იქნება.4 იანვარს დაბადებულები4 იანვარს დაბადებულებს გაორებული ბუნება აქვთ. ისინი ამჟღავნებენ ეშმაკობასა და სიმარჯვეს, შეუძლიათ იყვნენ მტკიცე და კონტაქტური, იციან, როგორ უნდა წარმოაჩინონ თავი სხვადასხვა ადამიანთან - მომგებიანად, საუკეთესო სახით; შეუძლიათ შეთანხმება, ადამიანების დარწმუნება. თუმცა, ხელისუფლებისკენ სწრაფვამ, შესაძლოა, ტირანიის ფორმა მიიღოს და მაშინ მომხრეები და მეგობრები მისთვის მტრებად იქცევიან. მათი ცხოვრება არაა მდგრადი და სტაბილური, აქვთ წინსვლები და ვარდნები - შეუძლიათ მწვერვალების დაპყრობა და ამავე ძალით დანარცხებაც. მათ ქცევასა და ხასიათის ნიშნებს, გარშემო სამყაროსა და ადამიანებისადმი დამოკიდებულებას მათი ცხოვრება განსაზღვრავს. ამიტომ სჯობს, სიკეთის, სულიერებისა და გულმოწყალების გზას გაჰყვნენ. მოწიფულ ასაკში შეიძლება ფინანსური და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.4 იანვარს დაბადებულებს საოცარი თვისება აქვთ - მათ ხელში ნებისმიერი სიტუაცია შეიძლება განიმუხტოს. ხშირად ეს ვითარების ანალიზისა და პრობლემის მიზეზის გამოვლენის მათ ტექნიკურ უნარს უკავშირდება. თავიანთი ნიჭის გამოყენება იციან ნებისმიერ სფეროში და მათზე მოთხოვნილება არის. 4 იანვარს დაბადებულებს ახასიათებთ პრაქტიკულობა და ამის წყალობით მიზნის მისაღწევად მცირეოდენ ძალისხმევას ხარჯავენ. მათი ასევე სასარგებლო თვისებაა წვრილმანებისა და დეტალების დიდი გულისყურით გათვალისწინება, ხოლო განვითარებული წარმოსახვა შორს მიმავალი გეგმების აგების ბიძგს აძლევთ. მაგრამ ეს უბრალო წარმოსახვა არაა ცარიელ ადგილზე, ის ყოველთვის გამყარებულია მიწიერი რეალობით, ცოდნითა და მიზნებით. ამიტომ 4 იანვარს დაბადებულებს შეუძლიათ იამაყონ ეფექტურად მომუშავე სქემების აწყობის უნარით.ამ დღეს დაბადებულები ყოველთვის გეგმის მიხედვით მოქმედებენ. ეს გეგმა საშუალებას იძლევა, რომ არ გამოეპაროთ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები. 4 იანვარს დაბადებული ადამიანები პირდაპირი პიროვნებები არიან და არაფრისმთქმელი, უაზრო ლაპარაკი არ უყვართ. თუმცა, შეუძლიათ ასეთი საუბარიც, განსაკუთრებით მაღალ წრეში, თუ ამას რაიმე მიზანი გააჩნია.4 იანვარს დაბადებულთა დიდი გატაცებაა კოლექციონერობა. ამასთან, მათი კოლექციის საგანი შეიძლება იყოს როგორც რამე მატერიალური, ისე ინფორმაცია და ფაქტები. მათ გარშემო სულ წიგნები, მასალები, ინსტრუმენტებია, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში სარგებლოს მოტანა შეუძლია. ამ დღეს დაბადებულები ძალზე ორგანიზებული ადამიანები არიან და ამასვე მოითხოვენ გარშემომყოფთაგან. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ დღეს დაბადებულებს, რამე უცნობი მოვლენის აზრის გასაგებად სჭირდებათ მისი გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა და მხოლოდ ამის შემდეგ შეფასება. ეს ადამიანურ ემოციებსაც ეხება. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მათ ადვილად შეუძლიათ მსგავსი აზროვნების მქონე ადამიანებთან დაახლოება, რომლებიც ეყრდნობიან ემოციურ შეგრძნებებსა და ალღოს. ბავშვებთან საქმე უფრო რთულადაა - 4 იანვარს დაბადებულები ისწრაფვიან ყველაფრის კონტროლისკენ, დომინირებისა და უპირატესობის ჩვენებისკენ, ეს კი ბავშვებთან არ სჭრის. ამასთან დაკავშირებით, ამ დღეს დაბადებულებმა უნდა გაიაზრონ ერთი მარტივი რამ - ცხოვრების ალგორითმი არ არსებობს, უნდა მიჰყვე ვითარებებს და უკვე იქ გადაწყვიტო, როგორ მოიქცე, რა გააკეთო ან თქვა. უნდა შეასუსტონ კონტროლის ფუნქციები და შემდეგ სუნთქვა გაიოლდება - ყველასთვის.რადგან 4 იანვარს დაბადებულების ცხოვრებისა და აზროვნების სტილი განსხვავებულია, ისინი თავისებური, უნიკალური სტილის მქონე ადამიანების კატეგორიაში ხვდებიან. და მართლაც, ეს ადამიანები დანარჩენების ფონზე შესამჩნევად გამოირჩევიან - სამოსი, მანერები, ჩვევები, იდეები - ყველაფერი არასტანდარტულია. ამიტომ მათთვის რთულია საკუთარ თავზე რამე ვალდებულებების აღება ან გრძელვადიანი პერსპექტივების აგება. მათ შეუძლიათ იყვნენ კარგი შემსრულებლები, აქვთ კარგი თანამშრომლის სტატუსი, თუმცა დგება დრო, როდესაც საკუთარ ბიზნესზე იწყებენ ფიქრს. და შემოქმედება - ის დიდი სფეროა, სადაც შეუძლიათ თავის მაქსიმალურად გამომჟღავნება - ხელოვანი იქნება თუ ხელოსანი, ან სხვა - მთავარია, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინონ - და ეს მათ მშვენივრად გამოსდით.ჯანმრთელობაამ დღეს დაბადებულებმა უნდა განავითარონ მოთმინების გრძნობა - ისინი ძალზე ღიზიანდებიან სხვების მხრიდან წესრიგის ან წესების დაუცველობის დროს, ამის გამო კი შეიძლება გულისა და ნერვული სისტემის პრობლემები გაუჩნდეთ. ამიტომ ნეიტრალური დამოკიდებულება ყველაფრისადმი და მოთმინება მათი სიმშვიდისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის საკვანძო მომენტებია. მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი>>ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ფიზიკური სავარჯიშოები, განსაკუთრებით, თუ მათი საქმიანობა დიდხანს ჯდომას მოითხოვს. მათი დიეტა მრავალფეროვანი და მდიდარია. სხვათა შორის, ჰობის სახით სხვადასხვა გემრიელი რეცეპტების შეგროვება შეუძლიათ აირჩიონ. 4 იანვარს დაბადებულების ჯანმრთელობისთვის კარგია აქტიური ფიზიკური თამაშები, რომანტიკული თავგადასავლები და ინტიმური ექსპერიმენტები. მათ თავი არ უნდა შეიკავონ ემოციური თვალსაზრისით და იმპულსურობას გზა უნდა მისცენ. კარგი იქნება, თუ იმპროვიზაციებს ნებაზე მიუშვებენ.რჩევა:გაითვალისწინეთ, ცხოვრების გრაფიკის შედგენა შეუძლებელია. პატივი ეცით ირგვლივ მყოფთ, რაც არ უნდა საწინააღმდეგო მოსაზრებები ჰქონდეთ მათ. მიიღეთ ახალი, დახვეწეთ მეთოდები და არ შეგეშინდეთ იმპროვიზაციის. ნუ იქნებით ხისტი გამოთქმებში.
https://sputnik-georgia.com/20201222/Txis-rqa-zogadi-daxasiaTeba-250400157.html
https://sputnik-georgia.com/20221109/2023-weli-zodiaqos-nisnebistvis-astrologiuri-prognozi-272049553.html
https://sputnik-georgia.com/20221213/zodiaqos-sami-nisani-esmakic-ki-fexs-moitexs-272981478.html
https://sputnik-georgia.com/20221212/2023-weli-cinuri-kalendrit-272955828.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23877/38/238773846_38:0:1883:1384_1920x0_80_0_0_ca84fe6ab5be24be6df62e4caba76d83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
4 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
00:15 04.01.2023 (განახლებულია: 11:46 05.01.2023) გაეცანით 4 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.
1-10 იანვარი ზოდიაქოს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულების ბედს მარსი განაგებს. ის მათ ანიჭებს სხვებზე ზემოქმედების, გარშემომყოფთა დამორჩილების, ყურადღების მიპყრობის უნარს, ამავე დროს, ეს ადამიანები ძალზე გულდახურული არიან.
მათთვის მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 24, 30, 33, 57.
ამ პერიოდში დაბადებულთა ყვავილის სიმბოლოა ნაღველა (ყვითელი).
მიუხედავად დაბადებით სიმორცხვისა, ეს ადამიანები ჯიუტი არიან და ჩანაფიქრს ყოველთვის ასრულებენ. ისინი გამოირჩევიან მიზანსწრაფულობითა და ენერგიულობით, მათთვის თავისუფლება ბევრს ნიშნავს, აქედან მომდინარეობს სირთულეები ურთიერთობებში. მათთან მეგობრობის დაწყება რთულია, თუმცა, თუ ბასტიონი დაეცა, ეს მეგობრობა მტკიცე, საიმედო და ხანგრძლივი იქნება.
4 იანვარს დაბადებულებს გაორებული ბუნება აქვთ. ისინი ამჟღავნებენ ეშმაკობასა და სიმარჯვეს, შეუძლიათ იყვნენ მტკიცე და კონტაქტური, იციან, როგორ უნდა წარმოაჩინონ თავი სხვადასხვა ადამიანთან - მომგებიანად, საუკეთესო სახით; შეუძლიათ შეთანხმება, ადამიანების დარწმუნება. თუმცა, ხელისუფლებისკენ სწრაფვამ, შესაძლოა, ტირანიის ფორმა მიიღოს და მაშინ მომხრეები და მეგობრები მისთვის მტრებად იქცევიან.
მათი ცხოვრება არაა მდგრადი და სტაბილური, აქვთ წინსვლები და ვარდნები - შეუძლიათ მწვერვალების დაპყრობა და ამავე ძალით დანარცხებაც. მათ ქცევასა და ხასიათის ნიშნებს, გარშემო სამყაროსა და ადამიანებისადმი დამოკიდებულებას მათი ცხოვრება განსაზღვრავს. ამიტომ სჯობს, სიკეთის, სულიერებისა და გულმოწყალების გზას გაჰყვნენ. მოწიფულ ასაკში შეიძლება ფინანსური და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.
4 იანვარს დაბადებულებს საოცარი თვისება აქვთ - მათ ხელში ნებისმიერი სიტუაცია შეიძლება განიმუხტოს. ხშირად ეს ვითარების ანალიზისა და პრობლემის მიზეზის გამოვლენის მათ ტექნიკურ უნარს უკავშირდება. თავიანთი ნიჭის გამოყენება იციან ნებისმიერ სფეროში და მათზე მოთხოვნილება არის.
4 იანვარს დაბადებულებს ახასიათებთ პრაქტიკულობა და ამის წყალობით მიზნის მისაღწევად მცირეოდენ ძალისხმევას ხარჯავენ. მათი ასევე სასარგებლო თვისებაა წვრილმანებისა და დეტალების დიდი გულისყურით გათვალისწინება, ხოლო განვითარებული წარმოსახვა შორს მიმავალი გეგმების აგების ბიძგს აძლევთ. მაგრამ ეს უბრალო წარმოსახვა არაა ცარიელ ადგილზე, ის ყოველთვის გამყარებულია მიწიერი რეალობით, ცოდნითა და მიზნებით. ამიტომ 4 იანვარს დაბადებულებს შეუძლიათ იამაყონ ეფექტურად მომუშავე სქემების აწყობის უნარით.
ამ დღეს დაბადებულები ყოველთვის გეგმის მიხედვით მოქმედებენ. ეს გეგმა საშუალებას იძლევა, რომ არ გამოეპაროთ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები. 4 იანვარს დაბადებული ადამიანები პირდაპირი პიროვნებები არიან და არაფრისმთქმელი, უაზრო ლაპარაკი არ უყვართ. თუმცა, შეუძლიათ ასეთი საუბარიც, განსაკუთრებით მაღალ წრეში, თუ ამას რაიმე მიზანი გააჩნია.
4 იანვარს დაბადებულთა დიდი გატაცებაა კოლექციონერობა. ამასთან, მათი კოლექციის საგანი შეიძლება იყოს როგორც რამე მატერიალური, ისე ინფორმაცია და ფაქტები. მათ გარშემო სულ წიგნები, მასალები, ინსტრუმენტებია, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში სარგებლოს მოტანა შეუძლია.
ამ დღეს დაბადებულები ძალზე ორგანიზებული ადამიანები არიან და ამასვე მოითხოვენ გარშემომყოფთაგან. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ დღეს დაბადებულებს, რამე უცნობი მოვლენის აზრის გასაგებად სჭირდებათ მისი გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა და მხოლოდ ამის შემდეგ შეფასება. ეს ადამიანურ ემოციებსაც ეხება. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მათ ადვილად შეუძლიათ მსგავსი აზროვნების მქონე ადამიანებთან დაახლოება, რომლებიც ეყრდნობიან ემოციურ შეგრძნებებსა და ალღოს.
ბავშვებთან საქმე უფრო რთულადაა - 4 იანვარს დაბადებულები ისწრაფვიან ყველაფრის კონტროლისკენ, დომინირებისა და უპირატესობის ჩვენებისკენ, ეს კი ბავშვებთან არ სჭრის. ამასთან დაკავშირებით, ამ დღეს დაბადებულებმა უნდა გაიაზრონ ერთი მარტივი რამ - ცხოვრების ალგორითმი არ არსებობს, უნდა მიჰყვე ვითარებებს და უკვე იქ გადაწყვიტო, როგორ მოიქცე, რა გააკეთო ან თქვა. უნდა შეასუსტონ კონტროლის ფუნქციები და შემდეგ სუნთქვა გაიოლდება - ყველასთვის.
რადგან 4 იანვარს დაბადებულების ცხოვრებისა და აზროვნების სტილი განსხვავებულია, ისინი თავისებური, უნიკალური სტილის მქონე ადამიანების კატეგორიაში ხვდებიან. და მართლაც, ეს ადამიანები დანარჩენების ფონზე შესამჩნევად გამოირჩევიან - სამოსი, მანერები, ჩვევები, იდეები - ყველაფერი არასტანდარტულია. ამიტომ მათთვის რთულია საკუთარ თავზე რამე ვალდებულებების აღება ან გრძელვადიანი პერსპექტივების აგება.
მათ შეუძლიათ იყვნენ კარგი შემსრულებლები, აქვთ კარგი თანამშრომლის სტატუსი, თუმცა დგება დრო, როდესაც საკუთარ ბიზნესზე იწყებენ ფიქრს. და შემოქმედება - ის დიდი სფეროა, სადაც შეუძლიათ თავის მაქსიმალურად გამომჟღავნება - ხელოვანი იქნება თუ ხელოსანი, ან სხვა - მთავარია, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინონ - და ეს მათ მშვენივრად გამოსდით.
ამ დღეს დაბადებულებმა უნდა განავითარონ მოთმინების გრძნობა - ისინი ძალზე ღიზიანდებიან სხვების მხრიდან წესრიგის ან წესების დაუცველობის დროს, ამის გამო კი შეიძლება გულისა და ნერვული სისტემის პრობლემები გაუჩნდეთ. ამიტომ ნეიტრალური დამოკიდებულება ყველაფრისადმი და მოთმინება მათი სიმშვიდისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის საკვანძო მომენტებია.
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ფიზიკური სავარჯიშოები, განსაკუთრებით, თუ მათი საქმიანობა დიდხანს ჯდომას მოითხოვს. მათი დიეტა მრავალფეროვანი და მდიდარია. სხვათა შორის, ჰობის სახით სხვადასხვა გემრიელი რეცეპტების შეგროვება შეუძლიათ აირჩიონ. 4 იანვარს დაბადებულების ჯანმრთელობისთვის კარგია აქტიური ფიზიკური თამაშები, რომანტიკული თავგადასავლები და ინტიმური ექსპერიმენტები. მათ თავი არ უნდა შეიკავონ ემოციური თვალსაზრისით და იმპულსურობას გზა უნდა მისცენ. კარგი იქნება, თუ იმპროვიზაციებს ნებაზე მიუშვებენ.
გაითვალისწინეთ, ცხოვრების გრაფიკის შედგენა შეუძლებელია. პატივი ეცით ირგვლივ მყოფთ, რაც არ უნდა საწინააღმდეგო მოსაზრებები ჰქონდეთ მათ. მიიღეთ ახალი, დახვეწეთ მეთოდები და არ შეგეშინდეთ იმპროვიზაციის. ნუ იქნებით ხისტი გამოთქმებში.