„ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს" - ზოდიაქოს სამი ნიშანი

კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
არის ზოდიაქოს ისეთი ნიშნები, რომელთა წარმომადგენლებსაც ვერაფერს გაუგებ, ისინი ძალზე რთული ხასიათისა არიან. მათთან, როგორც ამბობენ, ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს!.. საბედნიეროდ, ზოდიაქოს 12 ნიშნიდან ასეთი მხოლოდ სამია.
ეს სამი ნიშანი კი, ხასიათის სირთულიდან გამომდინარე, ასე გადანაწილდა:
ბრინჯაო ერგოთ ტყუპებს
ტყუპები ერთი შეხედვით ძალზე სასიამოვნო, მხიარული არიან ურთიერთობებში, ყოველთვის ბრწყინავენ. მაგრამ რა ხდება? მათი გაგება ძალიან ძნელია. დაიწყებენ რაღაცას, მოსწყინდებათ — მიანებებენ თავს. გართობაში არა უშავს, მაგრამ სამსახურში? სამსახურსაც არა უშავს, მაგრამ ურთიერთობებში? ხოლო როდესაც უსაყვედურებ, რომ რაღაც მოსწყინდათ, „სულ ერთიას" და ხანდახან „სისასტიკის" ნიღაბს მოირგებენ.
ტყუპი – ინტელექტუალი, ორბუნებოვანი, ცვალებადი, გამჭრიახი – ზოგადი დახასიათება>>
ტყუპები, სამწუხაროდ, არავის აზრს თავის აზრზე მაღლა არ აყენებენ. ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ ძალზე გონივრულნი და მეგობრების მიმნდობნი არიან, მაგრამ მოსაზრება მხოლოდ ერთი — საკუთარი გააჩნიათ. ამიტომ არის რთული ურთიერთობა ტყუპებთან — ხანდახან ისინი ძალზე ცბიერები არიან.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2018
ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა
ვერცხლი ერგოთ მორიელებს
მორიელი რთული ხასიათების ნამდვილი მეფეა! რასაც მოინდომებს, მიაღწევს და ირგვლივ მყოფები სულ არ ადარდებს. თუ რამე, სასტიკადაც იძიებს შურს — ისინი ეჭვიანი და შურისძიებაში დაუნდობელი არიან. სულ ადვილად გადაწყვეტენ, რისთვის უნდა დასაჯონ პარტნიორი (მაგალითად, ვინმეს „ირიბად" შეხედა), და დასჯიან კიდეც.
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება>>
მორიელისგან ყოველ გადაწყვეტილებაზე თანხმობა უნდა მიიღოთ, რადგან ის ადამიანს ნივთად მიიჩნევს, ხოლო თავის ადამიანს — თავის საკუთარ ნივთად. ასეთი ურთიერთობების გამო მორიელები ნამდვილად არ არიან ბედნიერნი.
ოქროს მფლობელია თხის რქა
თხის რქა აბსოლუტურად დამოუკიდებელია. მას არ აღელვებს სხვისი აზრი — მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებები მიაჩნია მნიშვნელოვნად. აიძულო მას რამის, თუნდაც ძალზე აუცილებლის გაკეთება და რასაც ის აუცილებლად არ მიიჩნევს — წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი.
საზოგადოება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2020
რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი
ადამიანებთან ურთიერთობს – როგორც მოუხერხდება, რადგან ადამიანების უმეტესობა ეზიზღება, ამიტომ როდესაც ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, ან მოიწყინა და გართობა უნდა, ან ვინმეს ვალს ადებს. ამასთან, თხის რქები შრომის მანიით არიან შეპყრობილი და როგორ უნდა შეუთავსდეს მას პარტნიორი რომანტიკული თვალსაზრისით? მხოლოდ ათეულობით კომპრომისის შემდეგ! თხის რქასთან ხანდახან მეგობრობაც კი შეუსრულებელი მისიაა.
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება>>
ამასთან, თხის რქა არ მიიჩნევს, რომ რამეში ტყუის და რაღაც ისე არაა. ის ხომ შრომის მანიაკია, ეს კი ნიშნავს, რომ სამუშაო — ეს ცხოვრებაა. და ყველასთან მკაფიო საქმიანი შეთანხმება უნდა ჰქონდეს, საქორწინო კონტრაქტამდეც კი. და დაიტანჯება ნებისმიერი, თვითონ თხის რქის გარდა…
ყველა ახალი ამბავი
0