2 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Fotocitizenდაისი
დაისი - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2023
გამოწერა
გაეცანით 2 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
1-10 იანვარი
ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.
1-10 იანვარი ზოდიაქოს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულების ბედს მარსი განაგებს. ის მათ ანიჭებს სხვებზე ზემოქმედების, გარშემომყოფთა დამორჩილების, ყურადღების მიპყრობის უნარს, ამავე დროს, ეს ადამიანები ძალზე გულდახურული არიან.
© Sputnik / Maria Tsimintiaთხის რქა
Знаки Зодиака - Козерог - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2023
თხის რქა
მათთვის მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 24, 30, 33, 57.
ამ პერიოდში დაბადებულთა ყვავილის სიმბოლოა ნაღველა (ყვითელი).
მიუხედავად დაბადებით სიმორცხვისა, ეს ადამიანები ჯიუტი არიან და ჩანაფიქრს ყოველთვის ასრულებენ. ისინი გამოირჩევიან მიზანსწრაფულობითა და ენერგიულობით, მათთვის თავისუფლება ბევრს ნიშნავს, აქედან მომდინარეობს სირთულეები ურთიერთობებში. მათთან მეგობრობის დაწყება რთულია, თუმცა, თუ ბასტიონი დაეცა, ეს მეგობრობა მტკიცე, საიმედო და ხანგრძლივი იქნება.
ჯიხვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2020
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება
2 იანვარს დაბადებულები
ამ დღეს დაბადებულებში სიმშვიდე, ნებისყოფა და სიმტკიცე ჰარმონიულად თანაარსებობს. ესენი არიან მტკიცე და მიზანსწრაფული, სულიერად მდიდარი და ნიჭიერი ადამიანები. არიან ემოციურები და ამავე დროს, ზედმეტი ემოციების შეკავების ძალაც აქვთ. ბუნებით კეთილი და მხიარული ადამიანები არიან, ცხოვრების გზას ადვილად იწყებენ და წარმატებაც თან სდევთ. ახლობლებს 2 იანვარს დაბადებულები საიმედოობისა და მხარში ამოდგომის, გულუხვი სულისა და სიკეთის გამო უყვართ. წარმატება ელოდებათ ფინანსებშიც. მათი ოჯახური ცხოვრებაც ბედნიერებითა და კეთილდღეობით არის სავსე.
ზოდიაქოს ნიშნები - ოთხი დრო, ოთხი სტიქია>>
2 იანვარს დაბადებულებს უზომო სერიოზულობა და საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნელობა ახასიათებთ. ისინი ერთხელ მონიშნავენ ზედა ზღვარს და ამით ამაღლებენ საკუთარ თავდაჯერებულობას. თანდაყოლილი ენერგეტიკა და პიროვნული ფასეულობები მათ აიძულებს, გამუდმებით უმტკიცონ სხვებს ან საკუთარ თავს, რომ ეს პიროვნული ღირსებები ნამდვილად არ აკლიათ. ამიტომ ყოველ ჯერზე მათი ზედა ზღვარი კიდევ უფრო მიუწვდომელი ხდება, ხოლო მისი მიღწევის ვადა - შემჭიდროებული.
ხანდახან გვეჩვენება, რომ ისინი ექსტრემალური პირობების ხელოვნურ მოდელირებას ახდენენ და მიზნის მიღწევის პროცესში, თუნდაც ეს მიზანი არცთუ სერიოზული იყოს, თავს არც ერთი წამით მოდუნების უფლებას არ აძლევენ. სამართლიანი იქნება, თუ 2 იანვარს დაბადებულებს შრომის მანიით შეპყრობილებს ვუწოდებთ.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
როგორც წესი, ისინი ეფექტურად გუნდში მუშაობენ; არიან კეთილსინდისიერი შემსრულებლები, ნებისმიერ დავალებას პასუხისმგებლობით ეკიდებიან. საპენსიო ასაკის მოახლოებას კატასტროფის მსგავსად აღიქვამენ, რომელსაც შედეგად თავისი პოზიტიური მომენტებიც მოაქვს თავისუფალი დროისა და თავისუფალი ქმედებების სახით.
2 იანვარს დაბადებულებს შემოქმედებითი პოტენციალი გააჩნიათ, შეუძლიათ მოღვაწეობა ხელოვნების სფეროში, რომელიც თავისუფალ გრაფიკსა და დროის დამოუკიდებელ დაგეგმვას გულისხმობს. თუმცა, უწოდო მათ შემოქმედებითი პიროვნებები - რთულია, უფრო დახელოვნებული ხელოსნები არიან, რომლებიც თავიანთ საქმეს გრძნობით, კეთილსინდისიერად და ხარისხიანად ასრულებენ.
მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი>>
წარმოსახვა ამ დღეს დაბადებულებს ნამდვილად შესაშური აქვთ, თუმცა, უფრო წარმატებული იქნებიან იმ სფეროებში, სადაც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ტექნიკური ამოცანა თავისი მიზნებითა და შედეგებით. იშვიათად თუ დათანხმდებიან დავალებას, რომელიც მათ ძალას აღემატება. შედეგების მიღების წინ არ ახასიათებთ პათოსი და გაზვიადება.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
ჰოროსკოპი: შეთავსებადობა ნიშნებს შორის - რა ელოდება თქვენს წყვილს 2023 წელს
2 იანვარს დაბადებულებს თვითკრიტიკა სხვებზე მეტად აქვთ განვითარებული, ამიტომ საქმის შედეგებით იშვიათად კმაყოფილდებიან. მათ უნდა შეისვენონ, სხვა რამეზე გადაერთონ, დაისვენონ და გაერთონ. აქ კი არცთუ მნიშვნელოვანი როლი ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ეკისრებათ. ამ დღეს დაბადებულთაგან ზოგიერთი სამუშაოს გულისთვის ახლობელი ადამიანების გარემოცვაზეც კი უარს ამბობს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ისინი მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ერთ დღესაც, შეიძლება, სრულიად მარტო, ყველასგან იზოლირებული აღმოჩნდნენ.
არანაკლებ საფრთხის შემცველია ისიც, რომ გარესამყაროსთან კონტაქტის შეწყვეტამ შეიძლება ეს ადამიანები რეალობას, მიმდინარე მოვლენებს მოწყვიტოს; არცთუ იშვიათად, ამის პარალელურად შეიძლება განვითარდეს სოციოპათიური ტენდენციები, რომლითაც აიხსნება მათი ყველა ასოციალური, არასწორი და ეგოისტური მოქმედება. ამიტომ, 2 იანვარს დაბადებულთათვის სოციალური კავშირების შენარჩუნება ფასდაუდებელია. მათ ასევე შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერბოლური აღქმა, მძლეთამძლეობის გრძნობა, რასაც მათი სწორი ცხოვრებისეული გზიდან გადაყვანა შეუძლია. მათ უნდა ისწავლონ და გაიაზრონ, რომ ყველაფერი შეფარდებითია, ობიექტურად შეაფასონ საკუთარი თავი.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
სასიყვარულო ვნებათაღელვანი: ზოდიაქოს ნიშნები და მათი ურთიერთობები 2023 წელს
ჯანმრთელობა
2 იანვარს დაბადებულები გულში მუდამ ატარებენ შიშს თავიანთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მათ უფრო მეტად ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციონ თმას, კბილებს, ძვლებს, კუნთებს. მათი შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია დასვენება, ხოლო საკვებსა და ფიზიკურ დატვირთვას მხოლოდ დადებითი ემოციები უნდა მოჰქონდეს. მოკლედ, მათ უნდა მიიღონ სიხარულის, მხიარულებისა და ბედნიერების „ვიტამინები“, რათა ცუდმა აზრებმა და აპათიურმა მდგომარეობამ გვერდი აუაროს და არ მიეკაროს.
რჩევა:
შეინარჩუნეთ კავშირი გარე სამყაროსთან. დაიცავით თავი შფოთვისა და სევდისგან. დაიმახსოვრეთ - პრობლემები მოდის და მიდის. სიამოვნება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, უარი არ თქვათ მასზე!
ყველა ახალი ამბავი
0