https://sputnik-georgia.com/20230101/wlis-sportuli-shedegebi-qartvelisportsmenebis-migwevebi-273603788.html
წლის სპორტული შედეგები: ქართველი სპორტსმენების მიღწევები 2022 წელს
წლის სპორტული შედეგები: ქართველი სპორტსმენების მიღწევები 2022 წელს
Sputnik საქართველო
2022 წელს საქართველოს სპორტული სამყარო მეტად პროდუქტიული და მრავალფეროვანი იყო. დაწვრილებით გაგაცნობთ ქართველი სპორტსმენების მიღწევებს გასულ წელს. 01.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-01T11:57+0400
2023-01-01T11:57+0400
2023-09-17T10:13+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/08/270225042_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_e97c2401bd5dbeeb97104e1fc97cefbd.jpg
2022 წლის ზამთრის დასაწყისის ერთ-ერთი ცენტრალური სპორტული მოვლენა ზამთრისXXIV ოლიმპიური თამაშები იყო, რომელმაც სტარტი პეკინში, 4 თებერვალს აიღო. საქართველო თამაშებზე სპორტის სამ სახეობაში 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. შედარებისთვის, წინა 2018 წლის ოლიმპიადაზე პიონჩანგში მხოლოდ ოთხი სპორტსმენი მონაწილეობდა.პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები იყვნენ მოციგურავემორის ყვითელაშვილი და მოთხილამურე ნინო წიკლაური. ოლიმპიურთამაშებზე საქართველოს ნაკრები სპორტის სამ სახეობაში ცხრა სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. პეკინში საქართველოს სახელით იასპარეზეს ლუკა ბერულავამ, გიორგი რევიამ, მორის ყვითელაშვილმა, დანიილ პარკმანმა, ნიკა ეგაძემ, კარინა საფინამ, ანასტასია გუბანოვამ, მარია კაზაკოვამ და ანასტასია მეტელკინამ.ლუკა ბერულავასა დაკარინა საფინას დუეტმა სპორტულ ცეკვებშიმეცხრე ადგილი დაიკავა. მორის ყვითელაშვილი საუკეთესო ათეულში შევიდა, ანასტასია გუბანოვა კი მე-11 ადგილზე გავიდა.„ევრობასკეტი - 2022“თბილისმა, საქართველოს ისტორიაში პირველად, ევროპის სამ ქალაქთან ერთად კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. „ევრობასკეტი 2022“ ოფიციალურად 1 სექტემბერს დაიწყო.A ჯგუფის თამაშები, რომელშიც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებებმა მიიღეს მონაწილეობა, „თბილისი არენაზე“ გაიმართა.საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ხუთიდან ოთხი მატჩი წააგო და პლეი-ოფში გასვლა ვერ შეძლო. ქართველმა კალათბურთელებმა მხოლოდ თურქეთის ნაკრები დაამარცხეს - 88:83. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ახალი რეკორდისაქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ახალი რეკორდი დაამყარა - 11-მატჩიანი წაუგებელი სერია! 11 შეხვედრაში გუნდმა ცხრა გამარჯვება მოიპოვა და ორი თამაში ფრედ დაასრულდა. საქართველოს ნაკრები ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გამართულ ამხანაგურ მატჩში მაროკოს ნაკრებთან დამარცხდა - 0:3.გარდა ამისა, 2022 წელს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაში მარცხის გარეშე იასპარეზა და C-დან B დივიზიონში გადასვლის საგზური მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა 16 ქულა მოიპოვეს - ხუთი გამარჯვება და ერთი ფრე.საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ორი შანსი აქვს: ან შესარჩევი ეტაპიდან, ან ერთა ლიგის პლეი-ოფის წყალობით. პლეი-ოფში მონაწილეობის უფლება მიენიჭება ერთა ლიგის საუკეთესო ორ გუნდს, რომლებმაც ფინალური ტურნირის საგზური უშუალოდ საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით ვერ მოიპოვეს. „ექვსი ერის თასთან“ ერთი ნაბიჯით ახლოსსაქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვება უელსის ნაკრებთან. ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ გასვლით მატჩში უელსის ნაკრები ანგარიშით 13:12 დაამარცხეს, 10 ივლისს კი იტალიის გუნდთან გამართული ტესტ-მატჩი მოიგეს.სარაგბო წრეებში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ საქართველოს ნაკრები „ექვსი ერის თასს“ უნდა შეუერთდეს და მეშვიდე ნაკრები გახდეს.2022 წელს ქართველი მორაგბეებმა გულშემატკივრები კიდევ ერთი გამარჯვებით გაახარეს. ევროპის სუპერთასის პირველიგათამაშების გამარჯვებული, რაგბის პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის თასისმფლობელი. ნახევარფინალში კი ქართველმა სპორტსმენებმა ესპანური „იბერიანსი“ ანგარიშით 41:9 დაამარცხეს. ლაშა ტალახაძის მეექვსე ოქრო2022 წლის ბოლოს ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ +109 კგ წონით კატეგორიაში ზედიზედ მეექვსედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.ქართველმა გოლიათმა ატაცში 215, აკვრაში კი 251 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით გაიმარჯვა.ამრიგად, ტალახაძე მსოფლიოსა და ევროპის ექვსგზის ჩემპიონია, ასევე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები. მოფარიკავე სანდრო ბაზაძის წელისანდრო ბაზაძემ თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ხმლით ფარიკაობაში ყველა მეტოქეს აჯობა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.ბაზაძემ ფინალში იტალიელი მოფარიკავე ლუკა კურატოლი 15:11 დაამარცხა და კონტინენტის პირველობის ოქროს მედალი მოიპოვა. მანამდე ბაზაძემ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონზილაგი დამაჯერებლად 15:7 დაამარცხა.ბაზაძისთვის ეს ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებაა. თავისი კარიერის მანძილზე 28 წლის მოფარიკავემ კონტინენტთაშორის პირველობაზე სამჯერ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.თუმცა, ეს არ ყოფილა ბაზაძის ბოლო წარმატება. მან მსოფლიო თასი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა.სანდრო ბაზაძის წყალობით 2022 წელი ქართული ფარიკაობისთვის ისტორიული აღმოჩნდა.
https://sputnik-georgia.com/20220219/qartvelma-mociguraveebma-pekinis-olimpiur-tamasebze-me-9-adgili-daikaves-264597114.html
https://sputnik-georgia.com/20220905/evrobasketi-2022-saqartvelos-nakrebma-pirveli-gamarjveba-turqettan-moipova-270078263.html
https://sputnik-georgia.com/20211223/saqartvelos-fexburtis-nakrebis-poziciebi-fifas-reitingsi-gaumjobesda-263111365.html
https://sputnik-georgia.com/20221123/saqartvelos-ragbis-nakrebi-reitingsi-dawinaurda-272386831.html
https://sputnik-georgia.com/20221217/lasa-talaxaze-eqvsgzis-msoflio-cempionia-273141508.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/08/270225042_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_58ba1b7115119aeebfdc79162d7330bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
წლის სპორტული შედეგები: ქართველი სპორტსმენების მიღწევები 2022 წელს
11:57 01.01.2023 (განახლებულია: 10:13 17.09.2023) 2022 წელს საქართველოს სპორტული სამყარო მეტად პროდუქტიული და მრავალფეროვანი იყო. დაწვრილებით გაგაცნობთ ქართველი სპორტსმენების მიღწევებს გასულ წელს.
2022 წლის ზამთრის დასაწყისის ერთ-ერთი ცენტრალური სპორტული მოვლენა ზამთრისXXIV ოლიმპიური თამაშები იყო, რომელმაც სტარტი პეკინში, 4 თებერვალს აიღო. საქართველო თამაშებზე სპორტის სამ სახეობაში 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. შედარებისთვის, წინა 2018 წლის ოლიმპიადაზე პიონჩანგში მხოლოდ ოთხი სპორტსმენი მონაწილეობდა.
პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები იყვნენ მოციგურავემორის ყვითელაშვილი და მოთხილამურე ნინო წიკლაური. ოლიმპიურთამაშებზე საქართველოს ნაკრები სპორტის სამ სახეობაში ცხრა სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
პეკინში საქართველოს სახელით იასპარეზეს ლუკა ბერულავამ, გიორგი რევიამ, მორის ყვითელაშვილმა, დანიილ პარკმანმა, ნიკა ეგაძემ, კარინა საფინამ, ანასტასია გუბანოვამ, მარია კაზაკოვამ და ანასტასია მეტელკინამ.
ლუკა ბერულავასა დაკარინა საფინას დუეტმა სპორტულ ცეკვებშიმეცხრე ადგილი დაიკავა. მორის ყვითელაშვილი საუკეთესო ათეულში შევიდა, ანასტასია გუბანოვა კი მე-11 ადგილზე გავიდა.
თბილისმა, საქართველოს ისტორიაში პირველად, ევროპის სამ ქალაქთან ერთად კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. „ევრობასკეტი 2022“ ოფიციალურად 1 სექტემბერს დაიწყო.
A ჯგუფის თამაშები, რომელშიც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებებმა მიიღეს მონაწილეობა, „თბილისი არენაზე“ გაიმართა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ხუთიდან ოთხი მატჩი წააგო და პლეი-ოფში გასვლა ვერ შეძლო. ქართველმა კალათბურთელებმა მხოლოდ თურქეთის ნაკრები დაამარცხეს - 88:83.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ახალი რეკორდი
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ახალი რეკორდი დაამყარა - 11-მატჩიანი წაუგებელი სერია! 11 შეხვედრაში გუნდმა ცხრა გამარჯვება მოიპოვა და ორი თამაში ფრედ დაასრულდა. საქართველოს ნაკრები ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გამართულ ამხანაგურ მატჩში მაროკოს ნაკრებთან დამარცხდა - 0:3.
გარდა ამისა, 2022 წელს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაში მარცხის გარეშე იასპარეზა და C-დან B დივიზიონში გადასვლის საგზური მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა 16 ქულა მოიპოვეს - ხუთი გამარჯვება და ერთი ფრე.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ორი შანსი აქვს: ან შესარჩევი ეტაპიდან, ან ერთა ლიგის პლეი-ოფის წყალობით. პლეი-ოფში მონაწილეობის უფლება მიენიჭება ერთა ლიგის საუკეთესო ორ გუნდს, რომლებმაც ფინალური ტურნირის საგზური უშუალოდ საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით ვერ მოიპოვეს.
„ექვსი ერის თასთან“ ერთი ნაბიჯით ახლოს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვება უელსის ნაკრებთან. ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ გასვლით მატჩში უელსის ნაკრები ანგარიშით 13:12 დაამარცხეს, 10 ივლისს კი იტალიის გუნდთან გამართული ტესტ-მატჩი მოიგეს.
სარაგბო წრეებში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ საქართველოს ნაკრები „ექვსი ერის თასს“ უნდა შეუერთდეს და მეშვიდე ნაკრები გახდეს.
2022 წელს ქართველი მორაგბეებმა გულშემატკივრები კიდევ ერთი გამარჯვებით გაახარეს. ევროპის სუპერთასის პირველიგათამაშების გამარჯვებული, რაგბის პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის თასისმფლობელი. ნახევარფინალში კი ქართველმა სპორტსმენებმა ესპანური „იბერიანსი“ ანგარიშით 41:9 დაამარცხეს.
ლაშა ტალახაძის მეექვსე ოქრო
2022 წლის ბოლოს ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ +109 კგ წონით კატეგორიაში ზედიზედ მეექვსედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.
ქართველმა გოლიათმა ატაცში 215, აკვრაში კი 251 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით გაიმარჯვა.
ამრიგად, ტალახაძე მსოფლიოსა და ევროპის ექვსგზის ჩემპიონია, ასევე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები.
მოფარიკავე სანდრო ბაზაძის წელი
სანდრო ბაზაძემ თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ხმლით ფარიკაობაში ყველა მეტოქეს აჯობა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ბაზაძემ ფინალში იტალიელი მოფარიკავე ლუკა კურატოლი 15:11 დაამარცხა და კონტინენტის პირველობის ოქროს მედალი მოიპოვა. მანამდე ბაზაძემ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონზილაგი დამაჯერებლად 15:7 დაამარცხა.
ბაზაძისთვის ეს ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებაა. თავისი კარიერის მანძილზე 28 წლის მოფარიკავემ კონტინენტთაშორის პირველობაზე სამჯერ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
თუმცა, ეს არ ყოფილა ბაზაძის ბოლო წარმატება. მან მსოფლიო თასი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა.
სანდრო ბაზაძის წყალობით 2022 წელი ქართული ფარიკაობისთვის ისტორიული აღმოჩნდა.