ლაშა ტალახაძე ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონია

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშილაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2022
გამოწერა
ტალახაძე მსოფლიოსა და ევროპის ექვსგზის ჩემპიონია, ასევე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ +109 კგ წონით კატეგორიაში ზედიზედ მეექვსედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ამჯერად კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გაიმართა.
ქართველმა გოლიათმა ატაცში 215, აკვრაში კი 251 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით გაიმარჯვა.
ამრიგად, ტალახაძე მსოფლიოსა და ევროპის ექვსგზის ჩემპიონია, ასევე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები.
ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მეექვსე ევროპის ჩემპიონატი მოიგო >>
მსოფლიო რეკორდები +109 კგ წონით კატეგორიაში ასევე ტალახაძეს ეკუთვნის - შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე მან ატაცში 225 კილოგრამი აწია, აკვრაში 267, ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამი დააფიქსირა.
ყველა ახალი ამბავი
0