https://sputnik-georgia.com/20220219/qartvelma-mociguraveebma-pekinis-olimpiur-tamasebze-me-9-adgili-daikaves-264597114.html
ქართველმა მოციგურავეებმა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მე-9 ადგილი დაიკავეს
ქართველმა მოციგურავეებმა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მე-9 ადგილი დაიკავეს
Sputnik საქართველო
საფინა და ბერულავა საქართველოს ბოლო წარმომადგენლები გახდნენ, რომლებიც პეკინის ოლიმპიადაზე წარდგნენ
2022-02-19T18:55+0400
2022-02-19T18:55+0400
2022-02-21T13:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264600454_0:0:3385:1904_1920x0_80_0_0_9ef237fb33374f7b4c0ffa5a3913dc6a.jpg
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ პეკინის ოლიმპიადაზე სპორტულ წყვილთა შეჯიბრებაში მეცხრე ადგილი დაიკავეს.ქართველმა დუეტმა თავისუფალ პროგრამაში 126,33 ქულა დააგროვა, რაც მოკლე პროგრამის შედეგების ჩათვლით (66,11) მოციგურავეებს 192,44 ქულა მოიტანა.პროგრამის ამ სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ სუი ვენცზინი და ჰან ცუნი ჩინეთიდან (239,88 ქულა).ვერცხლი და ბრინჯაო რუსმა მოციგურავეებმა ევგენია ტარასოვამ/ვლადიმერ მოროზოვმა (239,25) და ანასტასია მიშინამ/ალექსანდრე გალიამოვმა (237,71) მოიპოვეს.საფინა და ბერულავა საქართველოს ბოლო წარმომადგენლები გახდნენ, რომლებიც პეკინის ოლიმპიადაზე გამოვიდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264600454_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_b9f1bed64e09c181bf0fe315ffb94e57.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართველი მოციგურავეები მე-9 ადგილი პეკინი ოლიმპიადა
ქართველი მოციგურავეები მე-9 ადგილი პეკინი ოლიმპიადა
ქართველმა მოციგურავეებმა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მე-9 ადგილი დაიკავეს
18:55 19.02.2022 (განახლებულია: 13:00 21.02.2022) საფინა და ბერულავა საქართველოს ბოლო წარმომადგენლები გახდნენ, რომლებიც პეკინის ოლიმპიადაზე წარდგნენ
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ პეკინის ოლიმპიადაზე სპორტულ წყვილთა შეჯიბრებაში მეცხრე ადგილი დაიკავეს.
ქართველმა დუეტმა თავისუფალ პროგრამაში 126,33 ქულა დააგროვა, რაც მოკლე პროგრამის შედეგების ჩათვლით (66,11) მოციგურავეებს 192,44 ქულა მოიტანა.
პროგრამის ამ სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ სუი ვენცზინი და ჰან ცუნი ჩინეთიდან (239,88 ქულა).
ვერცხლი და ბრინჯაო რუსმა მოციგურავეებმა ევგენია ტარასოვამ/ვლადიმერ მოროზოვმა (239,25) და ანასტასია მიშინამ/ალექსანდრე გალიამოვმა (237,71) მოიპოვეს.
საფინა და ბერულავა საქართველოს ბოლო წარმომადგენლები გახდნენ, რომლებიც პეკინის ოლიმპიადაზე გამოვიდნენ.