https://sputnik-georgia.com/20230101/liberti-bankshi-sapensio-sesxebis-zeda-zgvari-mcirdeba-273608806.html
2023 წლიდან „ლიბერთი ბანკში" საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26%-მდე შემცირდება
2023 წლიდან „ლიბერთი ბანკში" საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26%-მდე შემცირდება
Sputnik საქართველო
აღსანიშნავია, რომ საპენსიო სესხის პროცენტის შემცირება 2023 წლის იანვრამდეაღებულ სესხებზე არ გავრცელდება. 01.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-01T15:17+0400
2023-01-01T15:17+0400
2023-01-01T15:17+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/05/250256811_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_2ffbbe7a718b69d28c23c5809b7a68eb.jpg
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ყველაზე ძვირი საბანკო სერვისის – საპენსიო სესხების პროცენტული განაკვეთი დაიწევს და პენსიონერები სესხს შეღავათიანი პროცენტით აიღებენ.თუ აქამდე „ლიბერთი ბანკში" პენსიონერები პენსიით უზრუნველყოფილ სესხს 35%-იანი დანამატით იღებდნენ, ახლა ეს მაჩვენებელი 26%-მდე შემცირდება.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.ამასთან, 1 იანვრიდან პენსიონერებს „ლიბერთი ბანკი" უფრო გაუმჯობესებული პირობებით მოემსახურება. უფასო იქნება თანხის შეტანა-გამოტანა და კომუნალური მომსახურების გადახდა.აღსანიშნავია, რომ საპენსიო სესხის პროცენტის შემცირება 2023 წლის იანვრამდე აღებულ სესხებზე არ გავრცელდება.საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია „მოქალაქეებს“ უკავშირდება, რომელთაც აღნიშნულ საკითხზე არაერთი კონსულტაცია გამართეს მთავრობასთან.დღეიდან საპენსიო სესხის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს>>>2021 წლის ზაფხულიდან საქართველოს მთავრობა აქტიურად განიხილავს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების განაკვეთის დაწევის გზებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს, ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილსა და ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უწყებათშორისი კომისიის შექმნა და აღნიშნული საკითხის დარეგულირება დაავალა.საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პენსიების მომსახურების თაობაზე გამოცხადებულ ტენდერში „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა.ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების საკითხში „ლიბერთი ბანკია" (Liberty Bank). ბანკთან ხელშეკრულება2014 წელს გაფორმდა. მისი ვადა 2019 წელს ამოიწურა, მაგრამ შეთანხმება 2022 წლამდე გაგრძელდა.დღეს საქართველოში ხანდაზმულობის პენსია ენიშნებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან საქართველოში ასაკობრივი პენსიის ოდენობა იზრდება. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია 300 ლარი იქნება, მაღალმთიანი რეგიონების პენსიონერებისთვის – 355 ლარი. 70 წელს ზემოთ პირები 365 ლარს მიიღებენ, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები კი 440 ლარს.Liberty Bank – ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკია 2 მილიარდ ლარზე მეტი მთლიანი აქტივებით და 200 მილიონი ლარის მქონე კაპიტალით. ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით.
https://sputnik-georgia.com/20230101/ra-siaxleebi-amoqmedda-2023-wlis-1-ianvridan-saqartveloshi-273600499.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/05/250256811_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_2ea7706b28c1693488f658e80268507e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საზოგადოება
2023 წლიდან „ლიბერთი ბანკში" საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26%-მდე შემცირდება
აღსანიშნავია, რომ საპენსიო სესხის პროცენტის შემცირება 2023 წლის იანვრამდეაღებულ სესხებზე არ გავრცელდება.
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ყველაზე ძვირი საბანკო სერვისის – საპენსიო სესხების პროცენტული განაკვეთი დაიწევს და პენსიონერები სესხს შეღავათიანი პროცენტით აიღებენ.
თუ აქამდე „ლიბერთი ბანკში" პენსიონერები პენსიით უზრუნველყოფილ სესხს 35%-იანი დანამატით იღებდნენ, ახლა ეს მაჩვენებელი 26%-მდე შემცირდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.
ამასთან, 1 იანვრიდან პენსიონერებს „ლიბერთი ბანკი" უფრო გაუმჯობესებული პირობებით მოემსახურება. უფასო იქნება თანხის შეტანა-გამოტანა და კომუნალური მომსახურების გადახდა.
აღსანიშნავია, რომ საპენსიო სესხის პროცენტის შემცირება 2023 წლის იანვრამდე აღებულ სესხებზე არ გავრცელდება.
საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია „მოქალაქეებს“ უკავშირდება, რომელთაც აღნიშნულ საკითხზე არაერთი კონსულტაცია გამართეს მთავრობასთან.
2021 წლის ზაფხულიდან საქართველოს მთავრობა აქტიურად განიხილავს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების განაკვეთის დაწევის გზებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს, ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილსა და ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უწყებათშორისი კომისიის შექმნა და აღნიშნული საკითხის დარეგულირება დაავალა.
საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პენსიების მომსახურების თაობაზე გამოცხადებულ ტენდერში „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების საკითხში „ლიბერთი ბანკია" (Liberty Bank). ბანკთან ხელშეკრულება2014 წელს გაფორმდა. მისი ვადა 2019 წელს ამოიწურა, მაგრამ შეთანხმება 2022 წლამდე გაგრძელდა.
დღეს საქართველოში ხანდაზმულობის პენსია ენიშნებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან საქართველოში ასაკობრივი პენსიის ოდენობა იზრდება. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია 300 ლარი იქნება, მაღალმთიანი რეგიონების პენსიონერებისთვის – 355 ლარი. 70 წელს ზემოთ პირები 365 ლარს მიიღებენ, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები კი 440 ლარს.
Liberty Bank – ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკია 2 მილიარდ ლარზე მეტი მთლიანი აქტივებით და 200 მილიონი ლარის მქონე კაპიტალით. ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით.