https://sputnik-georgia.com/20230101/ra-siaxleebi-amoqmedda-2023-wlis-1-ianvridan-saqartveloshi-273600499.html
რა სიახლეები ამოქმედდა 2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში
რა სიახლეები ამოქმედდა 2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში
Sputnik საქართველო
ახალმა 2023-მა წელმა ზეიმთან და მხიარულებასთან ერთად ბევრი სიახლე მოიტანა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას შეეხება 01.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-01T09:30+0400
2023-01-01T09:30+0400
2023-01-01T12:50+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
სოციალური სფერო საქართველოში
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/09/272890124_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_2afb4c107da5c9f5bfef5157cc99a4c4.jpg
„Sputnik–საქართველო“ 2023 წლის მთავარ სიახლეებს წარმოგიდგენთ.პენსიონერების გასახარადსაქართველოს მასშტაბით ყველა პენსიონერი 1 იანვრიდან გაზრდილ პენსიას მიიღებს.70 წლამდე პენსიონერები 300 ლარს მიიღებენ, 70 წელს ზემოთ პირები კი 365 ლარს. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები შესაბამისად მიიღებენ 355 და 440 ლარს.იაფი მედიკამენტებიკიდევ ერთი სიახლე, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს გაახარებს, მედიკამენტების ფასი იქნება - საქართველოში საბითუმო და საცალო რეფერენტული ფასების ზღვარი გამოჩნდება.პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასები შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისა და ონკოპაციენტებისთვის განკუთვნილ პრეპარატებს. ეს დაახლოებით 1,1 ათასი დასახელების მედიკამენტია.შშმ პირთა დახმარება1 იანვრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, მათ შორის ბავშვების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის - 35 ლარით.მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის - 35 ლარით.შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირთა სოციალური დახმარება მომავალ წლებშიც გაიზრდებამაღალი ხელფასები1 იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები გაიზარდა - 2026 წლამდე, ყოველწლიურად საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასების ოდენობა დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება.2023 წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებენ ასევე პოლიციელები და სამხედროები, რომელთა ხელფასი 1 იანვრიდან 20%-ით გაიზარდა.2023 წელს ანაზღაურება ეზრდებათ სკოლის მანდატურებსა და მასწავლებლებს, რომელთა ხელფასიც 125 ლარით მეტი იქნება, პროფსასწავლებლების პედაგოგების საათობრივი ანაზღაურება კი 3 ლარით იზრდება.სიახლე მძღოლებისთვის2023 წლიდან ავტომობილის მფლობელებს მოუწევს დამატებითი შემოწმების გავლა.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ხმაურის შემოწმების ვალდებულება, რაცგანხორციელდება ერთ-ერთკომპონენტად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში.ასევე 1 იანვრიდან გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება. კერძოდ, 2020 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებული, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0.6%-დან 0.55%-მდე მცირდება.ამასთან, ფასიანი ხდება განმეორებითი ტექნიკური დათვალიერება, აღნიშნული სიახლე 2023 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.ასევე 1 იანვრიდან 185,7%-ით იზრდება ავტომობილის რეგისტრაცია და სახელმწიფო ნომრის გაცემა.სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 100 ლარი ეღირება, ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა კი 80 ლარი გახდება.გამოცდები „გამკაცრდა“ 1 იანვრიდან მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისას სიახლე ელოდებათ.მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლამდე, პირებს მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება და კითხვებზე პასუხი ვიზუალური ჩვენებით მოუწევთ.არანაირი პოლიეთილენის პარკები2023 წლის 2 იანვრიდან საქართველოში იკრძალება სავაჭრო ობიექტებში ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების სავაჭრო ობიექტებში გამოყენება.მათ ბიოდეგრადირებადი ანალოგებით ჩაანაცვლებენ. კონკრეტულად რომლით მოხდება ჩანაცვლება, ამას მაღაზიები თავად გადაწყვეტენ.მკაცრი შერჩევა1 იანვრიდან საქართველოში ახალი წესები ამოქმედდება დევნილებისთვის, რომელიც მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფას ეხება. სიახლის თანახმად, სახელმწიფოს აღარ ექნება 2023 წლის 1 იავრის შემდეგ დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება.ასევე საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდებიან პირები, რომელთაც 2023 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდათ18 წელი. ასეთ პირებს საცხოვრებლის უფლება ექნებათ მხოლოდ როგორც საკუთარი ნათესავების მემკვიდრეებს.2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ის პირები, რომელთა ორივე მშობელი გარდაიცვალა, უზრუნველყოფილი იქნებიან იმ საცხოვრებლით, რაც უნდა მიეღოთ მათ მშობლებს.ღვინო სერტიფიკატით1 იანვრიდან საქართველოში ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების სერტიფიკატის გარეშე გაყიდვისთვის ჯარიმები გაიზარდა.ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი.ჩამოსასხმელი ღვინისა და სპირტიანი სასმელების გაყიდვა სერტიფიკატის გარეშე ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.ახალი წლიდან სერტიფიცირებას დაექვემდებარა არამარტო ღვინო, ჭაჭა და ბრენდი, არამედ ღვინის ყველა სახეობა.ჯარიმები სამშენებლო მტვერისთვის1 იანვრიდან სამშენებლო მტვრით გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები იზრდება.იკრძალება ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება, კერძოდ, დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება, რაც ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას.ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 500 ლარს, იურიდიული პირებისთვის 1 ათას ლარს ითვალისწინებს. იგივე ქმედებისგამეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 1000 ლარითდაჯარიმდება, იურიდიული კი – 2000 ლარით.მშენებლობაზე ამტვერებადი მასალის შეფუთვის(ფენილი, ბადე, საფარი) გარეშე განთავსება გამოიწვევს ფიზიკური პირის 200 ლარით, იურიდიული პირის კი 500 ლარით დაჯარიმებას. გამეორების შემთხვევაში, ფიზიკურ პირს 500 ლარად დააჯარიმებენ, იურიდიულ პირს კი 1000 ლარით.იგივე სანქციები გათვალისწინებულია შეუფუთავი მასალების გადაზიდვისთვისაც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/09/272890124_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a18d3b68ec252ad8c87f48f112fb94ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , სოციალური სფერო საქართველოში, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , სოციალური სფერო საქართველოში, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
რა სიახლეები ამოქმედდა 2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში
09:30 01.01.2023 (განახლებულია: 12:50 01.01.2023) ახალმა 2023-მა წელმა ზეიმთან და მხიარულებასთან ერთად ბევრი სიახლე მოიტანა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას შეეხება
„Sputnik–საქართველო“ 2023 წლის მთავარ სიახლეებს წარმოგიდგენთ.
საქართველოს მასშტაბით ყველა პენსიონერი 1 იანვრიდან გაზრდილ პენსიას მიიღებს.
70 წლამდე პენსიონერები 300 ლარს მიიღებენ, 70 წელს ზემოთ პირები კი 365 ლარს. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები შესაბამისად მიიღებენ 355 და 440 ლარს.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს გაახარებს, მედიკამენტების ფასი იქნება - საქართველოში საბითუმო და საცალო რეფერენტული ფასების ზღვარი გამოჩნდება.
პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასები შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისა და ონკოპაციენტებისთვის განკუთვნილ პრეპარატებს. ეს დაახლოებით 1,1 ათასი დასახელების მედიკამენტია.
1 იანვრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, მათ შორის ბავშვების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის - 35 ლარით.
მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის - 35 ლარით.
შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირთა სოციალური დახმარება მომავალ წლებშიც გაიზრდება
1 იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები გაიზარდა - 2026 წლამდე, ყოველწლიურად საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასების ოდენობა დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება.
2023 წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებენ ასევე პოლიციელები და სამხედროები, რომელთა ხელფასი 1 იანვრიდან 20%-ით გაიზარდა.
2023 წელს ანაზღაურება ეზრდებათ სკოლის მანდატურებსა და მასწავლებლებს, რომელთა ხელფასიც 125 ლარით მეტი იქნება, პროფსასწავლებლების პედაგოგების საათობრივი ანაზღაურება კი 3 ლარით იზრდება.
2023 წლიდან ავტომობილის მფლობელებს მოუწევს დამატებითი შემოწმების გავლა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ხმაურის შემოწმების ვალდებულება, რაცგანხორციელდება ერთ-ერთკომპონენტად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში.
ასევე 1 იანვრიდან გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება. კერძოდ, 2020 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებული, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0.6%-დან 0.55%-მდე მცირდება.
ამასთან, ფასიანი ხდება განმეორებითი ტექნიკური დათვალიერება, აღნიშნული სიახლე 2023 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.
ასევე 1 იანვრიდან 185,7%-ით იზრდება ავტომობილის რეგისტრაცია და სახელმწიფო ნომრის გაცემა.
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 100 ლარი ეღირება, ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა კი 80 ლარი გახდება.
1 იანვრიდან მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისას სიახლე ელოდებათ.
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლამდე, პირებს მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება და კითხვებზე პასუხი ვიზუალური ჩვენებით მოუწევთ.
არანაირი პოლიეთილენის პარკები
2023 წლის 2 იანვრიდან საქართველოში იკრძალება სავაჭრო ობიექტებში ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების სავაჭრო ობიექტებში გამოყენება.
მათ ბიოდეგრადირებადი ანალოგებით ჩაანაცვლებენ. კონკრეტულად რომლით მოხდება ჩანაცვლება, ამას მაღაზიები თავად გადაწყვეტენ.
1 იანვრიდან საქართველოში ახალი წესები ამოქმედდება დევნილებისთვის, რომელიც მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფას ეხება. სიახლის თანახმად, სახელმწიფოს აღარ ექნება 2023 წლის 1 იავრის შემდეგ დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება.
ასევე საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდებიან პირები, რომელთაც 2023 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდათ18 წელი. ასეთ პირებს საცხოვრებლის უფლება ექნებათ მხოლოდ როგორც საკუთარი ნათესავების მემკვიდრეებს.
2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ის პირები, რომელთა ორივე მშობელი გარდაიცვალა, უზრუნველყოფილი იქნებიან იმ საცხოვრებლით, რაც უნდა მიეღოთ მათ მშობლებს.
1 იანვრიდან საქართველოში ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების სერტიფიკატის გარეშე გაყიდვისთვის ჯარიმები გაიზარდა.
ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი.
ჩამოსასხმელი ღვინისა და სპირტიანი სასმელების გაყიდვა სერტიფიკატის გარეშე ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.
ახალი წლიდან სერტიფიცირებას დაექვემდებარა არამარტო ღვინო, ჭაჭა და ბრენდი, არამედ ღვინის ყველა სახეობა.
ჯარიმები სამშენებლო მტვერისთვის
1 იანვრიდან სამშენებლო მტვრით გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები იზრდება.
იკრძალება ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება, კერძოდ, დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება, რაც ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას.
ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 500 ლარს, იურიდიული პირებისთვის 1 ათას ლარს ითვალისწინებს. იგივე ქმედებისგამეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 1000 ლარითდაჯარიმდება, იურიდიული კი – 2000 ლარით.
მშენებლობაზე ამტვერებადი მასალის შეფუთვის(ფენილი, ბადე, საფარი) გარეშე განთავსება გამოიწვევს ფიზიკური პირის 200 ლარით, იურიდიული პირის კი 500 ლარით დაჯარიმებას. გამეორების შემთხვევაში, ფიზიკურ პირს 500 ლარად დააჯარიმებენ, იურიდიულ პირს კი 1000 ლარით.
იგივე სანქციები გათვალისწინებულია შეუფუთავი მასალების გადაზიდვისთვისაც.