საქართველოში 1 იანვრიდან პენსიები გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerხანდაზმული ადამიანები
ხანდაზმული ადამიანები - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2023
გამოწერა
ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. პენსიების ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში საქართველოში 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსიები გაიზარდა.
70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია 300 ლარი იქნება, მაღალმთიანი რეგიონების პენსიონერებისთვის – 355 ლარი. 70 წელს ზემოთ პირები 365 ლარს მიიღებენ, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები კი 440 ლარს.
რას ჰპირდება მთავრობა პენსიონერებს?>>>
საქართველოში პენსიების ზრდა დაკავშირებულია კანონმდებლობასთან, რომელიც პენსიების ინდექსაციას ითვალისწინებს. პენსიების ინდექსაციის წესი 2021 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ახლა ის ყოველწლიურად გაიზრდება ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
პენსია 70 წლამდე პენსიონერებისთვის გაიზრდება ინფლაციის, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.
ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.
ყველა ახალი ამბავი
0