მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლუკაშენკო: რუსეთმა და ბელარუსმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვეს

© photo: Sputnik / Mikhail Klimentiev
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
გამოწერა
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. გუშინდელ შეხვედრაზე ჩვენ ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვით, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მორიგი შეხვედრის შემდეგ, რომელიც სანქტ-პეტერბურგის დსთ-ის ლიდერთა არაფორმალური სამიტის ფარგლებში შედგა.

„უნდა ვთქვა, რომ გუშინ, გვიან საღამოს გამართული ჩაის სმის შემდეგ, როდესაც შინ ვბრუნდებოდით, ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ. ზოგჯერ სახელმწიფოებს ამისთვის წლები სჭირდებათ, ჩვენ კი დავასრულეთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვით“, — აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა.

მან მადლობა გადაუხადა ვლადიმირ პუტინს იმისთვის, რომ წინა დღეს „ბევრი საკითხი შეთანხმდა“. ამასთან ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ორი ქვეყნის მთავრობები განაგრძობენ დეტალების სრულყოფაზე მუშაობას.
თავის მხრივ, პუტინმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მინისტრები „საკმაოდ დაძაბულად მუშაობენ“.
„მთავრობის მეთაური თქვენც გაყენებთ საქმის კურსში და (რუსეთის პრემიერმა) მიხაილ მიშუსტინმა მეც დაწვრილებით მომახსენა კონტაქტების შესახებ. ახლა უკვე ჩვენც გვაქვს სალაპარაკო. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ასე, არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში შეგვიძლია კიდევ ერთხელ შევხვდეთ და ვიმსჯელოთ იმაზე, რაც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს“, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, 26-27 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის სახელმწიფოთა მეთაურების არაფორმალური სამიტი გაიმართა. მას ესწრებიან ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, აზერბაიჯანის ლიდერი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
ყველა ახალი ამბავი
0