დამტკიცებულია აჭარის 2023 წლის ბიუჯეტი - რას მოხმარდება სახსრები

© Adjara Tourism Departmentბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2022
გამოწერა
ავტონომიური რესპუბლიკის ძირითადი პრიორიტეტები იქნება ტურიზმი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 2023 წელს 482,3 მლნ ლარი იქნება.
აჭარის ბიუჯეტის შემოსულობები 481,5 მლნ ლარის დონეზე იგეგმება, ასიგნებები – 482,5 მლნ ლარის დონეზე.
აჭარის ბიუჯეტის შემოსავლები 2023 წელს შეადგენს 432,1 მლნ ლარს, საიდანაც 420 მლნ ლარი საგადასახადო შემოსულობებია. გრანტების ოდენობა 371,4 ათასი ლარი იქნება.
აჭარის მთავარი პრიორიტეტი ტურიზმი იქნება. მხოლოდ რეკლამაზე და რეგიონის განვითარებაზე ხელისუფლება 15,9 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს. აქედან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება 4,5 მლნ ლარი, ტურისტულ მარკეტინგს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე – 8,7 მლნ ლარი.
ბათუმის ბიუჯეტი 2023 წელს: რაზე დახარჯავს სახსრებს საქართველოს ყველაზე პოპულარული კურორტი>>
ასევე პრიორიტეტული იქნება აჭარის მთავრობისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელზეც 2023 წელს 67,2 მლნ ლარი დაიხარჯება.
გზების განვითარებაზე ხელისუფლება 62,7 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს, ხოლო გარემოს დაცვაზე – 6,7 მლნ ლარის.
რუსთავის ბიუჯეტი 2023 წელს 87 მილიონ ლარს გადააჭარბებს>>
ავტონომიაში შემავალი რაიონები 100 მილიონ ლარს მიიღებენ, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე 33,2 მლნ ლარი დაიხარჯება, საიდანაც 12,3 მლნ მოსახლეობის სამედიცინო დახმარების დაფინანსებას, ხოლო 8,7 მლნ – სოციალურ დახმარებას მოხმარდება.
განათლებაზე აჭარის ხელისუფლება 64,4 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს, საიდანაც 7,7 მლნ მოხმარდება სკოლების დაფინანსებას, ხოლო 9,7 მლნ – უმაღლესი სასწავლებლების.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0