რუსთავის ბიუჯეტი 2023 წელს 87 მილიონ ლარს გადააჭარბებს

© photo: Sputnik / Stringerრუსთავი
რუსთავი - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2022
გამოწერა
2023 წელს მერიის ხარჯების ძირითადი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება, რისთვისაც 27,2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ინდუსტრიული ქალაქის, რუსთავის ბიუჯეტი 2023 წელს 87,4 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც თანხის უმეტესი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
რუსთავის ბიუჯეტში შემოსულობები იგეგმება 84,6 მლნ ლარის დონეზე, ასიგნებები - 87,4 მლნ ლარი.
ამასთან, 2023 წელს ქალაქის ბიუჯეტის შემოსავლები 73,9 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც 8,5 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება იქნება, 65,4 მილიონი კი თვითმმართველი ქალაქის შემოსავალია. ამასთან. ამასთან, საგადასახადო შემოსავლები 58,5 მლნ ლარს შეადგენს.
რუსთავში სახლი ჩამოინგრა: როგორია დაშავებულის მდგომარეობა >>
2023 წელს მერიის ხარჯების ძირითადი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება, რისთვისაც 27,2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ამავდროულად, ქალაქის ხელისუფლება აპირებს თანხების დიდ ნაწილის დახარჯვას ავარიული სახლების შეკეთებასა და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე. 2023 წელს გზებზე მხოლოდ 5,8 მილიონი ლარი დაიხარჯება.
რუსთავის მერიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი კულტურის, სპორტის განვითარება და ახალგაზრდებთან მუშაობა იქნება. 2023 წელს მერია 8,9 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 4,4 მილიონი მოხმარდება კულტურის სფეროს განვითარებას, მათ შორის თეატრების განვითარებას, ქალაქის მუზეუმის დაფინანსებას და ბიბლიოთეკების განვითარებას. თანხები ასევე მოხმარდება სახელმწიფო დღესასწაულებზე კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას.
ქალაქისთვის პრიორიტეტული იქნება განათლებაც, რისთვისაც 16 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ მიმართულებით, 2023 წელს თანხის ძირითადი ნაწილი საბავშვო ბაღების განვითარებას, სასკოლო ტრანსპორტის უზრუნველყოფასა და სტუდენტების სწავლის დაფინანსებას მოხმარდება.
მერია ასევე 10 მლნ ლარს დახარჯავს გარემოს დაცვაზე და 7,9 მლნ ლარს - ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე. ამასთან, უფასო სასადილოების ფუნქციონირებაზე 2,6 მილიონი დაიხარჯება.
ყველა ახალი ამბავი
0