ბათუმის ბიუჯეტი 2023 წელს: რაზე დახარჯავს სახსრებს საქართველოს ყველაზე პოპულარული კურორტი

© photo: Sputnik / Stringerბათუმი ზამთარში
ბათუმი ზამთარში - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2022
გამოწერა
ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობები 279,7 მლნ ლარის დონეზე იგეგმება
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ბათუმის ბიუჯეტი 2023 წელს 285 მლნ ლარს შეადგენს, ამ თანხის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჯანდაცვას და მოსახლეობის შეჭირვებულ ნაწილზე ზრუნვას მოხმარდება.
ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობები 279,7 მლნ ლარის დონეზე იგეგმება, ასიგნებები შეადგენს 266,7 მლნ ლარს, საიდანაც 96,2 მლნ - საგადასახადო შემოსულობებია.
ბათუმისთვის განკუთვნილი გრანტები 116,2 მლნ ლარს შეადგენს. ბათუმი იღებს გრანტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და კაპიტალური დანიშნულების თანხებიდან.
ქალაქის მთავარი პრიორიტეტი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება - ქალაქის ხელისუფლება ამ მიმართულებით 121,4 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 36,9 მლნ ლარი საგზაო ინფრასტრუქტურაზე, 30,1 მლნ ლარი ტრანსპორტზე და 30 მლნ ლარი ავარიული სახლების გამაგრება-დემონტაჟს მოხმარდება.
2023 წელს ბათუმის კეთილმოწყობაზე 2,6 მლნ ლარი დაიხარჯება, მათ შორის 1,2 მლნ ლარი ქალაქის მორთვაზე.
© photo: Sputnikბათუმი
Летний город Батуми - Дом Юстиции и озеро с фонтанами у приморского бульвара - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2022
ბათუმი
ბათუმის ბიუჯეტიდან კიდევ 26,4 მილიონი ლარი მოხმარდება ქალაქის დასუფთავებას, გარემოზე ზრუნვას და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამასთან, მხოლოდ ქალაქის დასუფთავებაზე 16,1 მილიონი ლარი დაიხარჯება, ქალაქის გამწვანებაზე კი 5 მილიონი.
მერიის კიდევ ერთი პრიორიტეტი განათლება იქნება, რისთვისაც 2023 წელს 36,3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
2023 წელს საკურორტო ქალაქში კულტურულ ღონისძიებებსა და ფესტივალებზე 3,8 მილიონი ლარი დაიხარჯება.
გარდა ამისა, ბათუმის ხელისუფლება 25,5 მლნ ლარს დახარჯავს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით. ამასთან, 7,9 მილიონი მერიის მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის პროგრამებს მოხმარდება, ხოლო 16,6 მილიონი - სოციალურ დახმარებას, მათ შორის 7,1 მილიონი - უფასო სასადილოებზე, 756,5 ათასი უსახლკაროების თავშესაფრებზე.
2023 წელს მიუსაფარი ცხოველებისთვის 400 ათასი ლარია გამოყოფილი.
ყველა ახალი ამბავი
0