https://sputnik-georgia.com/20221225/saqartvelosi-antokorufciuli-biuro-2023-wlis-1-seqtembers-seiqmneba-273383216.html
როდის შეიქმნება საქართველოში ანტიკორუფციული ბიურო
როდის შეიქმნება საქართველოში ანტიკორუფციული ბიურო
Sputnik საქართველო
ბიუროს ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. 25.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-25T15:12+0400
2022-12-25T15:12+0400
2022-12-25T15:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964949_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_552b910263d3b5a5593676777490b754.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს, ძალაში შევიდა, თუმცა თავად ეს ბიურო 2023 წლის 1 სექტემბერს შეიქმნება.ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ვალდებული იქნება, შეუქმნას მას საქმიანობის სათანადო პირობები. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.ბიუროს ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას მხარი დაუჭირა >>ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატს სპეციალური საკონკურსო კომისია შეარჩევს და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი 6 წლის ვადით დანიშნავს.კომისიის შემადგენლობაში შედიან მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, გენერალური პროკურორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.ხელისუფლება დათმობაზე წავიდა - ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები გაფართოვდება >>გარდა ამისა, ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შეიქმნება აგრეთვე უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შესაქმნელად და მისი განხორციელების გეგმას, ასევე გასცემს რეკომენდაციებს ანტიკორუფციული ბიუროსთვის.უწყებათშორისი საბჭოს შემადგენლობას საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს და მასში შევლენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964949_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_0b31308622710ab3b6b36cadd68c5e44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
როდის შეიქმნება საქართველოში ანტიკორუფციული ბიურო
ბიუროს ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს, ძალაში შევიდა, თუმცა თავად ეს ბიურო 2023 წლის 1 სექტემბერს შეიქმნება.
ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ვალდებული იქნება, შეუქმნას მას საქმიანობის სათანადო პირობები. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
ბიუროს ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატს სპეციალური საკონკურსო კომისია შეარჩევს და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი 6 წლის ვადით დანიშნავს.
კომისიის შემადგენლობაში შედიან მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, გენერალური პროკურორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შეიქმნება აგრეთვე უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შესაქმნელად და მისი განხორციელების გეგმას, ასევე გასცემს რეკომენდაციებს ანტიკორუფციული ბიუროსთვის.
უწყებათშორისი საბჭოს შემადგენლობას საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს და მასში შევლენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.