https://sputnik-georgia.com/20221115/xelisufleba-datmobaze-wavida-antikorufciuli-biuros-funqciebi-gafartovdeba-272215055.html
ხელისუფლება დათმობაზე წავიდა - ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები გაფართოვდება
ხელისუფლება დათმობაზე წავიდა - ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები გაფართოვდება
Sputnik საქართველო
ანტიკორუფციული ბიუროს ახალი ფუნქციები 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. 15.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-15T20:27+0400
2022-11-15T20:27+0400
2022-11-15T22:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269202690_0:313:3077:2044_1920x0_80_0_0_27528793902626b8593ba99056b3305e.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გაითვალისწინა ოპოზიციის ზოგიერთი მოთხოვნა – კანონპროექტში ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ ცვლილებები შევა, რომლებიც ამ უწყების უფლებამოსილებებს გააფართოებს.კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.ახალი ინიციატივის მიხედვით, თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს ჩაიბარებს სწორედ ანტიკორუფციული ბიურო და არა საჯარო სამსახურის ბიურო. ახალი უწყების მოვალეობებს დაემატება კონტროლი თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციების შევსებაზე და წარდგენაზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებს პარტიების ფინანსებზე კონტროლიც დაემატება. ამას ამჟამად სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს.ანტიკორუფციულ ბიურო იქნება უფლებამოსილი შეიმუშაოს წინადადებები საჯარო უწყებებში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, ასევე გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით.ანტიკორუფციული ბიურო ასევე შეიმუშავებს ზომებს მოწმეთა დაცვის კუთხით და იმუშავებს მათ გაუმჯობესებაზე.ამასთან მან აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ახალი ფუნქციები 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, რადგან თანამშრომლების სხვა სამსახურებიდან გადაყვანას დრო დასჭირდება.პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო იქნება დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც შექმნის დოკუმენტს ერთიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის შესახებ, შეიმუშავებს ანტიკორუფციულ სტრატეგიას და მისი განხორციელების გეგმას.„ჩვენი კარი ღიაა“ - საქართველოს პრემიერმა ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა >>დოკუმენტი ანტიკორუფციული პოლიტიკის შესახებ უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, რომელმაც ასევე მისი აღსრულების კონტროლიც უნდა შეითავსოს.ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი პრინციპები იქნება დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.ახალი დეპარტამენტი ასევე მონიტორინგს გაუწევს მის მიერ შემუშავებული ანტიკორუფციული სტრატეგიის შემდგომ შესრულებას და ჩაერთვება საზოგადოების ინფორმირებაში.კანონპროექტის თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატს შეარჩევს სპეციალური საკონკურსო კომისია, ხოლო პრემიერ-მინისტრი მას 6 წლის ვადით დანიშნავს. ბიუროს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.ვარჰეიმ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნის მისაღებად მთავარი პირობა დაასახელა >>კომისიაში, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების გარდა, შევლენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის მიერ არჩეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.გარდა ამისა, ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შეიქმნება აგრეთვე უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შესაქმნელად და მისი განხორციელების გეგმას, ასევე გასცემს რეკომენდაციებს ანტიკორუფციული ბიუროსთვის.უწყებათშორისი საბჭოს შემადგენლობას საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს და მასში შევლენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269202690_322:0:3051:2047_1920x0_80_0_0_6a0dbeaed9cca9dd0d63b1e12a892821.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
ხელისუფლება დათმობაზე წავიდა - ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები გაფართოვდება
20:27 15.11.2022 (განახლებულია: 22:00 15.11.2022) ანტიკორუფციული ბიუროს ახალი ფუნქციები 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გაითვალისწინა ოპოზიციის ზოგიერთი მოთხოვნა – კანონპროექტში ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ ცვლილებები შევა, რომლებიც ამ უწყების უფლებამოსილებებს გააფართოებს.
კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.
ახალი ინიციატივის მიხედვით, თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს ჩაიბარებს სწორედ ანტიკორუფციული ბიურო და არა საჯარო სამსახურის ბიურო. ახალი უწყების მოვალეობებს დაემატება კონტროლი თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციების შევსებაზე და წარდგენაზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებს პარტიების ფინანსებზე კონტროლიც დაემატება. ამას ამჟამად სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს.
ანტიკორუფციულ ბიურო იქნება უფლებამოსილი შეიმუშაოს წინადადებები საჯარო უწყებებში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, ასევე გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით.
ანტიკორუფციული ბიურო ასევე შეიმუშავებს ზომებს მოწმეთა დაცვის კუთხით და იმუშავებს მათ გაუმჯობესებაზე.
ოხანაშვილის თქმით, ეს არის დამატებითი ფუნქციები, რომლებიც ოპოზიციის პროექტში აისახა. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ ოპოზიცია ითხოვდა საგამოძიებო ფუნქციის დამატებას, მაგრამ დირექტივებში არაფერია ნათქვამი საგამოძიებო ფუნქციის შესახებ და ამიტომ ეს შესწორება არ შევა კანონპროექტში, განაცხადა ოხანაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ახალი ფუნქციები 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, რადგან თანამშრომლების სხვა სამსახურებიდან გადაყვანას დრო დასჭირდება.
პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო იქნება დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც შექმნის დოკუმენტს ერთიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის შესახებ, შეიმუშავებს ანტიკორუფციულ სტრატეგიას და მისი განხორციელების გეგმას.
დოკუმენტი ანტიკორუფციული პოლიტიკის შესახებ უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, რომელმაც ასევე მისი აღსრულების კონტროლიც უნდა შეითავსოს.
ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი პრინციპები იქნება დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
ახალი დეპარტამენტი ასევე მონიტორინგს გაუწევს მის მიერ შემუშავებული ანტიკორუფციული სტრატეგიის შემდგომ შესრულებას და ჩაერთვება საზოგადოების ინფორმირებაში.
კანონპროექტის თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატს შეარჩევს სპეციალური საკონკურსო კომისია, ხოლო პრემიერ-მინისტრი მას 6 წლის ვადით დანიშნავს. ბიუროს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.
კომისიაში, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების გარდა, შევლენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის მიერ არჩეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
გარდა ამისა, ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შეიქმნება აგრეთვე უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შესაქმნელად და მისი განხორციელების გეგმას, ასევე გასცემს რეკომენდაციებს ანტიკორუფციული ბიუროსთვის.
უწყებათშორისი საბჭოს შემადგენლობას საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს და მასში შევლენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.