https://sputnik-georgia.com/20221115/varhei-raribasvili-272207085.html
ვარჰეიმ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარი პირობა დაასახელა
ვარჰეიმ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარი პირობა დაასახელა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა სინანულით აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წარმატება არ არის. 15.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-15T17:27+0400
2022-11-15T17:27+0400
2022-11-15T21:05+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/58/245975853_0:136:3000:1824_1920x0_80_0_0_58980408f981d5edc57bea1eee7d3496.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მთავარი პირობა ეროვნული კონსენსუსის მიღწევაა, განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ თბილისში.ვარჰეიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ უნდა ყურადღების გამახვილება მთავრობაზე ან ოპოზიციაზე, რადგან „ყველაფერი იცვლება“.ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის პირობების შესასრულებლად სამუშაოების დიდი ნაწილი პარლამენტზე მოდის.ევროკომისარმა ევროკავშირის სახელით მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამ პროცესში საქართველოს დაეხმარება. მას იმედი აქვს, რომ ყველა პარტია და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები დაინახავენ, რომ ეს საქართველოსთვის უნიკალური წინადადება და უნიკალური შანსია.თავის მხრივ, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სინანულით აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანი არ არის ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციონერები ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად რეფორმებზე მუშაობაზე უარს აცხადებენ.„მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ თორმეტივე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით შედგა გრაფიკი და სამუშაო ჯგუფები თითოეული რეკომენდაციის შესრულებაზე.ევროპულმა საბჭომ ივნისში აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობა შესრულდება. პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.დეპუტატი: „ნაცმოძრაობის" ლობისტები ხელს უშლიან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას>>მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/58/245975853_194:0:2806:1959_1920x0_80_0_0_11c0929679ec9454f12a2278dfe704f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ვარჰეიმ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარი პირობა დაასახელა
17:27 15.11.2022 (განახლებულია: 21:05 15.11.2022) საქართველოს პრემიერმა სინანულით აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წარმატება არ არის.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მთავარი პირობა ეროვნული კონსენსუსის მიღწევაა, განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ თბილისში.
ვარჰეიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით ეროვნული კონსენსუსი უნდა შედგეს. ასე მუშაობს სისტემა, სხვანაირად არ მუშაობს ეს სისტემა... დგება ქვეყნის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც კონსენსუსი უნდა შედგეს, სხვა შემთხვევაში პროცესი მართვადი არ იქნება“, – განაცხადა ვარჰეიმ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ უნდა ყურადღების გამახვილება მთავრობაზე ან ოპოზიციაზე, რადგან „ყველაფერი იცვლება“.
ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის პირობების შესასრულებლად სამუშაოების დიდი ნაწილი პარლამენტზე მოდის.
ევროკომისარმა ევროკავშირის სახელით მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამ პროცესში საქართველოს დაეხმარება. მას იმედი აქვს, რომ ყველა პარტია და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები დაინახავენ, რომ ეს საქართველოსთვის უნიკალური წინადადება და უნიკალური შანსია.
„სამწუხარო იქნება, თუ ამ შანსს ვერ გამოიყენებთ“, – განაცხადა ვარჰეიმ.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სინანულით აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანი არ არის ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციონერები ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად რეფორმებზე მუშაობაზე უარს აცხადებენ.
„მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ თორმეტივე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით შედგა გრაფიკი და სამუშაო ჯგუფები თითოეული რეკომენდაციის შესრულებაზე.
ევროპულმა საბჭომ ივნისში აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობა შესრულდება. პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.